მამუკა მდინარაძე – მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია – საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია

მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია. საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ე.წ ვეტინგის სისტემაზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ისინი არგუმენტებს კოლეგებს ნებისმიერ ფორმატში გაუცვლიან. „მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია. საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია. ჩვენ ამასთან […]
ბაჩიაშვილი „კრიპტოვალუტის საქმეზე“: გამოძიების საფუძველი ივანიშვილის ზეპირი ჩვენებაა

ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებას საფუძვლად უდევს მხოლოდ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ზეპირი ჩვენება. „დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღეა, იმიტომ რომ ის უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ […]
მთავრობა ₾20 მილიონამდე ბრუნვის კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება – პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ დღეს “კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის” პროგრამა დაამტკიცა, პროგრამის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა “აწარმოე საქართველოში”-ს მხარდაჭერა მიიღონ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების განთავსებისთვის. BMG-ის კითხვაზე პასუხისას ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს შეეძლებათ. “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა და დღესაც იცით, რომ კაპიტალის […]
თებერვალში თბილისში 3 358 ბინა გაიყიდა – რა ღირდა კვადრატული?

TBC Capital-მა საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის თებერვლის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ თვეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 1%-ით შემცირდა – თებერვალში თბილისში 3 358 ბინა გაიყიდა. TBC Capital-ის კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში, 2023 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასი 6%-ით გაიზარდა და კვადრატულის საშუალო ღირებულებამ $1 […]
მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა განახლებული პირობებით გრძელდება – გაიზარდა ბიუჯეტი

სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც შეძლებენ და ამასთან, პროგრამაში ცვლილებებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება. გაზრდილია პროგრამის ჯამური ბიუჯეტი. კერძოდ, თუ გასულ წელს, გამოყოფილი იყო 7 მილიონი ლარი, წელს 10 მილიონი ლარია. სამინისტროს განმარტებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდია პროგრამით დაინტერესება, სახელმწიფოს […]
მთავრობა მაღალმთიან დასახლებებში ფერმერებს ხელის ტრაქტორების ყიდვას დაუსუბსიდირებს – დეტალები

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სპეციალური პროგრამა დაიწყება, რომლის ბიუჯეტიც 5 მილიონი ლარია. საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობა მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს ფლობს, მაღალია […]
“არანაირი ლატარია პენალტები არაა – ბერძნებზე მშვიდებიც აღმოვჩნდით და ცივსისხლიანებიც” – ყურაშვილი

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი: პენალტები ლატარიააო, ხშირად ამბობენ. ჰოდა, არანაირი ლატარია პენალტები არაა. შეიძლება, ოდესღაც იყო, 40-50 წლის წინ, როცა სპორტული ანალიტიკა საერთოდ სხვაგან იყო. მაგრამ, დღეს პენალტებიც ზუსტად ისე ირჩევა და იგეგმება, როგორც უშუალოდ თამაშის ტაქტიკა და ფორმაცია. მაგალითად, გიორგი ქოჩორაშვილმა ზუსტად იქ დაარტყა, რაც ბერძენ მეკარეს საკუთარ სქემაზე ჰქონდა მონიშნული. უბრალოდ, დარტყმა იყო იმდენად […]
უნგრეთში ორბანის გადადგომას ითხოვენ – კორუფციის საქმესთან დაკავშირებით ჩანაწერი გავრცელდა

26 მარტს უნგრეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ქვეყნის პრემიერის ვიქტორ ორბანისა და მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ გამოვიდა, რაც მთავრობის ყოფილმა წევრმა ორბანის უფროსი თანაშემწე კორუფციის საქმეში ჩარევაში დაადანაშაულა. მანამდე, პიტერ მაგიარმა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ყოფილ ცოლსა და უნგრეთის ყოფილ იუსტიციის მინისტრს, იუდით ვარგას ესაუბრება. ჩანაწერში ვარგა ორბანის შტაბის უფროსის თანაშემწეების მიერ კორუფციის […]
bloomberg: პუტინის გარემოცვაში არ სჯერათ, რომ მოსკოვის ტერაქტის უკან უკრაინა დგას

Bloomberg-ის მიხედვით, პუტინის გარემოცვა არ ეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს, რომ მოსკოვში, კროკუს სითი ჰოლზე ტერაქტში უკრაინამ მიიღო მონაწილეობა. Bloomberg-თან ამის შესახებ კრემლთან ახლო კავშირში მყოფნა ოთხმა პირმა ისაუბრა. მათი თქმით, პუტინი ესწრებოდა დისკუსიას, სადაც რუსი მაღალჩინოსნები შეთანხმდნენ, რომ ტერაქტს არანაირი კავშირი აქვს კიევთან, თუმცა მას სურს, რომ ტერაქტი უკრაინასთან ომში პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს. წყაროების მიხედვით, კრემლის […]
ე.წ. ბიტკოინების საქმეში ივანიშვილ-ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერს სასამართლო გამოიკვლევს

ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების მითვისების საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულება – აუდიო-ჩანაწერი გამოჩნდა – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, ჩანაწერი კრედიტის გაცემამდეა გაკეთებული და მასში საუბარია სესხის გაცემის პირობებზე. “უნდა დაველოდოთ სასამართლო პროცედურებს. ეს აღარ არის პირადი ურთიერთობები, უკვე გადაიზარდა სამართლებრივ დავებში, შესაბამისად სასამართლოში ყველაფერს აქვს თავისი […]