50-ლარიანი ბილეთი 400 ლარად – გადამყიდველები “შავ ბაზარზე” ფეხბურთის ბილეთებს ყიდიან

დღეს, 23 მარტს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე ერთა ლიგის ფინალში, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო და პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, Facebook-ის ერთ-ერთ ღია ჯგუფში, რომელსაც “ბილეთების შავი ბაზარი” ჰქვია, ე.წ. გადამყიდველებმა ბილეთების დიდ და გაძვირებულ ფასად გაყიდვა უკვე დაიწყეს. ოფიციალურად, მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 […]

პუტინი: ტერორისტები მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათ საზღვრის გადაკვეთაში უნდა დახმარებოდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის ოლქში „კროკუს სიტი ჰოლში“ პარასკევს მომხდარი ტერაქტის შესახებ დღეს გააკეთა განცხადება. მან რუსეთის მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა. მან 24 მარტის გლოვის დღედ გამოაცხადა. პუტინმა მომხდარს სისხლიანი და ბარბაროსული ტერაქტი უწოდა და მადლობა გადაუხადა იმათ, ვინც წვლილი შეიტანა ადამიანების გადარჩენაში. პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებში ანტიტერორისტული ხასიათის დამატებით ზომებს შემოიღებენ. […]

“ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების დეფიციტია” – გიორგი გუდაბანძე

აგროკომპანია “მკისას” კომერციული დირექტორი, გიორგი გუდაბანძე BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას აღნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების დეფიციტი არ არის, თუმცა კერძო სექტორში გამოწვევები მაინც არსებობს. გუდაბანძის თქმით, დონორი სააგენტოებისა და კომპანიებს დაფინანსების მოპოვების შემდეგ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბიზნესის სწორი მართვაა. “ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების დეფიციტია. “მკისაც” მსგავსი პროგრამების ბენეფიციარია. აღნიშნული პროგრამები ეფექტიანია, […]

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას სისხლიანი და ბარბაროსული ტერაქტი უწოდა. მისივე თქმით, ტერაქტის საქმეზე 11 ადამიანი, მათ შორის ტერაქტის ოთხივე შემსრულებელი დაკავებულია. პუტინის განცხადებით, 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. მან ასევე მიუსამძიმრა ყველას, ვინც „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად ახლობელი ადამიანი დაკარგა. პუტინმა ასევე მადლობა გადაუხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების […]

ბრალი წაუყენეს კაცს, რომელიც 19 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ფოტოებით აშანტაჟებდა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის იძულების საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებული, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, 19 წლის დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სთხოვდა მორჩილებას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. “გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი […]

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. ვეტინგი, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება, ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს და ის ხელყოფს სუვერენიტეტსა და სამართლის უზენაესობას. 23 მარტს ირაკლი კობახიძის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მოსამართლეთა კონფერენციას, რომელიც 24 მარტს უნდა გაიმართოს, მოუწოდა, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ. მას […]

გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი შარშან 250 ათასით გაიზარდა

ამჟამად გერმანიაში რეგისტრირებულია 1,65 მილიონი უკრაინელი. გფრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ეს მეოთხედი მილიონით მეტია, ვიდრე 2023 წელს. როგორც Deutsche Welle იტყობინება, გერმანიის პოლიტიკოსებს შორის გაისმის გაფრთხილებები და მოწოდებები, რომ ლტოლვილები უფრო თანაბრად განაწილდნენ ევროპაში. 12 მარტის მდგომარეობით გერმანიაში დაახლოებით 250 ათასით მეტი ადამიანი იყო უკრაინიდან, ვიდრე შარშან. ამის თაობაზე პარასკევს დაწერა გამოცემა Der Spiegel-მა […]

Standard Chartered ბიტკოინის $250 000-მდე ზრდას პროგნოზირებს

Standard Chartered ბანკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბიტკოინის ფასი 2024 წლის ბოლოსთვის $150 000-მდე გაიზრდება, ხოლო 2025 წლის განმავლობაში $250 000-მდე. ამის შესახებ CoinDesk იუწყება. ბანკის პროგნოზი ეფუძნება ორ ცვლადს – ოქროს ფასის ცვლილებას აქტივებზე დაფუძნებული ETF-ის ამოქმედების შემდეგ და ბიტკოინის ღირებულების კორელაციას სახსრების შესვლასთან სპოტ ფონდებში. „ჩვენ გვჯერა, რომ ოქროს ანალოგია, ETF ექსპოზიციისა და პორტფელის […]

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება. საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი 1992 წელს გახდა. მას შემდეგ მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება. ბოლო წლებში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოს მასშტაბით ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით; გაუმჯობესდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა მონიტორინგის ქსელი, დამონტაჟდა […]

„მესტია ვერასოდეს გახდება ადგილი, სადაც ბევრი ტურისტი ჩავა – როგორც კი ამინდი ფუჭდება, რეისები უქმდება“

„წელს ხალხის სიცოტავე შესამჩნევი იყო, რადგან საბაგიროს ბილეთი, რომელიც 70 ლარი გახდა, ქართველისთვისაც და უცხოელისთვისაც საკმაოდ ძვირია” – „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ წლევანდელი ზამთრის სეზონი შეაჯამა. „სეზონი არ დასრულებულა, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ის აპრილამდე გაგრძელდება. გუდაურში მაღალმხარჯველი ტურისტების 90% სპარსეთის ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულები, რომლებსაც ევროპაში სასრიალოდ წასვლას ისევ საქართველოში ჩამოსვლა ურჩევიათ. პირდაპირ […]