გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს.

პიერპაოლო პიჩიოლო VALENTINO-ს ტოვებს

პიერპაოლო პიჩიოლო Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი აღარ იქნება – ამის შესახებ განცხადებას იტალიური მოდის სახლი ავრცელებს. “პიერპაოლოს მიმართ მადლობელი ვარ შემოქმედებითი ხელმძღვანელის როლში გაწეული საქმიანობისთვის, მისი ხედვისთვის, თავდადებისა და კრეატიულობისთვის”. – უთხრა მოდის სახლის აღმასრულებელმა დირექტრომა გამოცემა WWD-ს. Valentino-ში ასევე განაცხადეს, რომ პიჩიოლის მიერ შექმნილი “უკანასკნელი 25 წელი მოდის სახლში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს”. პიერპაოლო პიჩიოლი Valentino-ს […]

რუსეთის დღევანდელი დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხარკოვი შუქის გარეშეა დარჩენილი

ექვსამდე გაიზარდა 22 მარტის ღამეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა ზაპორიჟიეში, სადაც უკრაინის უდიდეს დნეპრის ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელდა იერიში. უკრაინელი ენერგეტიკოსების შეფასებით, დნეპრჰესს, დიდი ზიანი მიადგა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დღევანდელი თავდასხმის დროს სადგური რვაჯერ დაიბომბა. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა […]

Hermes-ს ჩანთების მხოლოდ „შერჩეულ და ღირსეულ“ მომხმარებლებზე გაყიდვაში ადანაშაულებენ

მყიდველებმა კლასობრივი სარჩელი შეიტანეს ფრანგული მოდის სახლის Hermes-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში და ბრენდი აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ Independent იუწყება. კლასობრივი სარჩელის მიზეზი გახდა ლუქს ბრენდის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც Birkin-ის ჩანთა, რომლის ღირებულება მოდელიდან გამომდინარე, 100 ათას დოლარზე მეტია, მხოლოდ რეგულარულ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს. მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ გამყიდველები აქსესუარს კერძო ოთახში აჩვენებენ მხოლოდ […]

ევროკავშირი შემოწმების მომხრე მოსამართლეებზე ხელისუფლების კომენტარებით შეშფოთებულია

ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. როგორც განცხადებაში წერია, პროცესი უნდა მოიცავდეს, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა წარიმართოს. ამავდროულად, ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სასამართლო […]

ჩვენთვის ევროსაბჭოს დასკვნა შვებაა, რადგან საქართველოზე, როგორც ომში ჩართულ ქვეყანაზე, არ არის საუბარი. როგორც ჩანს, სწორედ ეს არ მოსწონს ნიკა გვარამიას

ჩვენთვის ევროსაბჭოს დასკვნა შვებაა, რადგან საქართველოზე, როგორც ომში ჩართულ ქვეყანაზე, არ არის საუბარი. როგორც ჩანს, სწორედ ეს არ მოსწონს ნიკა გვარამიას “ევროსაბჭოს დღევანდელი დასკვნა მთლიანად ეხება ომში გახვეულ უკრაინას და ახლო აღმოსავლეთს, ძირითადად კი უკრაინას. საუბარია იმაზე, თუ როგორ დაუჭიროს მხარი ევროკავშირმა ომში მყოფ ქვეყნებს და იხსნას უკრაინა რუსეთის აგრესიისგან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ […]

არ შეიძლება ყოველწლიურად ცვლილებები, ინვესტორი ამას საეჭვოდ უყურებს – “სათამაშო ბიზნეს ასოციაცია”

„2 კონტრაქტი, რომელიც უნდა გაფორმებულიყო უცხოურ კომპანიებთან და შემოსულიყვნენ ადგილობრივ ბაზარზე, შეჩერდა,“ – ამის შესახებ “სათამაშო ბიზნეს ასოციაციის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სექტორში რეგულაციების გავლენის შეფასებისას აცხადებს. გიორგი მამულაიშვილის განმარტებით, ახალი კომპანიების და ინვესტიციების შემოსვლის შეფერხება ჯერ კიდევ 2022 წელს ამოქმედებულმა რეგულაციებმა განაპირობა. რამდენად ღირს საქართველოში ინვესტირება, ამაზე მსჯელობა გამოიწვია მიმდინარე წლიდან ამოქმედებულმა დაბეგვრის ახალი რეჟიმის ამოქმედებამაც. […]

ევროკავშირი შეშფოთებულია “ვეტინგის” მომხრე მოსამართლეების წინააღმდეგ ხელისუფლების განცხადებებით

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო ეხმაურება საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს შემოწმების ექსტრაორდინალური მექანიზმი. სტანო აღნიშნავს, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ექნება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას, ხოლო გადამოწმება უნდა შეეხოს სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნულ კანდიდატებსა და […]

რუსული მედია: რუსეთი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს

რუსული გამოცემა, Вёрстка ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ხელისუფლება უკრაინაში მეომარი ჯარის გასაძლიერებლად და, შესაძლოა, ხარკოვისთვის ალყის შემოსარტყმელად მასობრივი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს. გამოცემის წყაროების თანახმად, ოპერაციის ფარგლებში, 300 000 ადამიანის მობილიზაცია იგეგმება. Вёрстка-მ ხაზი გაუსვა, რომ მისი კორესპონდენტები ჯარისკაცთა შეკრებისთვის მომზადებას “მობილიზაცია 2.0”-ს უწოდებენ. რუსეთის პრეზიდენტისა და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირების […]

“საქართველო ყაზახეთი არაა, მაგრამ მათი სუსტი დაცვით შეგიძლიათ ისარგებლოთ” – კვიპროსელმა ჟურნალისტმა ბერძნებს რჩევა მისცა

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს საბერძნეთს უმასპინძლებს. ბერძნული SDNA “ჯვაროსნების” თამაშის შესახებ აზრის გასაგებად კვიპროსელ ჟურნალისტს გიორგიოს ცაველასს დაუკავშირდა, რომელიც 2023 წლის 15 ოქტომბერს თბილისში ჩვენი გუნდისა და კვიპროსის ნაკრების შეხვედრას დაესწრო: “იმ მატჩზე 28 ათასი გულშმატკივარი მოვიდა. 4:0 მოგვიგეს. სტადიონი 54 ათას მაყურებელზე მეტს იტევს და ქართველები აქტიურად დაუჭერენ თავიანთ […]