დავით უსუფაშვილი – სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებით, ერთი საათი ვისაუბრეთ და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა – პრეზიდენტს საინტერესო ხედვა აქვს

[სალომე ზურაბიშვილთან] დაახლოებით, ერთი საათი ვისაუბრეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა გაერთიანება არც ერთი მხრიდან ერთი ამ საათის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა, აქ საუბარია სახელმწიფოებრივ საკითხებზე და არა პოლიტიკური პარტიების ტაქტიკურ ცვლილებებზე, თუ მოვლენებზე, რაც პარტიების გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტის, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. […]

პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება. მედპერსონალისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრა ეხება ექიმების მოთხოვნას, გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის შესახებ. როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა განუცხადა, შეხვედრას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები. დღევანდელი შეხვედრა გადაწყდა ბატონი პრემიერ-მინისტრის სურვილით, რომ ისევ გაგვეგრძელებინა კონსულტაციები. გუშინ ვიყავით […]

თინა ხიდაშელის ინფორმაციით, პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე აზრები გაცვალეს, პოზიციები შეაჯერეს და ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტულ დოკუმენტზე საუბარი არ ყოფილა

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის თინა ხიდაშელის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე აზრები გაცვალეს, პოზიციები შეაჯერეს და ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტულ დოკუმენტზე საუბარი არ ყოფილა. როგორც ხიდაშელმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე სწრაფად გადასადგმელ ნაბიჯებზე ერთიანობის პოვნა, მეორე მხრივ კი, საარჩევნოდ საარჩევნოდ სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა. „ეს არის სამუშაო პროცესი. საწყის ეტაპზე […]

ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილს – ნუ „ნავალნობ!” – პუტინი იყავი ოპოზიციის მიმართ

ყოფილი პოლიტპატიმარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” ახალ კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილისა და ნავალნის შედარება „ურცხვობაა“. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. „ურცხვობაა პარალელის გავლება ნავალნისა და სააკაშვილს შორის. „ნაცების“ მცდელობაა, „ნავალნად” წარმოაჩინონ ადამიანი, რომელიც წამებით კლავდა და იჭერდა ყველას, ვინც მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ […]

შინაგან საქმეთა მინისტრმა და მისმა პირველმა მოადგილემ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ბედოიძემ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სამუშაო თათბირზე ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასულ წელს, ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით […]

ქვეყნის ეკონომიკა რთულ ვითარებაშია – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ სიტუაციაშია. ამის შესახებ BBC წერს. ჰაბეკის თქმით, გერმანიის მთავრობის პროგნოზი, რომ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 1,3%-ით გაიზრდებოდა, არ გამართლდა და ახლა 0.2%-იან ზრდას ვარაუდობენ. BBC წერს, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა ფაქტობრივად შეჩერდა, თუმცა სრულ რეცესიას გადაურჩა. ჰაბეკის თქმით, ეკონომიკური ვითარების გაუარესების […]

კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებით შავ სიაში მოხვდნენ ის პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსურ, ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევდნენ რუსეთს და სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდნენ. ახალი შეზღუდვები 10 ფიზიკურ და 153 იურიდიულ პირს შეეხო.

უკრაინამ გამოავლინა შესანიშნავი უნარები და ძლიერი სიმტკიცე. ის არ ჩამოინგრა რამდენიმე კვირაში, როგორც ამას მრავალი შიშობდა

კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გზაშია, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ეს მოხდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვაში აცხადებს. „ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. პრეზიდენტ პუტინის მიზანი უკრაინაზე დომინირება არ შეცვლილა და არ არსებობს მინიშნებები, რომ ის ემზადება მშვიდობისთვის. უკრაინამ […]

მოსკოვში, მობილიზებული სამხედროების ცოლების აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, მობილიზებული სამხედროების ცოლების აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა SOTA ავრცელებს. SOTA-ს ცნობითვე, კრემლის წინ, მობილიზებული ჯარისკაცების ცოლების ყოველკვირეულ საპროტესტო აქციაზე მოსკოვის პოლიციამ მინიმუმ 4 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, დააკავა. საპროტესტო აქციაზე რუსი ქალები, თავიანთი მეუღლეების უკრაინიდან სახლში დაბრუნებას მოითხოვენ. ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში, პოლიციამ მობილიზებული რუსი ჯარისკაცების ცოლების აქციაზე 20 […]

რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

მოსკოვში რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ლებედევი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ლებედევი 80 წლის იყო. „კომერსანტის“ ინფორმაციით, მას ონკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ვაიჩესლავ ლებედევი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მოვალეობებს დროებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე შეასრულებს. სწორედ ვიაჩესლავ ლებედევის დროს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“, რომელიც რეალურად არ არსებობს.