ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს – სახალხო ერთობას ნებისმიერ დიქტატორზე მეტის მიღწევა შეუძლია

პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს, ისევე როგორც აქ, ჰოსტომელში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დასავლელ ლიდერებთან ერთად, ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ერთად ნებისმიერი სახის გეოპოლიტიკაზე უფრო ძლიერები ვართ. სახალხო ერთობას ნებისმიერ დიქტატორზე მეტის მიღწევა შეუძლია. და სიმამაცეს, უბრალო ხალხის სიმამაცეს, ისტორიის ისეთი ფურცლების გადაშლა შეუძლია, […]
ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი მარათონი მიმდინარეობს

„ომი გრძელდება” – ამ ლოზუნგით ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი მარათონი მიმდინარეობს. სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში უკრაინელებთან ერთად, ქართველებიც მონაწილეობენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საქველმოქმედო მარათონის ფარგლებში შეგროვებული თანხა, რუსეთის მიერ, უკრაინაში დაბომბილ ქალაქებს მოხმარდება. დღესვე მინი ფეხბურთში საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომელშიც უკრაინისა და საქართველოს ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, დღესვე, ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია იგეგმება.
Українська правда: უკრაინელების ჩამოგდებული რუსული A-50-ის ეკიპაჟის 10-ვე წევრი მოკვდა

Українська правда უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის მიერ ჩამოგდებულ A-50-ის ტიპის რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებიდან 10-ვე მოკვდა. ამავე ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 5 რუსი მაიორი, 3 კაპიტანი, ლეიტენანტი და უმცროსი ოფიცერი. 15 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ აზოვის ზღვის თავზე უკრაინელებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს და საჰაერო მართვის ფუნქციის […]
ზელენსკი: ყველა ნორმალურს სურს ომის დასრულება, თუმცა, არავინ დაუშვებს უკრაინის დასრულებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქიდან, გოსტომელიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა. ზელენსკის თქმით, თითოეულ უკრაინელს, ომის დაწყების განსხვავებული ისტორია აქვს, თუმცა, ერთადერთი ფინალი ყველასთვის გამარჯვება უნდა იყოს. “ზუსტად აქედან უნდა დაწყებულიყო “კიევისა და უკრაინის სამ დღეში აღება”. სიტუაციის აღწერა ერთ წინადადებაშია შესაძლებელი: ორი წლის წინ აქ ვხვდებოდით მტრის დესანტს ცეცხლით, […]
Ryanair ახალ ბაზას ხსნის და კიდევ 8 მარშრუტს ამატებს – Lowcostavia

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ახალი ბაზის გახსნის შესახებ გამოაცხადა. ის რეჯო კალაბრიაში (იტალია) განთავსდება. ახალ რეისებზე ფრენები 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ Lowcostavia იუწყება. რეჯო კალაბრიიდან ყველა ფრენა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება. ახალი მიმართულებების ჩამონათვალი ასეთია: რეჯო კალაბრია – ბარსელონა 26 აპრილიდან – კვირაში 2-ჯერ იფრენს; რეჯო კალაბრია – ბერლინი 28 აპრილიდან – კვირაში 2-ჯერ […]
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს მეორედ ხვდებამედპერსონალისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრა ეხება ექიმების მოთხოვნას, გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის შესახებ. როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა განუცხადა, შეხვედრას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები. პრემიერის და მედპერსონალის პირველი შეხვედრა გუშინ შედგა. გუშინ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი არ დასწრებია. თითქმის 2-საათიანი შეხვედრიდან […]
მოსკოვის საავადმყოფოში რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ლებედევი მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომერსანტი სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ლებედევი საავადმყოფოში დაიღუპა, ხოლო გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა. გარდა ამისა, რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პიოტრ სერკოვი შეასრულებს. ვიაჩესლავ ლებედევი მოსამართლედ მუშაობდა 1970 წლიდან. 1977 წელს ხელმძღვანელობდა მოსკოვის […]
ქართული ანიმაცია საერთაშორისო ჟიურიმ ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელა და შედეგად ის საფრანგეთის ფესტივალზე მოხვდა

ქართველი ანიმატორის, თამარ ზარქუას ანიმაცია The Radiants, საერთაშორისო ჟიურიმ ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ ანიმაციად დაასახელა, რის გამოც იგი საფრანგეთის ანიმაციურ ფესტივალ ANNECY-ში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის დეტალებზე „ქალების ნარატივში“ The Radiants-ის შემქმნელმა და „ბურთულას“ თანადამფუძნებელმა, თამარ ზარქუამ ისაუბრა.
“მთელი ეს ორი წელი, ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ უკრაინაში არ ვარ” – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში პუტინის ომის 2 წლისთავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. ”მთელი ეს ორი წელი, ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ უკრაინაში არ ვარ. სწრაფი დამსახურებული გამარჯვება, რომელშიც ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი” – წერს მიხეილ სააკაშვილი
„სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს“, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკეთებს. მისი განცხადებით, უკრაინა თავისი პირობებით გაიმარჯვებს და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა. „დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული […]