“რუსეთის დეპუტატის პირადად დაგვეხმარა…” – ახალი პრორუსული პარტია და მისი კავშირები ფარცხალაძესთან

გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე, ტვ პირველის ინფორმაციით, კრემლთან პირდაპირ ხაზზე მყოფი პრორუსი “ქართველების ერთობა” პოლიტიკური პარტიად ჩამოყალიბდა. პარტიების რეესტრის ერთიანი ამონაწერიდან დგინდება, რომ ახალი პრორუსული პოლიტიკური ხედვების მქონე პარტიის თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია. ჭიქაშვილი მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია, “სოლიდარობა მშვიდობის” თავმჯდომარე იყო, ამ ორგანიზაციის წევრი იყო, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებული, ექს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის […]
თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.
ჩაკვეტაძე პირველ ტაიმში შევიდა შეცვლაზე – “უოტფორდი” სახლში დამარცხდა

ჩემპიონშიფის 34-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ჰადერსფილდთან“ 1:2 დამარცხდა. არადა, “უოტფორდი” თავიდან დაწინაურდა, მაგრამ მაორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 27-ე წუთზე ედუარდ კაიემბეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.8, whoscored 6.6, flashscore 6.3. „უოტფორდი“ 44 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 2 მარტს […]
ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის

ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკვე დავიწყეთ [უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის] სკრინინგის პროცესი. იქ ძალიან ბევრი სამუშაოა, გრაფიკია. მოგიწოდებთ ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოთ. ჩვენი მხრიდან – ჩვენ, ევროკომისია, მარტის შუა რიცხვებში მოგაწვდით მოლაპარაკებებისთვის ზოგად ჩარჩოს”, – […]
წყალტუბო პრაქტიკულად უფუნქციოდ – შეუსრულებელი დაპირებები და 8 მილიარდად შეფასებული ქონება

რა ბედი ეწევა წყალტუბოს – კერძო ინვესტორისგან გამოსყიდული ტერიტორია ამ დრომდე განხილვის საგანია. ჯერ კიდევ პრემიერი ღარიბაშვილი პირობას დებდა, რომ წყალტუბოში საკურორტო პოტენციალი განვითარებოდა და სათანადო საინვესტიციო გარემო შეიქმნებოდა. რა გაკეთდა და რა არ შესრულდა? ამ კითხვით გამოცემა “ბი ემ ჯიმ” აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას მიმართა. ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ 2021 წელს […]
2023 წელს, საქართველომ რეკორდული ღირებულების შოკოლადი იყიდა

საქართველოში შოკოლადის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება. 2023 წელს რეკორდული $88.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც $11 მილიონით, ანუ 14%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს, როცა ქვეყანაში $77.8 მილიონის ღირებულების 21,300 ტონა შოკოლადი შემოვიდა. საინტერესოა, რომ იმპორტის ზრდის დინამიკა გასულ წლებშიც ფიქსირდება – 2017 წლის შემდეგ, მაგალითად, საქართველოში შოკოლადის იმპორტმა ღირებულებით 67%-ით იმატა, მაგრამ 10-წლიან ჭრილში, ზრდა 44%-ია. […]
მიუხედავად იმისა, რომ ელიზბარაშვილი მიუსაფარი ძაღლებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, ამ შემთხვევაში არ არის ობიექტური. მებადება კითხვა, რამე ინტერესი ხომ არ იმალება მისი აგრესიის უკან

მიუხედავად იმისა, რომ ელიზბარაშვილი მიუსაფარი ძაღლებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, ამ შემთხვევაში არ არის ობიექტური. მებადება კითხვა, რამე ინტერესი ხომ არ იმალება მისი აგრესიის უკან ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “თუ ინტრიგანი არ ხარ, როგორ შეიძლება პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს “მკვლელი კანონი” უწოდო. “თუ არ […]
ნოვაკის გადადგომის ფონზე, უნგრეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა

უნგრეთის მმართველმა პარტიამ, ფიდესმა გადამდგარი ყოფილი პრეზიდენტის, კატალინ ნოვაკის ჩამნაცვლებლის კანდიდატად საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი, თამაშ სულიოკი დაასახელა. უნგრეთის პარლამენტი ახალ პრეზიდენტს 26 თებერვალს აირჩევს. პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერის, მათე კოჩიშის თქმით, სულიოკი ერთადერთი კანდიდატი იქნება, რადგან ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი არ დაუსახელებიათ, ხოლო ცალკეული პარტიების მიერ წარდგენილ პირებს 40 დეპუტატზე ნაკლები ემხრობოდათ, რაც 199-კაციან პარლამენტში […]
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადაეცა

ნავალნის გუნდის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადაეცა. „ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას მოითხოვდა. ამჟამად ლუდმილა ივანოვნა სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ არ ვიცით, ჩაერევა თუ არა ხელისუფლება ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს. ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება“, – აცხადებს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში. […]
“ჩვენ უკრაინის გვერდით გამარჯვებამდე ვდგავართ” – ბელგია

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კროომის განცხადებით, ერთადერთი გზა, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს, მისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაა. კიევში. გამარჯვების ერთადერთი გზა ჩვენი სამხედრო დახმარების გაზრდაა. როგორც პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ჩვენ ამ ომს ერთად მოვიგებთ. ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და გამარჯვებამდე ვდგავართ“, – წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ დე კროო X-ზე.