სანიოლი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა: “მოსამზადებლად და ძალების აღსადგენად საკმაო დრო გვქონდა, ყველა ფეხბურთელი მზადაა. ბოლო ვარჯიში დაგვრჩა, სადაც ტაქტიკურ დეტალებს გავივლით. მოწინააღმდეგეზე საუბარი არ მიყვარს, რადგან თავად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. როცა გავიგეთ, რომ შესაძლო მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, ვიცოდით, რთული მატჩი იქნებოდა. […]
ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე – უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება – ყველამ, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს

უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო შეტევას. „რუსმა ტერორისტებმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს კიევში. სამწუხაროდ, ტიპური ურბანული უბნის სახლები დაზიანდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს. ვიმეორებთ, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის […]
გივი მიქანაძე – საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში 40%-იანი ბარიერის გაუქმების ინიციატივა გამოწვეულია იმით, რომ ხშირად ნახევარი ან 1%-ის გამო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გვჭირდება, რაც მეტ ადამიანურ და ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული

“ქართულ ოცნებას“ არათუ რეიტინგის პრობლემა აქვს, კონსტიტუციური უმრავლესობის აღების რეალური ამბიცია გაგვაჩნია! – საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში 40%-იანი ბარიერის გაუქმების ინიციატივა კი გამოწვეულია იმით, რომ ხშირ შემთხვევაში, ნახევარი ან ერთი პროცენტის გამო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გვჭირდება, რაც მეტ ადამიანურ და ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, – ასე ხსნის საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებას “ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი […]
ანრი ოხანაშვილი – ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით სააკაშვილის კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება

ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერების კამპანიაზე საუბრისას განაცხადა. მისიე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ისტორიულ მძიმე ქმედებებს ვერავითარი კამპანია ვერ გაათეთრებს. „ავტობუსით სიარული იმ ჩადენილ დანაშაულებს ვერ გააქარწყლებს, რაზეც პასუხისმგებელია პატიმარი სააკაშვილი. ამ პირის მიერ იმ ისტორიულ მძიმე […]
ანრი ოხანაშვილი – გვინდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყოს ერთსულოვანი, არა ვინმეს უფლების შეზღუდვაზე, არამედ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნის დაცვის საკითხზე

გვინდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყოს ერთსულოვანი, არა ვინმეს უფლების შეზღუდვაზე, არამედ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნის დაცვის საკითხზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. მისივე თქმით, ეს ისეთი მნიშვნელობის საკითხია, სადაც საყოველთაო ჩართულობაა საჭირო. “ჩვენი ამოცანაა, რომ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის […]
არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – თუ მართლა ჰყავთ ამდენი მხარდამჭერი, შეუძლიათ კამპანია ცოტა გადაწიონ და ხალხს მისცენ საარჩევნო დაპირება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებენ

თუ მართლა ჰყავთ ამდენი მხარდამჭერი, შეუძლიათ კამპანია ცოტა გადაწიონ და ხალხს მისცენ საარჩევნო დაპირება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, შეიწყალებენ მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” ხელმოწერების კამპანიაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი გზებით, საქართველოში მართლმსაჯულებას გვერდს ვერავინ აუვლის. „ესეც, რა თქმა უნდა, არის არჩევნებისთვის გვერდის […]
არჩილ თალაკვაძე – საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციიდან ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება – როცა გვეცოდინება, რა იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილება, საზოგადოებას ავუხსნით, როგორ ვაპირებთ მის მიღებას

პარლამენტში ყველამ, ოპოზიციიდან უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება – როდესაც გვეცოდინება, როგორი იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილება, საზოგადოებას, არჩევნების ჩატარებამდე, ავუხსნით, როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის მიღებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა. მან ასევე განმარტა, რატომაა საჭირო, რომ ცვლილებები კონსტიტუციაში განხორციელდეს და განაცხადა, […]
„აგენტოკრატიის წარმომადგენელმა, სალომე ზურაბიშვილმა იმდენი მოახერხა, რომ თითით საჩვენებელ დასაცინ ფიგურად იქცა“ – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს: „აგენტოკრატიის წარმომადგენელმა, სალომე ზურაბიშვილმა იმდენი მოახერხა, რომ თითით საჩვენებელ დასაცინ ფიგურად იქცა. როცა საჯარო პირი ამგვარი კომიკური ხდება, უნდა გაეცალოს საჯარო სივრცეს. თუმცა, ამდენი შეგნება აქვს რომ?.. სირცხვილია ამგვარი პრეზიდენტი-რეზიდენტი!“
მაკრონის თქმით, ISIS-ი, რომელმაც მოსკოვის ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა, ცდილობდა თავდასხმების განხორციელებას საფრანგეთში

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზზე, რომლის დროსაც მინიმუმ 137 ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა “ისლამური სახელმწიფოს” მიერ. რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ს და სხვა ქვეყნების მტკიცებას, რომ ტერორისტული თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” ორგანიზაციამ მოაწყო. მაკრონმა თქვა, რომ დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ”, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვში თავდასხმაზე, ასევე ცდილობდა თავდასხმების […]
„ოცნება“ PACE-ში გმობდა ე.წ. გეი პროპაგანდაზე კანონებს, რომლის მსგავსსაც ახლა თავად იღებს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპის საბჭოში წლების განმავლობაში გმობდნენ იმგვარ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც ე.წ. გეი პროპაგანდის აკრძალვას ეხებოდა, თუმცა ახლა მმართველი პარტია თავად გეგმავს მსგავსი კანონპროექტის ინიციირებას. მაგალითად, 2013 წელს „ქართული ოცნების“ წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს რეზოლუციას, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ეწინააღმდეგებოდა. რეზოლუცია ასევე […]