24 მარტს მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართება

კვირას, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიება „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სიმპოზიუმს გახსნის „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თეა ადუაშვილი. „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად ახორციელებს 100 მეწარმე ქალის მხარდაჭერის პროექტს. წელს „საქართველოს […]

„ერთი დიდი ტალახია ახალი გუდაური“ – ცოტნე ჯაფარიძე

„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ისეთი ხდება. ერთი დიდი ტალახია ახალი გუდაური, გინდაც ძველი გუდაური“ – საქართველოს სამთო ტურიზმში არსებულ გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. „სეზონი დამთავრდა და უფრო ცუდი მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის მხრივ, ვიდრე სანამ სეზონი დაიწყებოდა. ჯერ კიდევ სექტემბერი-ოქტომბერში, სანამ თოვლი მოვიდოდა, მეც და ჩემი ბევრი […]

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Apple-ის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის უჩივის

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა Apple-ს სმარტფონების ბაზრის მონოპოლიაში სდებს ბრალს. იუსტიციის დეპარტამენტმა კომპანიის წინააღმდეგ, “კონკურენციის შესახებ” კანონის დარღვევისთვის, სარჩელი უკვე შეიტანა. საქმე ისაა, რომ Apple, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები – Amazon, Meta და Google – რომელთა კაპიტალიზაციაც ტრილიონ დოლარს აღემატება, აშშ-ის სამართლებრივი სისტემისთვის დიდი ხანია, გამოწვევად რჩებიან. ბაზრის მონოპოლიზაციის საკითხზე გამოძიება ევროპისა და […]

ФСБ: „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის საქმეზე 11 პირია დაკავებული

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, მოსკოვის ოლქში, „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის საქმეზე 11 პირია დაკავებული. ინფორმაცია 11 დაკავებულის შესახებ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წარუდგინა. ინფორმაციას სააგენტო ТАСС კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორისაა ოთხი პირი, რომლებიც უშაუალოდ მონაწილეობდნენ თავდასხმაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელები ბრიანსკის ოლქში დააკავეს. […]

აშშ-ის სენატმა 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის სენატმა 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი 74 ხმით 24-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნა. ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორებმა მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება დროულად, ადგილობრივი დროით 12:01 საათამდე ვერ შეძლეს, თუმცა მოგვიანებით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, […]

ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 5

23 მარტს ბელგოროდის და მის შემოგარენის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ხუთი ადამიანი დაშავდა. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ქალაქ ბელგოროდში თავდასხმამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მანქანები და ავტობუსები. გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი საჰაერო იერიშებზე პასუხისმგებლობას უკრაინის ძალებს აკისრებს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 მარტის დილას უკრაინულმა ძალებმა იერიშები ასევე მიიტანეს ბელგოროდის რეგიონის სოფლებზეც. მისი […]

ოდიშარია: არანაირი ვეტინგი არ იქნება, ეს პროცესი მავნებლურია, გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მტკიცებით, ვეტინგის სისტემა “მავნებლურია და ის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადის”. “არანაირი ვეტინგი არ იქნება, ეს პროცესი არის მავნებლური, გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ლახავს ჩვენს სუვერენიტეტს და უხეშად აპირებს, რომ ჩაერიოს ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება თუ შესამოწმებელია, ამისთვის არსებობს საქართველოში საზოგადოება, არსებობს პროფესიული, აკადემიური წრეები და არავის საქმე არ არის […]

ხატია დეკანოიძე – გუშინდელმა ინტერპელაციამ გამოაჩინა, რომ ემიგრანტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ძალიან გულგრილია – საუბარი, რომელიც გამოსავალზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო, დემაგოგიაში გადაიზარდა

გუშინდელმა ინტერპელაციამ მხოლოდ ის გამოაჩინა, რომ ემიგრანტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ძალიან გულგრილია – საუბარი, რომელიც გამოსავალზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო, გადაიზარდა დემაგოგიაში,- ამის შესახებ „ევრო ოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნაზე მინისტრმა ფაქტობრივად თქვა, რომ ეს უბნები არ გაიხსნება, რაც ძალიან მძიმეა. […]

მარკ ცუკერბერგი მერაბ დვალიშვილს აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭებას ულოცავს

MMA-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ს მოქალაქეობის მინიჭებას ულოცავს. მერაბ დვალიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „თითქმის უკვე 12 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე. რისთვისაც მადლიერი ვარ ამ […]

„შაშვი შაშვი მაყვალი“ შვეიცარიის კინოპრემიის გამარჯვებულია

რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, შვეიცარიის კინოპრემია საუკეთესო მხატვრული ფილმის, სცენარისა და მონტაჟისთვის მიიღო. ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ არაერთი პრიზის მფლობელია. მათ შორის, სხვადასხვა კინოფესტივალის გამარჯვებულია მასში მთავარი როლის შემსრულებელი, ეკა ჩავლეიშვილი. გასული წლის შემოდგომაზე ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მიიღო […]