რუსეთში ნავალნის გამოსახულებიანი გაზეთის ნომერი გაყიდვიდან ამოიღეს

გამოცემა Meduza-ს ცნობით, რუსეთში გაყიდვებიდან ამოიღეს იმ გაზეთის ტირაჟები, რომლის პირველ გვერდზე ალექსეი ნავალნი ფოტო იყო გამოსახული. ამის შესახებ გაზეთ Sobesednik-ის ჟურნალისტმა, ელენა მილჩანოვსკამ ადგილობრივ გამოცემებთან ისაუბრა. „ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია და ჩვენთვის საშიშიც კი. ჩვენ არანაირი კანონი არ დაგვირღვევია”, – განაცხადა მილჩანოვსკამ და აღნიშნა, რომ ტირაჟის ამოღებით რედაქციამ, დაახლოებით, 300 ათასი რუბლი იზარალა. Meduza-ს […]
ბაიდენმა პუტინს „შეშლილი ნაბიჭ***ი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „შეშლილი ნაბიჭვარი“ უწოდა. ბაიდენმა ეს განცხადება სან-ფრანცისკოში, მისი კამპანიის დონორებთან საუბრისას გააკეთა. პრეზიდენტი ამერიკისა და მსოფლიოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეებზე საუბრობდა. „ბოლო ეგზისტენციური საფრთხე კლიმატის [ცვლილებაა]. კი ბატონო, გვყავს ამ პუტინისნაირი (და სხვებიც) შეშლილი ნაბიჭ***ბი, და ყოველთვის უნდა ვიდარდოთ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, მაგრამ კაცობრიობისთვის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატის [ცვლილებაა]“, – […]
ისრაელის იერიშებს 29 300-მდე პალესტინელი ემსხვერპლა – პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტიდან დღემდე, ისრაელის იერიშებმა სულ მცირე 29 313 პალესტინელი შეიწირა. მათი განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ქალაქ რაფაჰის მიმართულების ისრაელმა მორიგი ავიაიერიშები განახორციელა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მათ ღაზას სექტორის ქალაქ ხან იუნისთან რამდენიმე ობიექტის დაკავება შეძლეს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, თუ „ჰამასი“ […]
ბექა დავითულიანი მამუკა ხაზარაძეს – თქვენი „მუსტანგი“ ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი ძველი მანქანაა

ბატონო მამუკა, თქვენი „მუსტანგი“ ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი ძველი მანქანაა – ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი „ლელო“-ს ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ცეცხლოვანი „მუსტანგი“, რომელსაც მალე შეაკეთებს, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას. ბექა დავითულიანის თქმით, მამუკა ხაზარაძე აჭრილია თავის წარმოდგენებში. „მამუკა ხაზარაძე საერთოდ აჭრილია თავის წარმოდგენებში. ბატონო […]
შარლ მიშელი – უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს

უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „უკრაინის მარცხი არ შეიძლება შესაძლებლობად განიხილებოდეს, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, სად მიგვიყვანს და რა შედეგები მოჰყვება ამას, თუ ეს მოხდება. ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ როგორი შიდა ვითარება იქნება რუსეთში, მაგრამ ნათელია, რომ თუ უკრაინა ამ ომში დამარცხდება, ჩვენი ღირებულებები […]
შალვა პაპუაშვილი პარლამენტს ანგარიშით მიმართავს

საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიმართავს. დეპუტატებთან ერთად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება მთავრობა პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. პლენარულ სხდომაზე მოწვეული არიან თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. სხდომას ესწრებიან უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები, ასევე დიპლომატები. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ფარგლებში, პარლამენტის საქმიანობის […]
თაზო დათუნაშვილი „ლელოდან“ წასვლის შესახებ ინფორმაციაზე – კომენტარს არ ვაკეთებ

„კომენტარს არ ვაკეთებ“, – ასე პასუხობს „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, პარტიიდან წასვლის შესახებ. დათუნაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არ დააკონკრეტა, უნდა იყოს თუ არა მისი პოზიცია აღქმული, როგორც „ლელოდან“ წასვლის შესახებ ინფორმაციის დადასტურება. თავის მხრივ, „ლელოს“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დათუნაშვილს პარტიის, მათ შორის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების თაობაზე მათთვის არ მიუმართავს. ცნობისთვის, დათუნაშვილის […]
რუსეთმა „ტერორისტად და ექსტრემისტად“ გამოაცხადა ჟურნალისტი ევგენი კისელიოვიც

რუსეთმა „ტერორისტების და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანა ცნობილი ტელეწამყვანი ევგენი კისელიოვიც. ამ ნუსხას რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახური ადგენს იმის მიხედვით, ვის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე ექსტრემიზმის და ტერორიზმის მუხლით. რუსეთის ხელისუფლებას დღემდე საჯაროდ არ უთქვამს, რომ უკრაინის მხარდამჭერი ჟურნალისტის წინააღმდეგ ამ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში, რუსეთის შსს-მ […]
ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ი ბათუმის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან 16 სექტემბრამდე, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა Jazeera Airways-ს სააგენტომ 2024 წლის 20 თებერვალს მიანიჭა. ელ ქუვეითი – […]
ბექა დავითულიანი – იმის ნაცვლად, ბატონი ჯანაშია სააკაშვილის ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ, არის გარეთ და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში“. ბექა დავითულიანის თქმით, „იმის ნაცვლად, რომ ბატონი ჯანაშია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების და ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ არის გარეთ, გვიყიჟინებს […]