“ბევრი პარტნიორი მყავს და ამათგან 2-3 მიყვარს… ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ…“ – პაატა თედიაშვილი

მომღერალმა, პაატა თედიაშვილმა „პოს TV“-ის გადაცემა „დღის პოსტში“, თქვა: „დედები აგონებენ ხოლმე შვილებს, რომ გათხოვდება ქმარი ვალდებულია ფულიც მოუტანოს, სიყვარულიც მოუტანოს, მამაკაცმა სექსუალურადაც დააკმაყოფილოს. მთლიანობაში ქალი ისეთი პრიმიტივი ხდება, რომ მასთან ცხოვრება მამაკაცებს სძულთ, რადგან ისეთი პრიმიტივი გახადეს ეს თავისი ცოლი და არ მისცეს უნარი განვითარების, ეს არის მთავარი პრობლემა. როცა შენ ყველაფერი მოგაქვს იმ […]

ავსტრალიელი მილიარდერი Titanic II-ის აგებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, ავსტრალიელი მილიარდერი, კლაივ პალმერი ტიტანიკის ხელახლა შექმნას გეგმავს. ეს მისი მესამე მცდელობაა, განახორციელოს პროექტი. იდეა ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა, მაგრამ პალმერმა მაშინ პროექტი სერიოზულად არ მიიღო. მეორე მცდელობა პანდემიის გამო ჩაიშალა. ახლა, როცა შეზღუდვები აღარ არის, მილიარდერი კვლავ დაუბრუნდა პროექტს. პალმერი ლაინერის მშენებლობის დაწყებას 2025 წლის ზამთარში გეგმავს, ხოლო ზღვაში 2027 წელს […]

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო პავილიონები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ. წარმოადგინეს ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო […]

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილება განიხილეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილება განიხილეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მომხსენებლის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, ცვლილება უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი კირთაძის მიერ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას უკავშირდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი განცხადება კომიტეტში 2024 […]

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ესტუმრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ლევან ჩაკვეტაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამინისტროს პროგრამებში ჩართულ ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვთა საჭიროებები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამინისტროში მოქმედ მიმდინარე წლის პროგრამებს. „შეხვედრის ფარგლებში ლევან ჩაკვეტაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ბავშვებს სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრები გადასცა. 21 […]

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა მიიღო. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის, ადამიანის […]

ბორჯომში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით, დღის ცენტრ „თებეს“ ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ,,თებეს” ბენეფიციარები აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრით წარსდგნენ. „მათთვის განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ანიმატორები ზრუნავდნენ, მოეწყო ილუზიონისტების და გიგანტი საპნის ბუშტების შოუ. ღონისძიებას მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის […]

მიხეილ სარჯველაძე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძეს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ჯანდაცვის კუთხით, აჭარასა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 22 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 22 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, IV კვარტლების, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ნუცუბიძის, ბახტრიონის და იყალთოს ქუჩების მოსახლეობას. […]

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 21 მარტის ვაჭრობის შედეგები

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.46 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.61 თეთრით გაუფასურდა. 21 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7060 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9544 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი – 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – […]