მოსკოვი ცდილობს, ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს

„კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და თქვა, რომ ტერაქტის ყველა შემსრულებელი და დამკვეთი დაისჯება. პუტინის თქმით, ოთხივე დამნაშავე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ტერაქტში, უკრაინაში მიმალვის მცდელობისას დააკავეს. „მათ მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინული მხრიდან მათთვის მზად იყო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფანჯარა. სულ 11 ადამიანი […]
სოზარ სუბარი პიტერ სტანოს განცხადებაზე – ასეთი დამოკიდებულება სამართლიანი არ არის, „ვეტინგი“ არ ყოფილა 9 პირობის შემადგენელი ნაწილი – ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და უნდა გველაპარაკონ როგორც თანასწორ პარტნიორებს

„ვეტინგი“ ნიშნავს ძალიან უხეშ ჩარევას სასამართლო სისტემაში და ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა, ვთქვით, რომ ეს დაუშვებელია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ და არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდება, მაგრამ უცნაური რამ მოხდა: რაც ეს მკაფიოდ იქნა დეკლარირებული ჩვენ მიერ, ამის შემდეგ ევროკავშირის პრეს-სპიკერი გამოვიდა და ჩამოთვალა ყველა ის კრიტერიუმი, რაც სიტყვა “ვეტინგში“ იგულისხმება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ […]
50-ლარიანი ბილეთი 400 ლარად – გადამყიდველები „შავ ბაზარზე” ფეხბურთის ბილეთებს 10-ჯერ ძვირად ყიდიან

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 18:00-ზე დასრულდა. tkt.ge-ის ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი რეკორდულ დროში – 6 საათზე ნაკლებ პერიოდში გაიყიდა. ბილეთის შესაძენად რიგში 337,600 ადამიანი იდგა. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, ბილეთების აღების ბევრმა მსურველმა, საათობით რიგში დგომის მიუხედავად, ბილეთის აღება ვერ შეძლო. ამის პარალელურად, Facebook-ის ღია ჯგუფებში, […]
ოზურგეთში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

ოზურგეთში 40 წლამდე კაცი დაჭრეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ავქვს მიყენებული და ადგილობრივ კლინიკა მედალფაშია გადაყვანილი. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაწყებულის სსკ-ს 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
დე ლაურენტისი კვარაცხელიას კონკრეტული წინადადებით მიმართავს – შეთანხმდებიან მხარეები?

tuttonapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება, გამარჯვების შემთხვევაში მისი გუნდი ისტორიულ შედეგს მიაღწევს და პირველად გავა ევროპის ჩემპიონტზე, ამ დროს კი “ნაპოლი” მასთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. გამოცემა “გაძეტა დელო სპორტზე” დაყრდნობით იტყობინება, რომ ქართველი მზადაა “ნაპოლიში” დარჩეს, თუ კვლავ ექნება მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო დონეზე თავის წარმოჩენის საშუალება და უნდა თავისი […]
მოსკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. „ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გასაჩენად, სადაც მაყურებლები, მათ შორის დაჭრილები იყვნენ, აალებადი სითხე გამოიყენეს“, – აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი. ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში […]
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი – ვერსია, რომ მოსკოვის ოლქში ტერაქტის შემსრულებლები უკრაინის მიმართულებით გაქცევას ცდილობდნენ, კრიტიკას ვერ უძლებს

ვერსია, რომ მოსკოვის ოლქში ტერაქტის შემსრულებლები უკრაინის მიმართულებით გაქცევას ცდილობდნენ, არანაირ კრიტიკას არ უძლებს, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა. „ამისთვის საჭირო არაა უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი იყო. ორ წელზე მეტია გრძელდება სრულმასშტაბიანი ომი, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები სავსეა მტრის სამხედროებით, სპეცაგენტებით, სპეცსამსახურების წარმომადგენლებით, ძალოვნებით. საზღვრის ხაზი დანაღმულია, დაკვირვება ხორციელდება ყველა საშუალებით, […]
პუტინი: ტერორისტები უკრაინისკენ მოძრაობდნენ, სადაც საზღვრის გადაკვეთის გეგმა მზადდებოდა

გუშინ მოსკოვის ოლქის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობას სიტყვით პირველად მიმართა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები უკრაინისკენ გარბოდნენ, სადაც უკრაინული მხარე მათთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარებას გეგმავდა. “…რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებას და ოპერატიული სამსახურების ქმედებების შედეგებს, შემდეგის თქმა შეიძლება: ტერორისტული თავდასხმებში პირდაპირ ჩართული ოთხივე პირი, ყველა მათგანი, […]
თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ

თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად […]
შვეიცარიაში 730 000 ოჯახს საკუთარი ვილა აქვს – Blick

შვეიცარიელების უმრავლესობისთვის საკუთარი სახლის ფლობის პერსპექტივა კვლავ ოცნებად რჩება, რადგან სამიდან მხოლოდ ერთი შვეიცარიელი ცხოვრობს საკუთარ ბინაში ან სახლში. Blick-ი შვეიცარიის სტატისტიკური სამსახურის (Bundesamt für Statistik, BFS) მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წელს მაცხოვრებლების საკუთრებაში არსებული 1,4 მილიონი საცხოვრებელი ფართი იყო. რაც შვეიცარიაში არსებული ყველა კერძო ოჯახის 365-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მესამე ოჯახი […]