DRI: გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საკონტაქტო პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გასულ კვირას გალის რეგიონში, ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა. ორგანიზაციის ცნობით, მანქანების ნაწილს ენგურის ხიდამდე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის (ე.წ. გაის) მანქანები აცილებდნენ. “სატვირთო მანქანები ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოსკოვის დროით საღამოს 7 საათის შემდეგ […]
ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასხმარებლად გამოყენებას განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები, მიმდინარე სამიტზე, რუსული გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად შესაძლო გამოყენების გზებს განიხილავენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების ინიციატივა ევროკომისიას ეკუთვნის. ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის გაყინული აქტივების 90%, ევროკავშირის მიერ მართული საფინანსო ფონდის მიერ, უკრაინისთვის იარაღის შესასყიდად უნდა გამოიყენონ. კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია, დაახლოებით, 2.5-3 მილიარდ დოლარის […]
ქომაგების დიდი რიგი – რა ხდება თბილისის ქუჩებში ამ დროისთვის [VIDEO]

ისტორიულ მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩება, თბილისის დროით 21:00 საათზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ლუქსემბურგს უმასპინძლებს. გულშემატკივრებმა “დინამო არენამდე” მსვლელობა მოაწყეს, გთავაზობთ ვიდეოს. ვიდეო: სპორტმიამბე
ოპოზიცია ისეთ საკითხებშიც კი არ არის ადეკვატური და უცხო ძალების ინტერესებს ატარებს, რაც ამ ქვეყნის მომავალს ეხება -„ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც ეს მოხდა
ოპოზიცია ისეთ საკითხებშიც კი არ არის ადეკვატური და უცხო ძალების ინტერესებს ატარებს, რაც ამ ქვეყნის მომავალს ეხება -„ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც ეს მოხდა „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უსამშობლო ადამიანები არიან. მათგან თითქოს აღარაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა ამას მაინც ახერხებენ“, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. ზაალ მიქელაძემ „ევრონესტის“ რეზოლუციასთან […]
საქართველოდან სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა – სოზარ სუბარი

საქართველოდან სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა – სოზარ სუბარი პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, როგორმე ქვეყანას ავნოს. სუბარი სანქციების გვერდის ავლის საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში არცერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. „საქართველოდან სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეს დაადასტურა საერთაშორისო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ამერიკის, ბრიტანეთისა […]
“ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ” – ქართული ბიზნესის შესაძლებლობები EU-ის ბაზარზე

“ევროპული ბიზნეს ასოციაციის” თავმჯდომარე ჯონ ბრაეკველდტის მოსაზრებით, საქართველომ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესი უნდა დააჩქაროს, რათა ბიზნესმა EU-ის ბაზარზე გასვლა შეძლოს. როგორც მან BMGTV-ის ეთერში განაცხადა, როდესაც ქართულ კომპანიებს ევროპულ ბაზარზე გასვლა შეეძლებათ, ეს ნიშნავს 500 მილიონ ადამიანთან წვდომას. “ევროპული ბიზნეს ასოციაციის დაარსების შემდეგ, ჩვენი მიზანი იყო კომპანიებისთვის დაბრკოლებები დაგვენახებინა და დავხმარებოდით მათ ამ დაბრკოლებების გადალახვაში. დასაწყისშივე […]
ევროკომისიის დოკუმენტი – ევროკავშირში გაწევრიანება სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებას მოითხოვს და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს

ევროკავშირში გაწევრიანება სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებას მოითხოვს და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს. ამის შესახებ გაფართოებამდე რეფორმებისა და პოლიტიკაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია. ევროკომისიის პრესსამსახურის თანახმად, აღნიშნულ დოკუმენტს წვლილი შეაქვს ევროკავშირის შიდა რეფორმებზე მიმდინარე დისკუსიაში, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის გაფართოებისთვის მოსამზადებლად. კერძოდ, დოკუმენტი ოთხ ძირითად სივრცეს გამოყოფს – ღირებულებები, პოლიტიკა, ბიუჯეტი და მმართველობა. “გაფართოება […]
რატი იონათამიშვილი – იცით, როგორ აშუქებს „ნაცმოძრაობის“ მედია რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას? – „ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია“, პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, აღიარებენ

იცით, როგორ აშუქებს „ნაცმოძრაობის“ მედია რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას? – „ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვი, პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო“, აღიარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. რატი იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მედია საშუალებები ამ ფაქტს ისე აფასებენ, როგორც “ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო […]
რელიგიათა საბჭო: გამოვხატავთ შეშფოთებას ადიგენში მუსლიმ მრევლზე თავდასხმის გამო

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც გამოთქმულია შეშფოთება მშვიდობიან მუსლიმ მრევლზე მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან გამოხატული შეურაცხყოფისა და მუქარის გამო. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გარდა კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია ხელის შეშლა შეკრებაში, ლოცვის, რიტუალებისა და რელიგიური სწავლების აღსრულებაში. საბჭო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს კერძო საკუთრებაში ერთობლივი ლოცვისა და რელიგიური […]
ბლინკენი ეგვიპტეში მოლაპარაკებას აწარმოებს, მიზანი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, 21 მარტს, ეგვიპტეში დიპლომატიური მისიით ჩავიდა. სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ისრაელის მიერ “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე ომში, ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის გზებს განიხილავენ. დროებითი ზავი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერებას, ჰუმანიტარული დახმარების შეტანასა და “ჰამასის” მიერ, ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლებას ისახავს მიზნად. მოლაპარაკებებზე ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტა, სულ ცოტა, 6 […]