Microsoft, Amazon და Google რუსულ კომპანიებს ღრუბლოვან სერვისებზე წვდომას დაუბლოკავს

Microsoft, Amazon და Google 20 მარტიდან რუსულ კომპანიებს თავიანთ ღრუბლოვან სერვისებზე წვდომას შეუზღუდავენ. ამის შესახებ რუსეთში Microsoft-ის ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორის Softline-ის შეტყობინებაშია ნათქვამი. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული კომპანიები ვერ შეძლებენ ამ პროდუქტების გამოყენებას ან მათში შემავალ მონაცემებზე წვდომას. Microsoft-მა ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებით ახსნა. მე-12 პაკეტი, რომელიც მიღებულია 2023 წლის 19 დეკემბერს, […]

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. „სიცოცხლეშივე გმირი იყავი და გმირულად დაეცი უთანასწორო ბრძოლაში. შენ ის იშვიათი მეომარი იყავი, რომელიც ბრძოლაში დამსახურებულ მედალსაც კი არ იკიდებდი, იმდენად თავმდაბალი იყავი“, — წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თენგიზ ჭანიას გარდაცვალებას. აცხადებს, რომ „საელჩო […]

მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც რუსეთში დაჭერილ ტერორისტს ყურს აჭრიან და აჭმევენ

ტელეკომპანია Дождь-ის ცნობით, მედიაში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აჭრიან ყურს რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები მათ მიერ დაკავებულ ტერორიტს. მასალა განახლებადია

“რუსეთი თითქმის მთლიანად უკრაინაზეა გადართული და ამიტომ მოხდა ეს ტერაქტიც” – შარაშენიძე

მოკლედ, მოსკოვში ტერაქტი მოაწყო ისლამურმა სახელმწიფომ. და არა უკრაინამ (როგორც ამას თავიდან რუსები ამტკიცებდნენ). და არც რუსეთის მთავრობამ რომელიც ხალხის გულს იმით იგებს რომ მათ საჭმელი და უსაფრთხოება აქვთ. მოსკოვში ასეთი ამბავი უკრაინის წინააღმდეგ მობილიზაციისთვის ნამდვილად არ იყო საჭირო. საამისოდ კურსკისა და ბელგოროდის აწიოკებაც კმარა. რუსეთი თითქმის მთლიანად უკრაინაზეა გადართული და ამიტომ მოხდა ეს ტერაქტიც. […]

ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი, თუ რაიმე არსებობს საქართველოში, არის ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი – ირაკლი კობახიძე

ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი თუ რაიმე არსებობს საქართველოში, არის სწორედ ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება, ხარჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რისთვის აფინანსებს ამ ორგანიზაციებს. „ძალიან შეზღუდულია ეს ინფორმაცია, რაც ბუნებრივია, არის სერიოზული პრობლემა, თუმცა ჩვენ […]

fosonline.gr: ქართველების ცხოვრების მატჩი – ევრო 2024-ის საგზური მტკვრის ფსკერზე ძევს

საბერძნეთში საქართველოს ნაკრებთან მატჩს დიდი ინტერესით ელიან. მომავალ დაპირისპირებას სტატია fosonline.gr- მიუძღვნა, რომლის ავტორი ჟურნალისტი ანდრეას ხანიასია. ქართველების მთელი ცხოვრების თამაში! „სტუმარი ღვთისაა“, – ამბობენ ქართველები, რომლებიც თავიანთი სტუმართმოყვარეობით არიან სახელგანთქმული. როგორც კი ვინმე მათ სახლში შედის, პურმარილით და ღვინით ხვდებიან. ძალიან ბევრი ღვინო აქვთ, იმდენად ბევრი, რომ შეიძლება ვერ გაუძლო. ასე რომ, სამშაბათს ჩვენს […]

Google-მა AI ინსტრუმენტი წარმოადგინა, რომელსაც ფოტოების გაცოცხლება შეუძლია

Google Research-ის მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი ხელოვნური ინტელექტის სისტემა, Vlogger, რომელსაც შეუძლია შექმნას რეალისტური ვიდეოები ადამიანების საუბრის, ჟესტებისა და მოძრაობის შესახებ – ყველაფერი მხოლოდ ერთი ფოტოდან. VentureBeat წერს, რომ Vlogger-ს ვიდეოს შესაქმნელად მხოლოდ ერთი ფოტო და აუდიო ჩანაწერი სჭირდება, საიდანაც ხელოვნური ინტელექტი შექმნის ავატარს, რომელიც ლაპარაკობს აუდიოს მიხედვით და აკეთებს სახის შესაბამის გამომეტყველებას. უზარმაზარი ახალი მონაცემთა […]

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ოზურგეთში, 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

ოზურგეთში, 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. იგი კლინიკა „მედალფაშია” გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უტარდება. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა ე.წ. ქურდულ გარჩევას. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დაჭრას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჰაი გარდენი გაფართოვდა – რას გეგმავს საკვები მცენარეების მწარმოებელი კომპანია?

„ჰაი გარდენმა“, რომელსაც NASA-ს ტექნოლოგიით საკვები მცენარეები მოჰყავს, წარმოება გააფართოვა და ახალი ჭკვიან სათბური აქვს, რომელიც კომპიუტერული სისტემით იმართება.