2023 წელს ბათუმში 973 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა – რა ღირს 1 კვ.მ?

2023 წელს ბათუმში 15,758 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.5%-იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ. კვლევის თანახმად, აღნიშნული კლება 2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზით და მიგრაციული ნაკადების შესუსტებით აიხსნება. „გაყიდვების მაჩვენებელი 29.6%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებლებს. ტრანზაქციების უმეტესობა (მთლიანის 42.0%) დარეგისტრირებული იყო ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ამ უბანში ტრანზაქციების 60.1% პირველად ბაზარზე განხორციელდა. ამის […]

დენის შმიგალი – პოლონელ მაღალჩინოსნებთან საზღვარზე შეხვედრა არ შედგა – 1 თვის წინ შევთანხმდით, რომ საზღვრის ბლოკირება ჩვენს ქვეყნებს ავნებს, 1 თვე გავიდა და ამ წერტილში დავბრუნდით, ოღონდ ახლა ღია პროვოკაციებს ვხედავთ

პოლონელ მაღალჩინოსნებთან საზღვარზე შეხვედრა არ შედგა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი „ტელეგრამის” პირად არხზე წერს. შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინული დელეგაცია 23 თებერვალს პოლონეთთან საზღვარზე მივიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავას „შეთანხმება და კომპრომისის პოვნა” შესთავაზა საზღვრის ბლოკადასთან დაკავშირებით. უკრაინულ მხარეს შმიგალის გარდა წარმოადგენდნენ ვიცე-პრემიერები ოლგა სტეფანიშინა და ალექსანდრ კუბრაკოვი, ასევე […]

გიორგი ვაშაძე – პირდაპირ გეუბნებით, ოთხ წელიწადში საქართველოს დავავიწყებთ უმუშევრობის პრობლემას – ევროპული და ამერიკული ინვესტიციების რიგებს დავაყენებთ

როგორც კი გავიმარჯვებთ, იმდენ ინვესტორს შემოვიყვანთ და იმდენ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შევქმნით, რომ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას: „თუ შნო და ერთი ადგილი გაქვს, შემოიყვანე ინვესტორები და ჩაადებინე ფული“. როგორც გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ხელისუფლებაში მოსვლის […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი – პრემიერთან შეხვედრა იყო პროდუქტიული, ყველა მტკივნეული საკითხი, რაც გვაწუხებდა, დაუფარავად მოვახსენეთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მთავარი შედეგი არის, რომ პრემიერს არგუმენტები სრულად წარვუდგინეთ და შემდგომი კონსულტაციების დაანონსება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, როგორც ოთარიშვილი აცხადებს, ხვალ, 24 თებერვალს, 16:00 საათზე, პრემიერთან განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. „შეთანხმებას მივაღწიეთ ხვალინდელ შეხვედრაზე. […]

გიორგი კალანდია: “ეს ამბავი რომ არ მოვყვე, არ შემიძლია”

ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამბავს გვიზიარებს: “არასოდეს არ მიყვარს საკუთარი ემოციების გაზიარება, მით უფრო პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ამბავი რომ არ მოვყვე, არ შემიძლია: 2 წლის წინ მე და ჩემი მეგობრები ერთ დიდ “სამუზეუმო” შეკრებაზე თითქმის ჩაგვქოლეს… ფაქტიურად გამოგვაგდეს იმ ორგანიზაციის მმართველობიდან, რომლის პირველი წევრები ვიყავით… ხმა არ ამოგვიღია, […]

უნგრეთი შვედურ მოიერიშეებს ყიდულობს და შვედეთის ნატოში გაწევრიანების დასადასტურებლად ემზადება

უნგრეთსა და შვედეთის სამხედრო მწარმოებელ „სააბს“ შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც უნგრეთი შვედეთისგან დამატებით ოთხ მოიერიშე თვითმფრინავს მიიღებს. საუბარია მოიერიშე JaS Gripen-ზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდის. „ჩვენ არა მხოლოდ ვინარჩუნებთ ჩვენს საჰარო თავდაცვის შესაძლებლობებს, არამედ გავზრდით მას… რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ერთგულება ნატოს მიმართ გაძლიერდება და ასევე გაგრძელდება ჩვენი […]

ევროკავშირი პოლონეთს დაბლოკილ 137 მილიარდზე წვდომას აღუდგენს

პოლონეთი ევროკავშირის სხვადასხვა ფონდში 137 მილიარდ ევროზე მიიღებს წვდომას, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 23 თებერვალს. ეკონომიკურმა ბლოკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვარშავაში ახალმა მთავრობამ რეფორმების განხორციელება დაიწყო. ევროკავშირის ფონდებზე ბლოკის მოხსნა ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პროევროპული კოალიციური მთავრობის საარჩევნო დაპირება იყო. ფინანსურ რესურსებზე აღდგენილი წვდომა პოლონეთში ინვესტიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, […]

“სიმწრით გაზრდილი შვილი მომიკლა” – ემიგრანტი დედა ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

თბილისის ცენტრში მოკლული 24 წლის მამუკა ლომიძის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. დედას, რომელიც შვილის მკვლელობის დროს ემიგრაციაში იმყოფებოდა, სურს რომ გაეცნოს საქმის მასალებს და სრული სიმკაცრით დაისაჯოს დამნაშავე. “სიმწრით გაზრდილი შვილი მომიკლა, ყველაზე უმაღლესი რაც არის, ხო არის 109-ე მუხლი, უვადო, უვადო ეკუთვნის. არ ვიცნობთ ვინ არის, არ ვიცი და ნეტა ჩემმა შვილმა სად გაიცნო, […]

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ხვალაც შეხვდება, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება

ვიფიქრეთ, რომ ჩვენ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებისკენ არ წავსულიყავით. პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ, 4 საათზე კიდევ ერთი შეხვედრა შედგეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის წევრებსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილების მიზეზი არა პროტესტი, არამედ არგუმენტების სიმყარე […]

გერმანიის პარლამენტმა კანაფის რეკრეაციული მიზნით გამოყენების შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

გერმანიის პარლამენტმა კანაფის რეკრეაციული მიზნით გამოყენების შესახებ ახალ კანონს მხარი დაუჭირა. ბუნდესტაგში კანონი 407 ხმით 226-ის წინააღმდეგ მიიღეს. კანონის მიხედვით, 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს ექნებათ კანაფის გარკვეული ოდენობის ფლობის უფლება, თუმცა, მკაცრი წესები იმოქმედებს ნარკოტიკის შეძენაზე. გარდა ამისა, 1-ლი აპრილიდან გერმანიაში, ბევრ საჯარო სივრცეში კანაფის მოწევა ლეგალური გახდება. კანონის თანახმად, კანაფის მოწევა ზოგიერთ ტერიტორიაზე, […]