სასამართლომ ტრამპს წარსადგენი გარანტიის თანხა $175 მილიონამდე შეუმცირა და დრო გადაუვადა

გუშინ, 25 მარტს, აშშ-ში სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარსადგენი $464-მილიონიანი გარანტიის ვადა 10 დღით გაუხანგრძლივა და ამასთანავე რაოდენობა $175 მილიონამდე შეუმცირა. ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ფორმალურად 23 თებერვალს დააკისრა, თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ტრამპის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე არტურ ენგორონის მიერ 16 თებერვალს მიღებული […]

ზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ოლექსი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სხვა განკარგულებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანილოვის ადგილზე დანიშნა საგარეო დაზვერვის მეთაური, ოლექსანდრ ლიტვინენკო. უცნობია, რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი.

,, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე რაც წერეთლის გამზირზე გადის, შუაში ველობილიკი დახაზეს და ჯარიმებსაც წერენ” – ,,ჩემი ქალაქი მკლავს”

,,ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,თბილისი – ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე რაც წერეთლის გამზირზე გადის, შუაში ველობილიკი დახაზეს და ჯარიმებსაც წერენ 🙂🙃 გზა რომ მორჩებათ ხოლმე ველობილიკს ხაზავენ ხოლმე ❤️”

ლევან დავითაშვილმა „აგროჰაბის” ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში „აგროჰაბის” ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კომპანიის დამფუძნებლებს და დამსწრე საზოგადოებას დედაქალაქისთვის ახალი და მაღალი ხარისხის სტანდარტებით მომუშავე ობიექტის შემატება მიულოცა. „მართლაც სასიხარულო დღეა თბილისისთვის – ახალი, ძალიან საინტერესო და მინდა ვთქვა, არქიტექტურულადაც გამორჩეული, ლამაზი […]

ნინო ლაცაბიძე – ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ შევქმნათ ის შესაძლებლობები, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული რუსთაველისთვის

აზიის განვითარების ბანკი, რუსთავში ურბანული განვითარებისა და მწვანე ინდუსტრიული პარკების შექმნაზე ორიენტირებულ პროექტებში, ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი და მერის პირველი მოადგილე კახა გურული, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროსს, მარია პია ანკორას და ჩინეთის […]

ამერიკის პოზიციის გამო, ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში დელეგაციის ვიზიტი გააუქმა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 25 მარტს განაცხადა, რომ ის აღარ გააგზავნის დელეგაციას შეერთებულ შტატებში. ვიზიტი ცოტა ხნით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ ისრაელის ლიდერმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეროში შეერთებულმა შტატებმა ვეტო არ დაადო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას. ვაშინგტონმა კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ვაშინგტონის მხრიდან […]

ტაჯიკეთში რუსმა გამომძიებლებმა ტერორიზმში ბრალდებულთა ოჯახის წევრები დაკითხეს

მოსკოვის ოლქში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შესახებ რუსეთში გამოძიება გრძელდება. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით გამოძიების ფარგლებში რუსი გამომძიებლები ტაჯიკეთში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ბრალდებულთა ოჯახის წევრები დაკითხეს. „როიტერს“ ინფორმაციას ტაჯიკეთის უსაფრთხოების სამსახურიდან სამი წყარო კონფიდენციალურობის დაცვით აწვდის. წყაროს მტკიცებით დაკითხვები დუშანბეში წარიმართა და ბრალდებულთა ოჯახის წევრები ქალაქში ვახდათიდან, გისარიდან და რუდაკის რაიონებიდან ჩაიყვანეს. სააგენტო „როიტერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ […]

უკრაინამ სადესანტო ხომალდს დაარტყა, რომელიც რუსეთმა უკრაინას 2014 წელს წაართვა

უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის ძალებმა სადესანტო ჰომალდზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს მიითვისა, სარაკეტო დარტყმა განახორციელა. საუბარია ხომალდზე, დასახელებით კონსტანტინ ოლშანსკი. „ახლა, ეს ხომალდი საბრძოლო მდგომარეობაში არ არის“, – თქვა უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელემა, დმიტრო პლეტენჩუკმა უკრაინულ მაუწყებელთან საუბრისას. კიევის საზღვაო ძალების გემების უმეტესობასთან ერთად, რუსეთმა კონსტანტინე ოლშანსკი უკრაინისგან 2014 წელს მიითვისა, როდესაც მისმა […]

FT: რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის პირდაპირ დაიწყო ნავთობის მიწოდება მიუხედავად გაეროს სანქციებისა

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის პირდაპირ დაიწყო ნავთობის მიწოდება მიუხედავად ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი გაეროს სანქციებისა. სანქციები 2017 წელს დაწესდა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემის თანახმად, ნავთობის მიწოდება დაიწყო 7 მარტს. ეს ჩრდილოეთ კორეაში განხორციელებული პირველი დადასტურებული ექსპორტია გაეროს მიერ სანქციების დაწესების შემდეგ. სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში […]

ქობულეთის ხუთ საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

ქობულეთის პირველ, მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციას აცნობეს, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ წერილი მიიღეს სოციალური ქსელით. ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციას მოსწავლეებმა დღეს, 26 მარტს, მაშინ მიაწოდეს, როცა შენობაში მეორე ცვლის ბავშვები იმყოფებოდნენ. სკოლამ შეტყობინების შესახებ რესურსცენტრს აცნობა, რის შემდეგაც […]