სუნაკი: ტირანია ვერასდროს იზეიმებს, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა: “ტირანია ვერასდროს იზეიმებს, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით”. სუნაკი უკრაინას 250 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობით საარტილერიო ჭურვების გადაცემას დაჰპირდა, რაც გასულ თვეს ხელმოწერილი უსაფრთხოების ახალი შეთანხმებით გათვალისწინებული სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილია. “დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს […]
გურიაში ადგილობრივ მევენახეებთან ვაზის კვალიფიციური სანერგე მეურნეობის შექმნის საკითხი განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „გურიის ჩხავერი“ სტატუსის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „დღეისთვის, გურიაში ადგილობრივი ვაზის ჯიშების აღდგენა-გაშენებას დიდი ყურადღება ექცევა. ერთ-ერთი გამორჩეული, […]
უკრაინის საელჩო – უკრაინელები თავიანთი სიმამაცითა და გამძლეობით მსოფლიოს გაოცებას აგრძელებენ – მოგიწოდებთ, იარაღით, დახმარებითა და მოქმედებების ადვოკატირებით უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ

უკრაინელები თავიანთი სიმამაცითა და გამძლეობით მსოფლიოს გაოცებას აგრძელებენ, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საელჩო მოუწოდებს ყველას უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ. „ამ დღეს, 2022 წელს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ომი გრძელდება. ინგრევა სახლები. იშლება ოჯახები. ჩვენ საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ და მუდმივ საფრთხეში ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, უკრაინელები თავიანთი სიმამაცითა და გამძლეობით […]
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, შემთხვევა 23 თებერვლის ღამეს მოხდა. არსებული ცნობით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და წყლის არხში გადავარდა და მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
„ოთხი კუბო ერთბაშად და არ ვიცოდი, რომელთან მივსულიყავი პირველად“ – რუსული რაკეტას 59 ადამიანი ემსხვერპლა

2023 წლის 5 ოქტომბერს ხარკოვის რაიონის სოფელ გროზაში რუსული რაკეტის ჩამოვარდნას 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაკეტა კაფეს დაეცა. კაფეში, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა, დაღუპული ჯარისკაცის ქელეხი იყო, სადაც ახლობლები თანასოფლილები იყვნენ შეკრებილები. სოფელში თითოეულმა ოჯახმა ერთი წევრი მაინც დაკარგა, ერთ-ერთ ოჯახში კი 4 ბავშვი დარჩა ობოლი. აი რას ყვება ხალხი: ვალერი: „ოთხი კუბო იდგა ერთდროულად […]
ირანი უარყოფს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას

გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანი რუსეთს აწვდის ბალისტიკურ რაკეტებს, რომებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის საწარმოებლად. ირანული უწყების თქმით, ბოლოდროინდელი ცნობები ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთში გაგზავნის შესახებ “უსაფუძვლოა”. „მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საერთაშორისო შეზღუდვები ან აკრძალვები ბალისტიკური რაკეტების გაყიდვაზე, ირანი თავს მორალურად ვალდებულად თვლის თავი შეიკავოს […]
ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს $454.2 მილიონის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ტრამპი დამნაშავედ ცნეს უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში. თანხის ოდენობა მოიცავს 354.9 მილიონი დოლარის აქამდე დაკისრებულ ჯარიმას და დარიცხულ პროცენტს. სასამართლომ 4.7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა აშშ-ს ექსპრეზიდენტის მის შვილებს, დონალდ ტრამპ უმცროსსა და ერიკ ტრამპს. 1.1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს Trump […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კურსდამთავრებულის, თვალსაჩინო მოღვაწის, ვიქტორია სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გასული საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწის, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული კურსდამთავრებულის, ვიქტორია (ვიკა) სირაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და ქართულ საზოგადოებას. ამის […]
“დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს” – ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

“ამ ომის ტრაგედიები მილიონობით ეკრანზე იქნება და შესაბამისად, მილიარდობით გულში. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი ხალხის გმირობის მიმართ. კინო ამ გმირობას ლეგენდარულს გახდის და ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი – ეთიკური არჩევანი. არჩევანი სიცოცხლისა და სამართლიანობის სასარგებლოდ, არის უკრაინის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას მსოფლიოსთან ნებისმიერ დეზინფორმაციულ ქარიშხალში. ხელოვნება ჩვენს […]
მესი აშშ-ში 4 ჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე რონალდო – რამ გამოიწვია ამხელა სხვაობა?

ლიონელ მესი აშშ-ში 4-ჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე კრიშტიანო რონალდო, ამ ინფორმაციას SSRS-ის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მესი და რონალდო სხვა სპორტსმენებთან შედარებით ბევრად პოპულარულები იყვნენ და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებდნენ. თუმცა ბოლო ერთი წლის მანძილზე არგენტინელის პოპულარობა პორტუგალიელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. გამოცემის მტკიცებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2022 წლის […]