მამუკა მდინარაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. აგრეთვე, ლგბტ პროპაგანდის […]

შალვა პაპუაშვილი – „ენჯეოებისგან“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა – შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „დროას“ ,რომელიც ხან პარტიაა, ხან არასამთავრობო ორგანიზაცია

ჩვენ გვესმის „ენჯეოებისგან“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ზუსტად ამ ნარატივს ატარებენ, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა. შეგახსენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „დროას“ რომელიც თავის იდენტობაში ვერ ჩამოყალიბდა და ხან პარტიაა, ხან არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვადასხვა ასეთ ორგანიზაციებს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, […]

ირაკლი კობახიძე – 4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ UFC-ის ქამარი იქნებოდა რუსთავში და ქამარს ქალაქში ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია

4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარი იქნებოდა რუსთავში და ქამარს ამ ქალაქში ჩამოიტანდა ეს არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, სპორტის სასახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაური სპორტის სასახლეში UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად მივიდა. პრემიერის თქმით, რუსთავი გამორჩეული ქალაქია, ღირსეული, ნიჭიერი […]

Tesla ჩინეთში წარმოებულ Model Y-ზე ფასებს ზრდის

1-ელი აპრილიდან ავტომწარმოებელი Tesla ჩინეთში აწყობილ Model Y-ზე ფასებს გაზრდის, – ინფორმაცია კომპანიამ Reuters-ს დღეს დაუდასტურა. ავტომწარმოებლის ცნობით, Model Y-ის ფასები ჩინეთში 5 000 იუანით გაიზრდება, თუმცა მანამდე, 22 მარტიდან, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ამავე მოდელის ფასები, საშუალოდ, 2 000 ევროთი მოიმატებს. კომპანიამ გასულ კვირას ამავე მოდელზე აშშ-ში ფასის 1 000 დოლარით ზრდაც დააანონსა. აღსანიშნავია ისიც, […]

გზის პირას ხალხმა რომ აღარ იცეკვოს, კამბოჯაში მანქანის მუსიკალური სიგნალი აიკრძალა

კამბოჯის პრემიერმინისტრმა, ჰუნ მანეტმა მანქანების მუსიკალური სიგნალების აკრძალვის შესახებ გასცა ბრძანება მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს როგორ ცეკვავს ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდები და ბავშვები, გზებზე ან გზების პირას სატვირთო მანქანების რითმულ სიგნალებზე. ჰუნ მანეტმა, რომელმაც პრემიერის პოსტი მამის, ჰუნ სენის 38-წლიანი მმართველობის შემდეგ შარშან დაიკავა, მოუწოდა საზოგადოებრივი სამუშაოების და ტრანსპორტის სამინისტროსა და […]

საფრანგეთის კონკურენციის სააგენტომ Google €250 მილიონით დააჯარიმა

საფრანგეთში კონკურენციის მარეგულირებელმა უწყებამ Google €250 მილიონით დააჯარიმა – მიზეზი კომპანიის მიერ სხვადასხვა მედიასააგენტოს კონტენტის უნებართვო გამოყენებაა, რაც ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების წესების დარღვევად ითვლება. საქმე ისაა, რომ Google-მა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი Gemini-ის (იგივე Bard-ი) “გასაწვრთნელად” სხვადასხვა გამომცემლობის მასალები ისე გამოიყენა, რომ თავად მედიასააგენტოები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. მარეგულირებლის ინფორმაციით, Alphabet-ის შვილობილი კომპანია პირობას […]

მსოფლიოში ხილის უმსხვილესი ექსპორტიორი ესპანეთია – Vgraphs

ბიზნეს და ეკონომიკური ვებსაიტი Vgraphs მსოფლიოში უმსხვილესი ხილის ექსპორტიორების სიას აქვეყნებს, რომლის სათავეშიც ესპანეთია. სამეულშია ეკვადორი და ნიდერლანდები. Vgraphs-ის მონაცემებით, ესპანეთის წლიური ხილის ექსპორტი 8 079 618 ტონაა; ეკვადორის – 7 560 507 ტონა, ნიდერლანდების – 5 686 368 ტონა. მსოფლიოს ხილის უმსხვილეს ექსპორტიორების ათეულში მერვე ადგილზეა თურქეთი, რომელსაც 4 462 858 ტონა ხილი გააქვს […]

„Google-ს და Apple-ს ტექნიკურად შეუძლიათ გამორთონ ყველა სმარტფონი რუსეთში, ამ შემთხვევაში გაჯეტები „აგურებად“ გადაიქცევა“

Google-სა და Apple-ის კორპორაციებს ტექნიკურად შეუძლიათ გამორთონ ყველა სმარტფონი რუსეთში, ამ შემთხვევაში გაჯეტები გადაიქცევა „აგურებად“, მაგრამ თავად მწარმოებლებისთვის ეს სავსეა რეპუტაციული ზიანით – ამის შესახებ ციფრული ცენტრის ხელმძღვანელი სერგეი კუზმენკო აცხადებს. ამ კვირის დასაწყისში, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანტონ გორელკინმა Telega Reality არხთან ინტერვიუში თქვა, რომ იგი აღიარებს, გარკვეულ სცენარში, რომ ამერიკულ კომპანია Apple-ს შეუძლია გამორთოს […]

გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის მოსახლეობას მეტროსადგურების გაფართოებაზე უარი უთხრა – თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროთი დაკავშირება არის ერთადერთი სწორი გზა

10 – დღიანი სიჩუმის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის მოსახლეობას მეტროსადგურების გაფართოებაზე უარი უთხრა – იმიტომ, რომ ეს პროექტი ვერ აკმაყოფილებს მათ ორ მთავარ კრიტერიუმს: საარჩევნოდ ლენტის გაჭრას კალაძის მიერ და კორუფციით ფულის სწრაფად შოვნის შესაძლებლობას , – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე შეფასებით, თბილისისა და რუსთავის მიწისზედა მეტროთი […]

თსსუ-ში ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის, ავთანდილ ბაქრაძის საჯარო ლექცია „ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიაში“ გაიმართა

2024 წლის 18 მარტს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა, სტომატოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა ავთანდილ ბაქრაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიაში“. ლექცია განკუთვნილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, აკადემიური პერსონალისთვის, რეზიდენტებისთვის და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი; ვიცე-რექტორები, პროფესორები: ზურაბ ვადაჭკორია და სოფიო ბახტაძე; სტომატოლოგიის […]