BBC: ავღანეთში ბანკის წინ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 21 ადამიანი

ავღანეთში ქალაქ ყანდაარში თვითმკვლელმა ტერორისტმა ბანკის წინ თავი აიფეთქა. როგორც ავღანეთის რეგიონალური ჰოსპიტალის ერთ-ერთმა ექიმმა ანონიმურობის დაცვით BBC-ის უთხრა, აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე ადამიანი კი დაშავდა. თალიბანის მთავრობა კი აცხადებს, რომ მომხდარს მხოლოდ 3 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის თქმით, დანარჩენი ადამიანები დაშავებულნი არიან. ქალაქის ცენტრში მდებარე ბანკის წინ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ადგილობრივი დროით 08:00 […]

2024 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში სიგარეტი სადა შეფუთვით შემოვა

2024 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე, კერძოდ სიგარეტზე სადა შეფუთვით იმპორტის შესახებწესი ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ პროდუქციაზე ბრენდების ლოგოები, განმასხვავებელი ფერები და აღწერები აღარ იქნება განთავსებული. ბრენდის სახელი შეფუთვაზე უნიფიცირებული შრიფტით იქნება დაწერილი, ხოლო შეფუთვის ფერი და იერსახე სტანდარტიზებულად ერთნაირი იქნება. სადა შეფუთვის მოთხოვნა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მარეგულირებელ ნორმას, რომელიც თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ […]

„ფორმა 100“-ის შევსება ხმით – საქართველოში მოქმედ კლინიკებს AI-ის ახალ სისტემას შესთავაზებენ

ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტი საქართველოშიც აქტუალური ხდება. ერთ-ერთ ასეთ პროექტზე მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია მუშაობს. ლაბორატორიის დამფუძნებლის რატი სხირტლაძის განმარტებით, საუბარია პროდუქტზე Speech To Text, რომელიც ხმის ტექსტად ტრანსფორმაციას გულისხმობს და რომლის „გაქართულებაზე“ მუშაობა დაწყებულია. „ესაა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი მედიცინაში, რადგან ექიმები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ დოკუმენტაციის შედგენაში. გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ექიმებისა და […]

FED-მა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (FED) მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5.5%-იან ნიშნულზე დარჩა. საერთაშორისო მედია წერს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შეჩერება აშშ-ში ინფლაციის დონის შემცირებასთანაა დაკავშირებული და გავლენას მოახდენს, ამ მიმართულებით, ევროპის, ბრიტანეთის, ავსტრალიის და კანადის ცენტრალური ბანკების სამომავლო გადაწყვეტილებებზე. აშშ-ის ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებსა და […]

ლაშა ხუციშვილმა ADB-ის დირექტორთა საბჭოს ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი ღონისძიებები გააცნო

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ქართული დელეგაციის წევრებმა აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებს წარუდგინეს პრეზენტაცია, საქართველოში ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ ტომპსონი, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელი, ასელ ჯუსუპბეკოვა, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს მრჩეველი დევიდ გარიგოს-სოლივა. დირექტორთა […]

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის საჯარო პანელი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსური განათლების პლატფორმა “ფინედუს” ორგანიზებით, ასევე ბაზისბანკის, სხვა საფინანსო ორგანიზაციების და უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობითა და მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტმა ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში საჯარო პანელს უმასპინძლა – “დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი”. ღონისძიებაზე, საჯარო პანელის სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს და ისაუბრეს კიბერსაფრთხეებზე, მათგან თავდაცვის გზებსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში კარიერის პერსპექტივებზე. მიმოიხილეს ფინანსური […]

ნავალნის დედას უარი უთხრეს სარჩელზე მისი ვაჟისთვის არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ

კოლონიაში გარდაცვლილი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დედას სასამართლომ უარი უთხრა სარჩელზე მისი ვაჟისთვის არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა ნავალნის თანამებრძოლმა ივან ჟდანოვმა. ქალაქ ლაბიტნანგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლუდმილა ნავალნაიას უფლებები არაფრით დაურღვევიათ ხარპის კოლონიის თანამშრომლებს, სადაც გარდაიცვალა ნავალნი. სასამართლოს თანახმად, მოსარჩელე მხოლოდ თავად ალექსეი ნავალნი შეიძლება ყოფილიყო. „ალექსეიმ ბევრჯერ შეიტანა სარჩელი კოლონიაში სამედიცინო […]

გორმა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტმა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშობა დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის ცნობით, პირველად, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, განვითარების სტრატეგიის შექმნაზე საჯარო და კერძო სექტორი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები ერთობლივად იმუშავებენ. „პირველი სამუშაო შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში უკვე გაიმართა. სამუშო ჯგუფის წევრები ევროპის საბჭოს მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ მეთოდოლოგიაზე „Civil Participation Tools“ – ზე დაყრდნობით შეფასდნენ და შეირჩნენ. მუნიციპალიტეტს […]

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის” ფორმატში, სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა, „მინისტრის საათის” ფორმატში, სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს. ზაზა შავაძე სამინისტროს საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენებით წარსდგა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მომხსენებელმა, გასული სამეურნეო წლის შეჯამების შემდეგ, მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ზაზა შავაძის განცხადებით, უწყების 2024 წლის ბიუჯეტი 32 მილიონს აჭარბებს, რომლის ფარგლებში, […]

მორიგი ანტიპიარი წალენჯიხის მერიის წინააღმდეგ – “კარგია, რაც მეტ კითხვას დაგვისვამენ, მით მეტი საშუალება გვექნება პასუხის გაცემის”

წალენჯიხაში, რამდენიმე კვირის წინ, ძლიერმა ქარმა 200–მდე სახლს გადახადა სახურავი. 18–19 მარტის მდგომარეობით, დაზარალებულებს დახმარების თანხა ჩაერიცხათ, თანხის საერთო ოდენობაა – 213 055 ლარი. წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ვანო ბურდული: 200–მდე სახლის სახურავი დააზიანა ქარმა, ზოგი მთლიანად დაზიანდა, ზოგი – ნაწილობრივ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კომისიამ იმუშავა მაქსიმალურად სწრაფად, მოიძია ოჯახები, თითოეული მათგანის ზარალი შეაფასა მაქსიმალურად ზემიწევნით, […]