სალივანი: აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტი “უკრაინაში ჩავა”

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 20 მარტს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარების პაკეტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ნაწილი ბლოკავს, “უკრაინაში ჩავა” და პირობა დადო, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა გაგრძელდება. უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების პაკეტი, გასული წლის ბოლოდან მოყოლებული კონგრესშია გაყინული. “ჩვენი პერსპექტივიდან, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამას გავაკეთებთ. ჩვენ მივიღებთ ამ დახმარებას უკრაინისთვის” […]
არც ჭურვები და არც სხვა სამხედრო დახმარება უკრაინისთვის – უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიცია უცვლელია

ვიშეგრადის ჯგუფის (V4) – ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 21 მარტს პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო სამართალს და ისინი მხარს უჭერენ უკრაინას საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში. „ეს სწორედ ისაა, რაც ამ მომენტში ჩვენ გვჭირდება. ჩეხეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ V4 ჩვენ ქვეყნებს შორის დიალოგისა და კონტაქტების […]
DRI ენგურის ხიდზე სატვირთო მანქანების საიდუმლო გადაადგილების შესახებ იუწყება

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) ეჭვს გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის შესაძლო გამოყენებაზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით. DRI-მ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, მათი საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა. ორგანიზაციის საკონტაქტო პირების ინფორმაციით, მანქანების ნაწილს […]
ილია თოფურიას, დღეს, ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ

სპორტსმენ ილია თოფურიას, დღეს, ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7060 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7060 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7060 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9544 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9383 ლარს შეადგენდა. […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7060 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7060 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7060 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9544 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9383 ლარს შეადგენდა. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მარტს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ქანდა, ციხისძირი, ქსანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, გმირის, აღმაშენებლლის, მუხრანის, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 17:00 […]
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იტალიური კომპანიის TRE-Altamira-ს დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერებს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი იტალიური კომპანიის TRE-Altamira-ს დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, პაოლო ფერარის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერებს შეხვდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სპეციალისტები ესწრებოდნენ. იტალიელმა მეცნიერებმა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, დისტანციური ზონდირების InSAR ტექნიკის გამოყენებით ბუნებრივი საფრთხეების კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. […]
მამუკა მდინარაძე – ჩვენ კანონს არ მივუბრუნდით და რა ხდება იქით მხარეს?!- კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ფინანსები – რაღაცის გამართლების, „გაპრავების“ მცდელობა მიდის

შარშან ჩვენ ვთქვით, რომ კანონს არ მივუბრუნდებით და მათ თქვეს, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალეა [ენჯეოების დაფინანსება] და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება – ჩვენ კანონს არ მივუბრუნდით და რა ხდება იქით მხარეს?!- კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ფინანსები, კიდევ უფრო არ ვიცით, სად მიდის ეს თანხები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ […]
რელიგიათა საბჭოს წევრები ადიგენში მუსლიმებზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოხატავენ ადიგენში სალოცავად შეკრებილ მუსლიმ მრევლზე თავდასხმის, მათდამი შეუწყნარებლობისა და შეურაცხყოფის გამო. ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველოში დაცული უნდა იყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები და აცხადებენ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლების მიღმა, არავის უნდა შეეშალოს ხელი შეკრებაში, ლოცვის, რიტუალებისა და […]