საქართველო – საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

“დაწყებიდან 5 საათსა და 35 წუთში საქართველო – საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია!” – იტყობინება ეროვნული გუნდის გვერდი. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალი “დინამო არენაზე” 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყება, ისევ ანშლაგი იქნება, იმედია, გულშემატკივრების მხარდაჭერით საქართველოს ნაკრები ისევ მოიპოვებს გამარჯვებას და ისტორიაში პირველად გავა ევროპირველობაზე. 17396 ე ვიყავი რიგში და ვერ ვიყიდე. ეს […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა – ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში” – წერია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ISIS-ის თქმით, გუშინ ტერორისტებმა თავდასხმა “ქრისტიანებით ხალხმრავალ ადგილზე” დაიწყეს

23 მარტს ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ანუ ISIS-მა, გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმის დეტალებზეა საუბარი. ამასთანავე, ტერორისტული დაჯგუფება, ოთხი თავდამსხმელის სურათს ავრცელებს, რომელიც, სავარაუდოდ, ტერაქტამდეა გადაღებული. ISIS-ის თქმით, გუშინ მოსკოვის ოლქში მომხდარი თავდასხმა “ბოლო წლებში ყველაზე სასტიკი” იყო. განცხადებაში ასევე წერია, რომ ISIS-ის ტერორისტებმა “კოორდინირებული თავდასხმა ქრისტიანებით ხალხმრავალ […]
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა – თურქეთი [VIDEO]

საქართველოს ვაჟთა ასაკობრივმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩები ჩაატარეს. გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრებმა, ქუთაისში თურქეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა, ხოლო, ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა გუნდმა, იტალიაში, შოტლანდიას 3:2 სძლია. 19-წლამდელთა რიგებში გოლები ცოტნე ბერელიძემ, ალეკო ბასილაძემ და დაჩი ლორთქიფანიძემ გაიტანეს. 17-წლამდე რიგებში გატანილი გოლები მათე შათირიშვილის, ჰალიდ დოლრტმურზიევის და ლაშა ხუციშვილის ანგარიშზეა. შემდეგი შეხვედრები 26 მარტს […]
“ყველაზე ლოგიკური ახსნა რუსეთის უშიშროების კატასტროფული ჩავარდნაა” – კობერიძე

პუტინის მიმართვიდან ჩანს, რომ კრემლი ცდილობს მოსკოვის გუშინდელ თავდასხმაში უკრაინაც გარიოს რაიმე ფორმაში. მან მიმართვაში აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით ტერორისტები უკრაინის საზღვრისკენ გარბოდნენ, სადაც მათ ელოდებოდნენო. იკვეთება, რომ პუტინი ცდილობს რუსეთის უშიშროების სრული ჩავარდნის ფონზე დანაშაულში პასუხისმგებლობა უკრაინასაც აკიდოს, მაგრამ ეს მცდელობა საკმაოდ არასერიოზულად გამოიყურება არამხოლოდ დასავლეთის თვალში, რომელიც მარტის დასაწყისიდან აფრთხილებდა რუსულ უწყებებს საფრთხის […]
აუცილებელია სახელმწიფოებრივი მიდგომა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც მიზანდასახულად ახდენენ საქართველოს დისკრედიტაციას გარედან შემოსული დამალული ფულის მეშვეობით

აუცილებელია სახელმწიფოებრივი მიდგომა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც მიზანდასახულად ახდენენ საქართველოს დისკრედიტაციას გარედან შემოსული დამალული ფულის მეშვეობით „აუცილებელია მიზანმიმართული, სახელმწიფოებრივი მიდგომა და მუშაობა იმ არასამთავრობო, სინამდვილეში კი ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც გეგმაზომიერად, მიზანდასახულად ახდენენ საქართველოს დისკრედიტაციას სათანადო გაუმჭვირვალე ქვეყნის გარედან შემოსული შავი, დამალული ფულის მეშვეობით“-ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტის თქმით, სახელმწიფო […]
ტერმინი “ვეტინგი” არ უხსენებია, მაგრამ ყველა პუნქტი ჩამოთვალა – სოზარ სუბარი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე

ტერმინი “ვეტინგი” არ უხსენებია, მაგრამ ყველა პუნქტი ჩამოთვალა – სოზარ სუბარი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე „ვეტინგი“ ნიშნავს ძალიან უხეშ ჩარევას სასამართლო სისტემაში და ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა, ვთქვით, რომ ეს დაუშვებელია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ და არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდება, მაგრამ უცნაური რამ მოხდა: რაც ეს მკაფიოდ იქნა დეკლარირებული ჩვენ მიერ, ამის შემდეგ ევროკავშირის პრეს-სპიკერი გამოვიდა […]
ჩანს, ვეტინგი ოპოზიციის დასახმარებლად უცხოელ მავნებელთა მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ შემოცურებული თემაა-
ჩანს, ვეტინგი ოპოზიციის დასახმარებლად უცხოელ მავნებელთა მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ შემოცურებული თემაა- „ერთადერთი ვისაც მოსწონს და მხარს უჭერს ვეტინგის იდეას, მონური აზროვნების ადამიანები არიან. მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები არაფერს არ წარმოადგენს, მათთვის მთავარი ფული გახლავთ, შესაბამისად ნებისმიერ ფასად მზად არიან უცხოელი პატრონების სურვილი შეასრულონ“– წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვის მომხრეების […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, -აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე დაეცა. „ბრძოლაში გმირულად დაეცა ჩვენი ძმა თენგო ჭანია, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადა“, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.
აშშ-მა ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის 228 მილიონი დოლარი გამოყო

აშშ-მა ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის 228 მილიონი დოლარი გამოყო. შესაბამისი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ბალტიის სამი ქვეყნისთვის (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი) განკუთვნილი სამხედრო დახმარება აშშ-ის მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტშია გათვალისწინებული, რომელიც 23 მარტს აშშ-ის კონგრესში დაამტკიცეს. 228 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემა წელს ბალტიის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში მოხდება. თავის განცხადებაში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა […]