კობახიძე რესპუბლიკურზე: დაწყებული პროცესი გაჩერდება, ვიმუშავებთ ალტერნატიულ პროექტზე

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან გუშინ, 23 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება და მთავრობა საავადმყოფოსთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს. “ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ექიმების მოსაზრებები, ამის შემდეგ გვქონდა კონსულტაციები ჯანდაცვის მინისტრთან, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს […]
სამხედრო დახმარების ნაკლებობა უკრაინის სარდლობას “რთული” გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს – ISW

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ბოლო ანგარიშში ნათქვამია, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარების დეფიციტმა შესაძლოა შექმნას გაურკვევლობა და შეზღუდვები ასეთი ოპერაციების მსვლელობაში. “მატერიალური საშუალებების დეფიციტი, სავარაუდოდ, აიძულებს უკრაინულ ძალებს ეკონომიურად გამოიყენონ საბრძოლო მასალა, ხოლო დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი დახმარების შეფერხება, სავარაუდოდ, გააგრძელებს გაურკვევლობის შეტანას უკრაინის ოპერატიულ გეგმებში და შეზღუდავს მომავალი კონტრშეტევის ოპერაციებისთვის მზადებას”, – აცხადებენ […]
ბათუმში გაიმართა უკრაინის სოლიდარობის აქცია

“სიკვდილი მტერს” – ამ შეძახილით დაიწყო უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა “მაიდანი ბათუმი”. უკრაინელმა აქტივისტებმა მოედანზე გამოფინეს უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი დოკუმენტური ფოტოები. მოაწყვეს ომში დაღუპული უკრაინელი და ქართველი მეომრების ფოტოების სტენდი. აქცია დაიწყო უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ცოცხალი შესრულებით. აანთეს სანთლები და პატივი მიაგეს ომში დაღუპულებს. სოლიდარობის აქციაზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა, […]
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია Believe in Ukraine იმართება. აქციის ორგანიზატორები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები არიან. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შეკრების ერთ-ერთი მიზეზია, პატივი მიაგონ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.
УП: А-50-ის ჩამოგდებას 10 რუსი მფრინავი ემსხვერპლა, მათ შორის 5 მაიორი

Українська правда უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის მიერ ჩამოგდებულ A-50-ის ტიპის რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებიდან 10-ვე მოკვდა. ამავე ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 5 რუსი მაიორი, 3 კაპიტანი, ლეიტენანტი და უმცროსი ოფიცერი. 15 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ აზოვის ზღვის თავზე უკრაინელებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს და საჰაერო მართვის ფუნქციის […]
ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ლოჩოშვილი არ ათამაშეს – კაცნაკლულმა “კრემონეზემ” “პალერმოსთან” ფრეს მიაღწია

სერია B-ს 26 ტურში „კრემონეზესა“ და „პალერმოს“ მატჩი 2:2 დასრულდა. ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ერთმანეთს სერია A-ში დაბრუნების პრეტენდენტები ხვდებოდნენ. კრემონელები მე-16 წუთზე სერნიკოლას გაძევების გამო კაცნაკლულები დარჩნენ, სტუმრები კი 2:0 დაწინაურდნენ. თუმცა მასპინძლებმა შესვენების შემდეგ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და ფრეს მიაღწიეს. მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო. „კრემონეზე“ 47 ქულით მეორე […]
“რესპუბლიკურის მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს”

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. დღეს, გადაწყდა რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება. პრემიერმა განმარტა, რომ უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. 3 წლის […]
თბილისში იმართება მსვლელობა უკრაინის მხარდასაჭერად

„ირწმუნე უკრაინის!“ – ამ მოწოდებით უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე საქართველოში მცხოვრები უკრაინელებმა მსვლელობა გამართეს რუსთაველის ძეგლიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე. აქციის ორგანიზატორების თქმით, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც მრავალწლიანი აგრესიული ომის კულმინაციაა. „ომისა, რომელიც რუსეთმა 10 წლის წინ დაიწყო ყირიმის ანექსიით. ორი წლის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა […]
გადაწყდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ადგილზე, რომელზეც არის და გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი აშენდება

გადაწყდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლადგილზე, რომელზეც არის და გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი აშენდება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა პოზიტიურად, მათთვის სასარგებლო შედეგით წარიმართა. „ძალიან მომზადებული ვიყავით არგუმენტაციის გასამყარებლად. მოტანილი გვქონდა აბსოლუტურად ყველა ექსპერტიზა და დოკუმენტი, რომელიც ჩვენს არგუმენტაციას გაამყარებდა. სრულიად […]