საქართველოს ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას და ბანკის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას, რომელიც ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში, აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში გაიმართა, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. „მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ ქვეყანაში დაფინანსებული […]
კობახიძე: აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს, იმედია, გვექნება პროგრესი

ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია; ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი; ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს; ეს არის პირდაპირი ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს […]
ბელგოროდი კვლავ დაიბომბა, ცნობების მიხედვით, დაშავდა ხუთი ადამიანი

ქალაქი ბელგოროდი კიდევ ერთხელ დაიბომბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ იერიშები Vampire-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტებით მიიტანეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დაშავდა ხუთი ადამიანი. 21 მარტის დილით, მოსკოვის დროით 8:00-ზე ბელგოროდსა და ამ რეგიონში საჰაერო განგაში ჩაირთო. მცირე ხნის შემდეგ BAZA-მ გაავრცელა ცნობა, რომ დაზიანდა ორი მრავალსართულიანი სახლი და “ბელგოროდ არენას” ფასადი. რუსეთის […]
მომხმარებლებს მენიუს ქართულ ენაზე არ სთავაზობდნენ – ბათუმში 6 კაფე დააჯარიმეს

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არსებული 6 კვების ობიექტი მას შემდეგ დააჯარიმა, რაც გაფრთხილების მიუხედავად, ისინი განაგრძობდნენ სტუმრების მომსახურებას არასახელმწიფო ენაზე და მომხმარებლებს მენიუს ქართულ ენაზე არ სთავაზობდნენ. ჯარიმის გადახდა დაეკისრა შემდეგ კვების ობიექტებს: · ი/მ მარია კალუსტიანს – 600 ლარი; · შპს დარიას – 1 088.27 ლარი; · ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს – 600 ლარი; · […]
ხუან ჟესუსი: რასისტები უტვინოები არიან

რამდენიმე დღის წინ, “ინტერისა” და “ნაპოლის” (1:1) მატჩის დროს “პარტენოპეის” ცენტრალური მცველის ხუან ჟესუსის თქმით, “ნერაძურის” ფეხბურთელმა ფრანჩესკო აჩერბიმ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან დაკავშირებით “პარტენოპეის” ბრაზილიელმა მოთამაშემ დამატებითი კომენტარი გააკეთა. “რასიზმი გუშინ არ დაწყებულა. ამ პრობლემას დიდი ხანია ვებრძვით, თუმცა უშედეგოდ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ შავკანიანებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც თეთრკანიანები. ყველანი ღმერთის შექმნილები […]
ორ თვეში საქართველოს საზღვარი 77 700-მდე ტრაილერმა გადაკვეთა – ბიუჯეტში ₾27.2 მლნ-მდე შევიდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 27 190 864 ლარი შევიდა, 2023 წლის პირველ ორ თვეში კი 24 011 352 ლარი. 2024 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში […]
5 აპრილს ნიკოლ ფაშინიანი ურსულა ფონ დერ ლაიენს და ენტონი ბლინკენს შეხვდება

სომხეთის განვითარების გზების განსახილველად 5 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. 2023 წლის 5 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გრანადაში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
საქართველო ფორმაშია — საქართველოს ბანკის შეთავაზებები ისტორიულ მატჩზე საგულშემატკივროდ

„საქართველო ფორმაშია“ — ალბათ თბილისის ქუჩებში ბევრგან შეხვდებით ამ წარწერას. ეს საქართველოს ბანკის საფეხბურთო კამპანიის სლოგანია, რომლითაც ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი და ქომაგი, ისტორიული მატჩების საგულშემატკივროდ მოგვიწოდებს. დღეს, 21 მარტს, 21 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრა გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და გვაძლევს შანსს 2024 […]
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

khaleej times-ის ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. დღევანდელი მონაცემებით, ერთი გრამი ოქროს ღირებულებამ 5Dh-ით მოიმატა. Dubai Jewellery Group-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ ერთი გრამი ძვირფასი ლითონი ოთხშაბათს 261.75 DH-ად (193.19 ლარი) ივაჭრებოდა, ხოლო ხუთშაბათს გრამი ოქროს ფასმა 266.75 Dh (196.88 ლარი) შეადგინა. ცნობისთვის, 12:40 საათის მონაცემებით, გლობალურ ბაზარზე, უნცია ოქროს ღირებულებამ $2202 შეადგინა.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი კიევში – ნატო და უკრაინა ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც არასდროს – შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯ-ყვითელი დროშა ნატო-ს შტაბ-ბინაში

ალიანსის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირი, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რობ ბაუერი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩემი ვიზიტი – ნატო-ს პირველი სამხედრო დელეგაცია, რომელიც უკრაინას ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეწვია – იმის დასტურია, რომ ნატო და უკრაინა ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც არასდროს“, – განაცხადა რობ ბაუერმა. ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, […]