პარტია „ლელომ“ გორში რეგიონული ოფისი გახსნა

პარტია „ლელომ“, დღეს, გორში რეგიონული ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს. როგორც „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ცვლილებები კარზე მომდგარია. „დღეს გავხსენით გორის რეგიონული ოფისი, რომელსაც უხელმძღვანელებს ძალიან მაგარი ქართველი კაცი, გელა შარვაშიძე. ძალიან მიხარია ეს ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა უერთდება ჩვენ მოძრაობას. ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რომ ცვლილებები […]

Air Astana საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდის

16 მარტიდან Air Astana თბილისსა და ალმათას შორის კვირაში 4 სიხშირით ოპერირებს. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია ფრენებს ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას განახორციელებს, ხოლო მაისიდან სიხშირეებს კვირაში 6 რეისამდე გაზრდის და არსებულ განრიგს ფრენები დაემატება ორშაბათობით და სამშაბათობით. ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში Air Astana ფრენები ალმათის და თბილისს განხორციელდება ყოველდღიურად. ივნისიდან ასევე იგეგმება სეზონური ფრენების აღდგენა […]

გიორგი მიქაუტაძეს მეცსი თვეში €125 000-ს უხდის, რაც კლუბის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასია – europop

პარიზულმა გამოცემა L’EQUIPE-მა ლიგა 1-ის ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასები გასააჯაროვა. მეცს, რომელიც თავის მოთამაშეებს, როგორც წესი, 100 000 ევროზე მეტ ხელფასს არასდროს უხდიდა, გამონაკლისი 23 წლის გიორგი მიქაუტაძის შემთხვევაში დაუშვა. ამის შესახებ europop-ი წერს. კლუბში იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელის მოზელის ნაპირებზე დაბრუნებით, საფრანგეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩებიან. გამოცემის ცნობით, ქართველის ყოველთვიური ხელფასი მეცში 125 ათას […]

თუ რაიმე არის საქართველოში გაუმჭვირვალე, ეს არის NGO-ების დაფინანსება

„არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობაში ყოფნა არის შეუძლებელი და ზუსტად ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ იყო საჭირო იმ კანონის მიღება, რომელიც ასე წარმატებით მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში კანადაში, ბრიტანეთში” – განაცხადა მედიასთან საუბარი პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი სრულიად გაუმჭვირვალეა. “თუ რაიმე არის საქართველოში გაუმჭვირვალე, ეს არის NGO-ების […]

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება

21 მარტს ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ბრიუსელში საგაზაფხულო სამიტს მართავენ. ორდღიანი შეხვედრის მთავარი თემებია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა და ევროპის სამხედრო მრეწველობის გაძლიერება. სამიტში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტის მონაწილეებს ტელეხიდის საშუალებით მიმართავს. გასულ შაბათ-კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ საერთო სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ხუთ მილიარდ […]

შსს: კაცმა ცოლი და მისი ნათესავი 14 წლის ბავშვი დაჭრა

ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 46 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცმა დაჭრა ცოლის ნათესავი, 14 წლის არასრულწლოვანიც. შემთხვევა კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მოხდა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე – 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი – 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან […]

კოვიდ19-ის ვაქცინის მწარმოებელი კომპანია კიბოს სამკურნალო წამლის გამოშვებას აპირებს

შემოსავლების სწრაფი ვარდნის შემდეგ, გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech იმედებს კიბოს სამკურნალო წამლის გამოშვებაზე ამყარებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. კომპანიამ, რომელმაც Pfizer-თან თანამშრომლობით კოვიდ-19-ის ვაქცინა შექმნა, 20 მარტს განაცხადა, რომ 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანიის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა და კომპანიის სრული ძალისხმევა ამიერიდან კიბოს საწინააღმდეგო წამლის შემუშავებაზე გადავა. კომპანია ქალაქ მაინცში მდებარეობს. მათ მიერვე გამოქვეყნებული მონაცემების […]

“გვსურს, სტარტაპებისთვის გიორგი ტუხაშვილის სახელობის ჯილდო დავაწესოთ” – კოლინ დონოჰიუ

ერთ-ერთი წამყვანი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Kernel-ის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედგა. ამიერიდან, Kernel-ის დირექტორის თანამდებობას Startup Grind Tbilisi-ის ყოფილი დირექტორი, კოლინ დონოჰიუ დაიკავებს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად ამერიკელი ანტრეპრენიორი, კრის ბერი დაინიშნა. Kernel-ის დირექტორის ცვლილება მას შემდეგ გახდა გარდაუვალი, რაც კომპანიის მმართველი პარტნიორი, გიორგი ტუხაშვილი ტრაგიკულ ვითარებაში გარდაიცვალა. როგორც Kernel-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, კოლინ დონოჰიუმ BMG-სთან […]

“Rooms-ის სასტუმროებში დამსვენებლების უმეტესობა ამერიკიდანაა” – ჩეხერია

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებს, რომ Rooms-ის სასტუმროები, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ძირითადად მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით არის დატვირთული. “დამსვენებლებს შორის პირველ ადგილზე აშშ-იდან ჩამოსული ტურისტები არიან. მერე მოდიან ბრიტანელები, გერმანელები, ავსტრიელები და ა.შ. შემდეგ უკვე პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ნამდვილად არიან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, ძველ ფასს მაინც ვერ ვუბრუნდებით, ეს კი იმას […]

საგარეო საქმეთა სამინისტრო – ცესკო საგარეო სამინისტროსთან ერთად გეგმავს, აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საგარეო სამინისტროსთან ერთად გეგმავს აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამასთან, უწყების ცნობით, საკონსულო თანამდებობის პირები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრაზე, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებულად გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, […]