რესპუბლიკური საავადმყოფო აღარ დაინგრევა, ახალი შენობის აშენებამდე – პრემიერი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევის პროექტი შეჩერდა. ქვეყნის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საავადმყოფოს დემონტაჟი და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები შეჩერდება და შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება ვიდრე არ აშენდება ახლი შენობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა რეორგანიზაციას. უახლოეს დღეებში მოვამზადებთ წინადადებს და ამის შემდეგ განისაზღვრება ის, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი. ჩვენი ამოცანა არის, რომ გვჭირდება ახალი […]

რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელზე ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა – იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა: „რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, დიდი ალბათობით, „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა. გარდაუვალი იყო, რომ საერთაშორისო სამართლის ასეთ სერიოზულ დარღვევას, უფრო მეტიც, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ახლო აღმოსავლეთიდან ბალკანეთამდე და აფრიკამდე, გადამდები შედეგები მოჰყვებოდა. ეს არის თამაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი გაჩერდება, შენობა არ დაინგრევა – კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეჩერდება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციისა და შენობის დემონტაჟის პროცესი. კობახიძემ ეს განცხადება 24 თებერვალს, საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა ეცდება, რომ სანამ არ აშენდება საავადმყოფოს ახალი შენობა, არსებული არ დაინგრევა. ახალი შენობა, მისი ცნობით, სამ წელიწადში უნდა აშენდეს. „მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – უახლოეს თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – A-50-ისა და მტრის სხვა თვითმფრინავების განადგურება – უკრაინისა და პარტნიორების კავშირის მუშაობის შედეგია

A-50-ისა და მტრის სხვა თვითმფრინავების განადგურება – უკრაინისა და პარტნიორების კავშირის მუშაობის შედეგია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება A-50-ებს და ჩვენი მტრების სხვა თვითმფრინავებს – ეს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კავშირის, უკრაინისა და პარტნიორების კავშირის შედეგია. ამ კავშირის გარეშე ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, ზოგიერთი […]

ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს გადასცეს

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს გადასცეს. ამის შესახებ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „ალექსეის ცხედარი დედამისს გადასცეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად ითხოვდა. ლიუდმილა ივანის ასული [ნავალნის დედა] სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ წინაა. არ ვიცით, მთავრობა ხელს შეუშლის თუ არა მათ ისე ჩატარებას, როგორც ეს ოჯახს სურს და […]

„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა, მისი პაწაწინა ქალიშვილის კივილი ცას სწვდებოდაო…“ – ვინ არის გოგო, რომელიც ვირუსის გართულების შედეგად დაიღუპა

„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა, მისი პაწაწინა ქალიშვილის კივილი ცას სწვდებოდაო…“ – ვინ არის გოგო, რომელიც ვირუსის გართულების შედეგად დაიღუპა · 96 სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, ვირუსის გართულებით ახალგაზრდა გოგო, ნაია კახაძე დაიღუპა. „ვინ თქვა, შვილმკვდარი დედის დარდს ვერავინ გაიგებსო – როცა შენი ბავშვობის ერთადერთ მეგობარს, შენს სისხლსა და […]

Apple-ი ჭკვიან ბეჭედს ქმნის, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას გააკონტროლებს

Apple ავითარებს ჭკვიან ბეჭედს, რომელიც შეიძლება Apple Watch-ის ალტერნატივა გახდეს და თავის თავზე აიღოს მომხმარებლის ჯანმრთელობისა და საქმიანობის მონიტორინგის ფუნქციები. მსგავსი მოწყობილობა Patently Apple-მა შეერთებული შტატების საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისის მონაცემთა ბაზაში (USPTO) აღმოაჩინა. დოკუმენტის მიხედვით, Apple-ის ახალ პროდუქტს შეეძლება თვალყური ადევნოს მფლობელის გულისცემას, სისხლში ჟანგბადის დონეს, არტერიულ წნევას და სხვა რიგ პარამეტრებს. ასევე […]

ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება – ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის

ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა. მისი თქმით, ჰოსტომელის აეროპორტი არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგობის, არამედ მისი მრეწველობისა და გამომგონებლობის სიმბოლოა. „ჩვენ აქ ვართ, რათა ვთქვათ, რომ ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება. იქნება ფინანსური მხარდაჭერა, […]

ალექსეი ნავალნის დედას შვილის ცხედარი გადასცეს

ალექსეი ნავალნის დედას, ლიუდმილა ნავალნაიას შვილის ცხედარი გადასცეს. ინფორმაციას ნავალნის პრესსპიკერი, კირა იარმიში ავრცელებს. “დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. არ ვიცით შეუშლის თუ არა ხელისუფლება ხელს მის ჩატარებას ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს”. – თქვა იარმიშმა. მანამდე, 23 თებერვალს ასევე ნავალნის პრესსპიკერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამომძიებლებმა ნავალნის დედას, ლიუდმილა ნავალნაიას წაუყენეს ულტიმატუმი, […]

რატომ გადაწყვიტა “თიბისი ჯგუფმა” უზბეკეთში გაფართოება? – ნიკა ქურდიანის განმარტება

ბოლო წლებში, უზბეკეთში ბევრმა ქართულმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება, მაგრამ თავად ამ ტენდენციის ჩამოყალიბება “თიბისი ჯგუფს” უკავშირდება, რომელმაც ამ 36-მილიონიან ქვეყანაში სრულად ციფრული ბანკი, TBC UZ-ი შექმნა და იმდენიც მოახერხა, რომ გაშვებიდან ორი წლის შემდეგ – მოგებაზე გაიყვანა. დღეს, “თიბისი ჯგუფს” ოცი მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომელთა უდიდესი ნაწილი, სწორედ უზბეკეთში არის კონცენტრირებული. მაშ, რატომ გადაწყვიტა “თიბისი […]