რუსეთი და უკრაინა სასაზღვრო რეგიონებში საჰაერო თავდასხმების შესახებ იტყობინებიან

რუსეთი და უკრაინა, თავიანთ სასაზღვრო რეგიონებში საჰაერო თავდასხმების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ორივე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჰაერო თავდასხმების გამო, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტები და დრონები უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის, კურსკისა და ვორონეჟის რეგიონებში. დრონები ასევე ჩამოაგდეს რუსეთში უფრო ღრმად, სარატოვის ოლქში. იმავდროულად, […]

ისრაელმა “ჰეზბოლას” სამიზენეებზე იერიში სირიაში მიიტანა

სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 19 მარტს, ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად რამდენიმე სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. “სირიის საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა ისრაელის “რაკეტები და ჩამოაგდო ზოგიერთი მათგანი”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ასევე ამბობს, რომ იერიშს მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ზიანი მოჰყვა. სირიის შეიარაღებული ძალებიდან ორმა წყარომ საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ ისრაელის სამიზნე ირანის მიერ […]

ზურაბ ჯაფარიძე – 4-5 წელში, შანსი გვაქვს გავხდეთ ევროკავშირის წევრი – „ალდეს“ აქვს ამბიცია, უზრუნველყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა, 2029 წლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ

სულ რაღაც 4-5 წელში, შანსი გვაქვს გავხდეთ ევროკავშირის წევრი – „ალდეს“ აქვს ამბიცია, უზრუნველყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა, 2029 წლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ , – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მან აღნიშნა, “ალდე” დღეს არის ევროპარლამენტში სიდიდით მესამე ჯგუფია და […]

ირაკლი ანთაძე – ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა

თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა, – ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში გამართული რიგით 118-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა. როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხად […]

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას – რომელი ქვეყანაა, რომელიც მოგწონთ და იქ მიგრაცია არ არის? წელიწადში, 9,4 მილიონამდე მოქალაქე ტოვებს ამერიკას და ამისთვის შეგიძლიათ აშშ-ის მთავრობა გააკრიტიკოთ?

რომელი ქვეყანაა, რომელიც მოგწონთ და იქ მიგრაცია არ არის? წელიწადში, დაახლოებით, 9,4 მილიონი მოქალაქე ტოვებს ამერიკას და ემიგრაციაში მიდის და ამისთვის შეგიძლიათ ამერიკის მთავრობა გააკრიტიკოთ? – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერებს საქართველოში მიგრაციაზე საუბრისას. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიგრაცია საერთაშორისო პრობლემაა და საქართველოში ოპოზიცია იმიტომ უსვამს ამ პრობლემას ხაზს, რომ […]

რუსთავში ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა. კომპლექსის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია. ,,დღეს რუსთავში დიდი დღეა, ქალაქს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი. სპორტის […]

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა

მადლობას ვუხდი ინდოეთის პრემოერ-მინისტრს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “სატელეფონო საუბარი მქონდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ნარენდრა მოდისთან. მადლობას გიხდით უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისთვისა და იდოეთის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობისთვის მრჩევლების დონეზე შეხვედრებში”, – წერს ზელენსკი. უკრაინის […]

ენჯეოებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა

ენჯეოებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა ჩვენ გვესმის ენჯეოებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ზუსტად ამ ნარატივს ატარებენ, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა. შეგახსენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „დროას“ რომელიც თავის იდენტობაში ვერ ჩამოყალიბდა და ხან პარტიაა, ხან არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვადასხვა ასეთ ორგანიზაციებს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა […]

„ნაციონალურმა მოძრაობამ” და რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ” და რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რადიკალური ოპოზიციიდან საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი […]