ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთის, შვეიცარიის, ბელგიისა და კანადის საელჩოების მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეების წახალისების მიზნით, მრავალფეროვანი კონკურსები ჩატარდა, რომელთა გამარჯვებულების […]
ანა წითლიძე – საქართველომ ქართველი ხალხის ბრძოლით კანდიდატის სტატუსი მიიღო და მე ამით ვამაყობ, მაგრამ არ ვამაყობ საქართველოს ხელისუფლებით, ოლიგარქიული სისტემით, რომელიც 2012 წლის შემდეგ მივიღეთ

საქართველომ ქართველი ხალხის ბრძოლით კანდიდატის სტატუსი მიიღო და მე ამით ვამაყობ, მაგრამ არ ვამაყობ საქართველოს ხელისუფლებით, ოლიგარქიული სისტემით, რომელიც 2012 წლის შემდეგ მივიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2012 წლამდე საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა იყო და დღეს დიდი გამოწვევის […]
„კომპანიების 95%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დადებითი გავლენა ექნება მათ ბიზნესზე“ – გიორგი პერტაია

„კომპანიების 95%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დადებითი გავლენა ექნება მათ ბიზნესზე“, – ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპალატის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება: ბიზნესის პერსპექტივები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი პერტაია, როგორც ევროპალატის გაფართოებისა და სამეზობლო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, პირველ პლენარულ დისკუსიაზე მოხსენებით წარდგა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ბიზნეს-პერსპექტივებზე ისაუბრა. სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა […]
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს ჩინეთიდან ნივთების გამოწერას დაჰპირდა და თანხა მიითვისა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს ერთ პირს, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით მოქალაქეების დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაჰპირდა, თუმცა ნივთები არ გამოწერა და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა. პროკურატურის ცნობითვე, სამართალდამცველებმა იგი 20 მარტს დააკავეს. […]
ენუქიძე: ვიძახით, რომ ხალხს შივა… თბილისი რომ გაივსო მანქანებით, წყლით დადიან?

ვიძახით, რომ ხალხს შივა – შივა მართლა ბევრს. ჟურნალისტებმა არ გადამიკეთოთ მერე სხვა რამეში. ხალხს ძალიან უჭირს – კი ბატონო, მაგრამ, ეს თბილისი რომ გაივსო ამ მანქანებით, წყლით დადის ეს მანქანები? თუ რა არის ვერ გავიგე. მე ჩემი კომპანიების მაგალითზე გეტყვით, როგორც კი მუშაობას დაიწყებს ვინმე სადმე, იმ წუთში ბანკისთვის ცნობას იღებს და გარბის მანქანის […]
მოქალაქეებს FB-თი ავეჯის და ტექნიკის გამოწერას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შექმნილი გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაპირდა. თუმცა, ნივთების გამოწერა არ უზრუნველყო და 14 მოქალაქის კუთვნილ […]
ბოდიშს არ მოვიხდი – ტრამპის სიძეზე კითხვის გამო, ალბანეთის პრემიერმა ჟურნალისტს ხელი ჰკრა

ალბანეთის პრემიერმინისტრმა, ედი რამამ უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო პროექტების შესახებ დასმული კითხვის გამო ქალ ჟურნალისტს ხელი ჰკრა. როგორც სამშაბათს, 19 მარტს გამართული პრესკონფერენციის კადრებში ჩანს, რამა ალბანური ტელეარხის, Syri TV-ის რეპორტიორს სახეზე ხელით შეეხო და უბიძგა, შემდეგ კი პრესკონფერენცია დატოვა. მეტამ ადგილობრივ მედია BIRN-ს უთხრა, რომ […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 21 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 21 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ხომლელის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ნინო თოიძის, ნატო გიორგაძის და აზა ადამიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 20 მარტის ვაჭრობის შედეგები

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.22 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.57 თეთრით. 20 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7106 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9383 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი – 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.95 […]
რუსეთის მტკიცებით, ბელგოროდის სოფელი კოზინკო დივერსანტებისგან სრულად გაწმინდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბელგოროდის ოლქის სოფელი კოზინკო დივერსანტებისგან სრულად გაწმინდეს. “ბელგოროდის მიმართულებით რუსულმა ქვედანაყოფებმა სრულიად გაწმინდეს უკრაინელი ბოევიკების ნარჩენებისგან კოზინკის დასახლებული პუნქტი და აგრძელებენ ღონისძიებებს, რათა არ დაუშვან უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსანტული-სადაზვერვო ჯგუფების სასაზღვრო ტერიტორიაზე შეღწევა.” – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მოკლულია 650-მდე დივერსანტი. ბოლო დღეებში ეს პირველი შემთხვევა არაა, […]