უნდათ ე.წ. „ვეთინგის სისტემის“ შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა, ამას არ დავუშვებთ – ირაკლი კობახიძე

ეს განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ. როცა ისინი ასე უყურებენ 300-ზე მეტ მოსამართლეს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ისინი მოაბილიზოს, ეს არის მათი დამოკიდებულება. ასე ამობილიზებდა თავის დროზე ადეიშვილი, სააკაშვილი მოსამართლეებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ ე.წ. „ვეთინგის სისტემის” შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ […]
სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს. სლოვაკ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 11 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის უწევს. პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად ქვეყნის პარლამენტის მოქმედი სპიკერი, პეტერ პელეგრინი, რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უჭერს და ოპოზიციის კანდიდატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი ითვლებიან. სლოვაკეთში საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
რუს კომენტატორს, ვასილი უტკინს აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ [VIDEO]

აცხონოს ვასილის სული. ძალიან შემეცოდა. რამდენი საფეხბურთო მოგონებები მიტრიალებს მის ცხოვრებიდან მისი გახმოვანებული. გონიერი ჭკვიანი სიმართლის მოყვარული უტკინი. ნახვამდის ვასილი. ქართველები რომ უყვარდა – ცალკე ამიტომ იმსახურებდა ჩვენს პატივისცემას. ასევე იყო მაგალითი – თუ როგორი უნდა იყოს კომენტატორი, სპორტული ჟურნალისტი. ის ერთერთი იშვიათი რუსი იყო, ვისი გარდაცვალებაც მეწყინა
ირაკლი კობახიძე – 7 თვეა დარჩენილი არჩევებამდე და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას

7 თვეა დარჩენილი არჩევებამდე და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან უპასუხა შეკითხვას, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივაზე, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას გულისხმობს. „დღევანდელი მოცემულობა რა არის – „ნაცმოძრაობა“ 15%-მდე ჩამოვიდა, მანამდე 18% ჰქონდა და ახლა 15%-ს […]
პრემიერი – ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა, ყველაფერზე მაღლა დგას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი, ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას

ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა, ყველაფერზე მაღლა დგას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. ვეტინგის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, 2004-2013 წლებში ხელისუფლებამ სასამართლო სწორედ ე.წ. ვეტინგის საშუალებით დაიმორჩილა და ახლა სურთ, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენა ოპოზიციამ მოიპოვოს და ამიტომ ლობირებენ […]
ირაკლი კობახიძე – ერთადერთი, რაც ახლა ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს, ეს არის ცესკო-ს როგორმე დისკრედიტირება, ეს არ გამოუვათ, რადგან ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ

ერთადერთი, რაც ახლა ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს, ეს არის ცესკო-ს როგორმე დისკრედიტირება, ეს არ გამოუვათ, რადგან ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ცესკო წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა, რის გამოც, ოპოზიციას მისი დისკრედიტირების საფუძველი არ აქვს. „იციან, რომ ბოლომდე აგებენ ამ არჩევნებს, უფრო მეტიც, პარტიების უდიდესმა ნაწილმა […]
43 წლის კაცს ბრალი წარედგინა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე

43 წლის კაცს, რომელსაც გამოძიება 19 წლის გოგოს მიმართ ჩადენილ დანაშაულს, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასა და სექსუალური ხასიათის იძულებას ედავება, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ 43 წლის კაცი Facebook-ის ჯგუფებში ყალბი ანგარიშით თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის ქალებს იწვევდა. მოგვიანებით კი მან ფოტოსესიაზე მისულ 19 წლის ქალს სქესობრივი კავშირი მოსთხოვა და უარის მიღების […]
თალიბანმა მკაცრად დაგმო საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ შეიარაღებული პირების თავდასხმა

ავღანეთის მმართველმა ისლამისტურმა დაჯგუფება თალიბანმა მკაცრად დაგმო 22 მარტს მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ შეიარაღებული პირების თავდასხმა, რომლის შედეგადაც, უკანასკნელი მონაცემებით, 115 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. თალიბანის კონტროლქვეშ მყოფი ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უმკაცრესად გმობს მოსკოვში მომხდარ უკანასკნელ ტერორისტულ თავდასხმას,… რომლისთვისაც პასუხისმგებლობა იკისრა დაეშმა [ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ – რედ.] და […]
80 წლის დე ნიროს ამაღელვებელი კადრები 10 თვის ქალიშვილთან ერთად – Marao

80 წლის რობერტ დე ნირომ თავის 10 თვის ქალიშვილთან, ჯიასთან, იშვიათი ოჯახური ფოტო გააზიარა. როგორც დენირო აღნიშნავს ამაღელვებელი მომენტია, როცა იაზრებს, რომ ამ ასაკში მას მეშვიდე შვილი ჰყავს. რობერტ დე ნირო, უმცროსი არის ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული , განსაკუთრებით ცნობილია შავი […]
„დაგვისაბუთონ, რომ ვეტინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს“ — კობახიძე EU-ს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის განცხადების საპასუხოდ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების (ე.წ. ვეტინგი) თემა „აბსოლუტურად დახურულია“. კობახიძის თქმით, მმართველ გუნდი მზადაა კონსულტაციებისთვის, თუმცა ამ დრომდე ვერავინ წარმოადგინა არგუმენტები, რომ ვეტინგი არ ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და სასამართლოს დამოუკიდებლის პრინციპს. „ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. პირველ […]