„დედამიწის საათის“ აღნიშვნის ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

23 მარტს გარემოსდაცვითი ღონისძიება „დედამიწის საათი” აღინიშნება, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
ამის შესახებ ცნობას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციულად, წელსაც უერთდება და ცდილობს მასში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს.
„წელს, „დედამიწის საათის“ ღონისძიება მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს პლანეტის დასაცავად.
„დედამიწის საათის“ ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ. ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესაუბრა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია „დედამიწის საათის“ ღონისძიების მნიშვნელობისა და კლიმატის ცვლილების შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…