უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლში რუსეთის ორ სადესანტო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორ სადესანტო ხომალდზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა ორი სადესანტო გემი, სახელად “Yamal” და “Azov”, ასევე კომუნიკაციების ცენტრი და რამდენიმე ინფრასტრუქტურული შენობა. აღნიშნულ ინფორმაციაზე რუსეთს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მოზარდს, რომელმაც ხალხი “კროკუს სიტი ჰოლიდან” გაიყვანა, მედლით დააჯილდოებენ

15 წლის ისლამ ხალილოვს, რომელიც მრავალ ადამიანს დაეხმარა „კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტის დროს, დააჯილდოებენ რუსეთის მუსლიმების მედლით „დამსახურებისთვის“. ჯილდოს 29 მარტს, პარასკევის ლოცვის დროს, გადასცემს მოზარდს რუსეთის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს ხელმძღვანელი, მუფთი რავილ გაინუტდინი. ისლამ ხალილოვი, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდანაა, საკონცერტო დარბაზის გარდერობში მუშაობდა, როცა 22 მარტს თავდასხმა განხორციელდა. მისი თქმით, როცა სროლის ხმა გაიგო, მან […]
„დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგია“ 3 თვეში მზად იქნება

„დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგია“ 2024 წლის ივნისში იქნება მზად. რას ითვალისწინებს გეგმარების დოკუმენტი, ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ დიღმის ჭალების მცველმა, ანა ტრაპაიძემ ისაუბრა. „სტრატეგიის ფარგლებში დაახლოებით 200 ჰექტარზე ხდება რეკომენდაციების შემუშავება, რომლის მთავარი მიზანიც, ჭალების აღდგენაა. გეგმარების დოკუმენტის შემუშავება 2023 წლის ზაფხულში დაიწყო და პირველ ეტაპზე, 6-7 თვის განმავლობაში დიღმის ჭალების მდგომარეობის შესახებ პირველადი მონაცემების […]
GWP: ავარიის გამო ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს დილის 8 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

GWP-ს ინფორმაციით, დღეს, 24 მარტს, 15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. კომპანია ამის მიზეზად ავარიულ შემთხვევას ასახელებს. “დღეს, 24 მარტს, საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31-ის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა”. – წერია განცხადებაში. განცხადებაში კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ ადგილზე […]
დიმიტრი მედვედევი „კროკუს სითიზე” თავდასხმაზე – ყველა, ვინც ჩართულია, მიუხედავად ქვეყნისა და სტატუსისა, ჩვენი კანონიერი და მთავარი სამიზნეა – ელოდეთ, ნაძირლებო

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია შურს იძიებს „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპული და დაშავებული თითოეული ადამიანისთვის და თავდასხმის ყველა მონაწილე, განურჩევლად წარმოშობის, ქვეყნისა და სტატუსისა, ლეგალური და მთავარი სამიზნეა. “ცათა სასუფეველი ყველა უდანაშაულოდ მოკლულს! ჩვენ შურს ვიძიებთ ყველასთვის და ყველა, ვინც ჩართულია, მიუხედავად წარმოშობის, ქვეყნისა და სტატუსისა, […]
საბერძნეთში ათი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

ჰომეროსის “ილიადასა” და სხვა ისტორიული ტექსტების გამოყენებით, მკვლევარებმა ათი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს ეგეოსის ზღვაში მდებარე პატარა ბერძნული კუნძულის, კასოსის სანაპიროზე. კასოს საზღვაო არქეოლოგიური პროექტის მეშვეობით მკვლევართა ინტერდისციპლინურმა ჯგუფმა ოთხი წელი გაატარა კუნძულის ირგვლივ არსებული წყლების შესასწავლად, დაახლოებით 65-დან 154 ფუტის სიღრმეზე. ჯგუფმა საველე სამუშაოები ოქტომბერში დაასრულა, საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ კი დასკვნები გასულ კვირას გამოაცხადა. ჩაძირული […]
მოსამართლეთა კონფერენციაზე სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს და ე.წ. „ვეტინგთან” დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს

საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. მოსამართლეებმა კონფერენციის მონაწილე კოლეგებს სიტყვით მიმართეს და შეშფოთება გამოთქვეს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის – ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს უზენაესი სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. „ვეტინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა […]
რუსული მედია – მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში ბომბი აქვს

მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია, – ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ. „ტელეგრამ“ არხ 112-ის ცნობით, ქალბატონმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ბორტგამცილებელს განუცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბი იყო. ფრენა გადაიდო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების ბრიგადებია მობილიზებული.
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთოს მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სტადიონის კედელს შეეჯახა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პოლიტიკური პარტიები მათ მიერ ეშმაკურად დაგეგმილი სქემის მიხედვით, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით უცხოეთიდან ფინანსდებიან და ამ ფინანსებს პირდაპირ პოლიტიკურ მიზნებს ახმარენ
პოლიტიკური პარტიები მათ მიერ ეშმაკურად დაგეგმილი სქემის მიხედვით, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით უცხოეთიდან ფინანსდებიან და ამ ფინანსებს პირდაპირ პოლიტიკურ მიზნებს ახმარენ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ პოლიტიკური პარტიების სიას აქვეყნებს, რომლებიც კანონის გვერდის ავლით უცხოეთიდან ფინანსდებიან. „პარტიები საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციებით ცდილობენ პოზიციონირდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად, უფლებადამცველებად თუ არჩევნების დამკვირვებლებად და ვითომ მიუკერძოებელი ორგანიზაციის […]