“სასამართლო არბიტრაჟის კომპეტენციაში ერევა და ისეთ საკითხებს წყვეტს, რაც არბიტრაჟის გადასაწყვეტია”- ნიკა ნანუაშვილი

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საქმეების განხილვის პრაქტიკის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მათი ინფორმაციით, დღეს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საარბიტრაჟო დავების ცნობა აღსრულების პროცესი დროში ჭიანურდება, რაც არბიტრაჟის ინსტიტუტს აზარალებს. 2018 წელს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეები დასრულებული საქმეების 68%-ს შეადგენდა, რაც სხვა სამოქალაქო საქმეების დასრულების მაჩვენებელს თითქმის უთანაბრდებოდა. თუმცა, 2022 წლისთვის ეს მონაცემი 34%-ზე ჩამოვიდა. საქართველოს […]

24 თებერვალი – 3 მარტი: სპექტაკლები, რომელთა ნახვასაც გირჩევთ

„ნეტგაზეთი“ გირჩევთ სპექტაკლებს და მუსიკალურ საღამოს, რომელზე წასვლასაც 24 თებერვლიდან – 3 მარტის ჩათვლით თბილისის თეატრებში შეძლებთ: · 24 თებერვალი – „გრონჰოლმის მეთოდი“. „მარჯანიშვილის თეატრი“ – დასაწყისი – 20:00 პრემიერიდან მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, „გრონჰოლმის მეთოდი“ ერთ-ერთი ყველაზე თანადროული სპექტაკლია, რომელსაც ქართული თეატრების რეპერტუარში ნახავთ. მართალია, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მოქმედება კატალონიაში ვითარდება, თუმცა გეოგრაფიული მდებარეობა […]

დამარხეთ ჩუმად ან დავმარხავთ კოლონიაში – ულტიმატუმი ნავალნის დედისთვის

ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს. შვილს ან ჩუმად, საიდუმლოდ დაასაფლავებს, ან ალექსეი ნავალნის ცხედარს კოლონიაში დამარხავენ. გამომძიებელმა მას მოსაფიქრებლად სამი საათი მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “მედუზა” ნავალნის თანამოაზრეებზე დაყრდნობით ავრცელებს. “მან [ლუდმილა ნავალნაიამ] უარი თქვა გამოძიებასთან მოლაპარაკებების წარმოებაზე, რადგან თვლის, რომ მათ არ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, როგორ და სად დაასაფლავებს შვილს. ის მოითხოვს, რომ […]

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური „ფორმულას“ მიერ, მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება. მათი ცნობით, სიუჟეტი საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ეხებოდა, რაც დეზინფორმაციაა. “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 22 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ, მომზადებულ სიუჟეტში გამოთქმულ მორიგ დეზინფორმაციას, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ეხება. ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ ბრიტანულმა მედიასაშუალება Sky News-მა გამოაქვეყნა ქვეყნის საბაჟო სტატისტიკის დეტალური კვლევა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო […]

ვალენსიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, ხოლო 14 – დაშავდა. როგორც ვალენსიის მერმა მარია ხოსე კატალამ აღნიშნა, ხელისუფლება კვლავ ცდილობს 9-დან 15-მდე ადამიანის პოვნას, ხოლო მთავრობის რეგიონული წარმომადგენლის თქმით, 14 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა X-ზე დაწერა: “შეძრწუნებული ვარ ვალენსიაში, შენობაში გაჩენილი საშინელი ხანძრის გამო… მსურს […]

იმედი მაქვს მართლა სჭირდებათ რაღაც – მდინარაძე უკრაინელების თხოვნაზე

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრ შულგა ამბობს, რომ უკრაინამ საქართველოს საინჟინრო ტექნიკით დახმარება სთხოვა და პასუხს ელოდება. უკრაინის წარმომადგენელს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, უკრაინის თხოვნა “უცნაურად” შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ამ თხოვნის უკან სხვა მიზნები არ იმალება. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, უკრაინის საელჩოსთან ერთად, 23 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომიდან 2 წლისთავზე პანელურ […]

“კვარაცხელიას მიმართ კალცონა დე ლაურენტისის მითითებით მოქმედებს – ფედელემ აურელიოს ცრუ უწოდა” – აჟიოტაჟი გრძელდება

Il Mattino-ს მიერ დღეს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოქვეყნებულმა წერილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შეგახსენებთ, გამოცემამ აღნიშნა, რომ კლუბმა შეცდომები არ უნდა გაიმეოროს, როდესაც შეცვლისას კვარაცხელიას უპატივცემულო ჟესტები რეაგირების გარეშე დატოვეს, შეიძლება დააჯარიმონ და “კალიარისთან” მატჩში სათადარიგო იყოს, რაც სხვებისთვის ნიშანია, რომ ხელშეუხებელი გუნდში არავინაა და კალცონამ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან სრული კარტ-ბლანში მიიღო. რბილად რომ […]

ისრაელის პრემიერმა ღაზის ომის შემდგომი პერიოდისთვის პირველი ოფიციალური გეგმა გამოაქვეყნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის „შემდგომი დღის“ გეგმა წარმოადგინა. ეს მისი პირველი ოფიციალური შეთავაზებაა იმ დროისთვის, როდესაც „ჰამასის“ მიერ მართულ პალესტინურ ტერიტორიაზე ომი დასრულდება. დოკუმენტი ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს 22 თებერვალს წარედგინა. მის თანახმად, ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთით მთელ მიწაზე, მათ შორის ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე და ღაზაზე, სადაც პალესტინელ არაბებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურთ, უსაფრთხოების კონტროლს […]

კრემლის პასუხი სომხეთის წევრობის შეჩერებაზე რუსეთის უსაფრთხოების ალიანსში

კრემლმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთთან დაკავშირებას გეგმავს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ერევანმა გაყინა მონაწილეობა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO). კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ “ზვეზდას” უთხრა, რომ მოსკოვს სომხეთისგან მეტი დეტალის შეტყობა ესაჭიროება. „სომხურ მხარეს ამ კუთხით არანაირი ოფიციალური ნაბიჯი არ გადაუდგამს”, […]

ნავალნის პრესმდივნის თქმით, ოპოზიციონერის დედას სამი საათი მისცეს შვილის საიდუმლო ვითარებაში დასაფლავების პირობაზე დასათანხმებლად

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პატიმრობაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ყოფილი პრესმდივანი, კირა იარმიში სოციალური მედიით ავრცელებს ცნობას, რომ გამომძიებლებმა ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას სამი საათი მისცეს მათ პირობაზე დასათანხმებლად – რომ ის შვილს საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე დაასაფლავებს. ნავალნის დედა თუ ულტიმატუმს არ დათანხმდება, მის შვილს კოლონიის ტერიტორიაზე დამარხავენ. იარმიში იუწყება, რომ ნავალნაიამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტთან […]