მოსკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა – რუსული მედია

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის, 5 ბავშვია. 60-მდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. შეგახსენებთ, რომ 22 მარტს, ღამით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული პირენი შეიჭრნენ და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა […]

„გაყიდვები მხოლოდ ონლაინ გვაქვს, რადგან მომხმარებლის შეკვეთებზე ვართ დამოკიდებული“ – Gittly

ხის ფიგურებისგან სანათების კეთება ლაშა არეშიძემ პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, დაიწყო. საწყისი ინვესტიცია ჯამში 5-დან 10 000 ლარამდე იყო. Gittly-ის დამფუძნებელი, ლაშა არეშიძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ სანათებს მასიური ხის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან ამზადებენ. „მუშაობა 2020 წელს, პანდემიის დროს, დავიწყეთ. ვამზადებთ ფიგურებიან სანათებს. საწყისი ინვესტიცია დაახლოებით 5-დან 10 000 ლარამდე იყო ჯამში. მომხმარებელი გვიგზავნის ხოლმე […]

„დედამიწის საათის“ აღნიშვნის ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

23 მარტს გარემოსდაცვითი ღონისძიება „დედამიწის საათი” აღინიშნება, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. ამის შესახებ ცნობას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციულად, წელსაც უერთდება […]

აშშ-ის სენატმა მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწია

აშშ-ის სენატმა მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკელმა სენატორებმა 1,2 ტრილიონი დოლარის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება დროულად, ადგილობრივი დროით 12:01 საათამდე ვერ შეძლეს, თუმცა მოგვიანებით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატორებმა დაფინანსების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. „ეს ძალიან გრძელი და რთული დღე იყო. მაგრამ ჩვენ ახლახან შეთანხმებას […]

საქართველოს მთავრობა – ვუსამძიმრებთ რუს ხალხს, ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს – ვგმობთ შემზარავ ტერორისტულ აქტს

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გუშინ […]

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს და სამძიმარს უცხადებს რუს ხალხს. „საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, — ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში. მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში” უცნობმა პირებმა წუხელ ცეცხლი გახსნეს. დაღუპულია 60-ზე მეტი […]

საქართველოს მთავრობა: მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს ვგმობთ

საქართველოს მთავრობა რუსეთში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ ტერაქტს გმობს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია წერს. “საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”. – წერია მთავრობის განცხადებაში. 22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში მდებარე “კროკუს […]

მერაბ დვალიშვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭეს

MMA-ის მებრძოლს მერაბ დვალიშვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭეს, ამის შესახებ მებრძოლმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. “თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში მაგრამ შრომითა მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე. რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის”, -წერს დვალიშვილი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 115-ს აღწევს. მათ შორის 5 ბავშვია. რუსული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გუშინ […]

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა და მის მუშაობაში მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბჭოს შემადგენლობის გაფართოება გააუმჯობესებს კოორდინაციას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ყველა აუცილებელი მხარის მონაწილეობას შეუწყობს ხელს. […]