გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მარტს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. „11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ნაოზა, ქსოვრისი, ნატახტარი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, სიმონიანთხევი, თრანი, ალოტი, გორანა […]

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ ოფიციალური წარდგინება პრეზიდენტს გაეგზავნა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. „დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ კანონის შესაბამისად, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან: საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, […]

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება. სამუშაოებს, რომელიც 28 მარტიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის მიხედვით, კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ჭაბუა […]

„ეს იყო სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი“ — ილია II ნაკრებს ულოცავს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. „მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული“, — ნათქვამია ილია მეორეს მისალოც წერილში. პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის […]

კორძაიას უნდა სააკაშვილმა სიაში ჩასვას – მაჭარაშვილი

დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი: კორძაია ელოდება იმას, თუ სიაში ვინ ჩაწერს. არავინ რომ არ ჩაწერა, ახლა მოინდომა, რომ ალბათ, 5 ნომერში ჩაწერეს. რა გავაკეთოო და თქვა, მოდი ბრიფინგს ჩავატარებ, რომ იქნებ მიხეილ სააკაშვილს როგორმე მოვეწონო და სიაში ჩამწეროსო. სააკაშვილმა თქვა, რომ მე ვარ ოქროს მოწმე და თუ არ გამათავისუფლებთ, ავლაპარაკდები, მათ შორის, აგვისტოს ომზეო. უცხოურ ძალებს […]

ამრაბატის შეძენით მსოფლიო გრანდები ინტერესდებიან

Fichajes-ის ინფორმაციით, “ფიორენტინას” საკუთრება და “მანჩესტერ იუნაიტედში” იჯარით მოთამაშე სოფიან ამრაბატის შეძენით მსოფლიო გრანდები ინტერესდებიან. “წითელ ეშმაკების” ფეხბურთელის ფლორენციული გუნდიდან გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა ამას არ აპირებენ. მაროკოელი შუახაზელის სამსახურით “მილანი”, “ატლეტიკო”, “ლივერპული” და “ბარსელონა” ინტერესდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ამრაბატის ხილვა საკუთარ კლუბში განსაკუთრებით დიეგო სიმეონეს სურს.

გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, შედეგი მაინც ერთი იქნება – გარდაუვალია მათი წაგება, ისე რომ პენალტებიც არ იქნება დანიშნული

გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, შედეგი მაინც ერთი იქნება – გარდაუვალია მათი წაგება, ისე რომ პენალტებიც არ იქნება დანიშნული „ისინი [პატარა ოპოზიციური პარტიები] გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, შედეგი მაინც ერთი იქნება – გარდაუვალია მათი წაგება, ისე რომ პენალტებიც არ იქნება დანიშნული,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლო […]

საქართველოს ფოსტის მიერ ორგანიზებული გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართება

28 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართება გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“. საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იქნება: საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი, სხვადასხვა წელში გამოცემული 133 საფოსტო მარკა. „აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს […]

მამუკა მდინარაძე – როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა – არ შეიძლება ეს შემთხვევითი იყოს, ეს არის დიდი სიმბოლური ამბავი, რასაც სჭირდება სწორი შეფასება, დაფასება

როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა – არ შეიძლება ეს შემთხვევითი იყოს, ეს არის დიდი სიმბოლური ამბავი, რასაც სჭირდება სწორი შეფასება, დაფასება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები გუშინდელ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მისი თქმით, […]

თსუ-ში აკადემიური პერსონალის რაოდენობა იზრდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის რაოდენობა იზრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, მიმდინარე სემესტრში გამოცხადდება კონკურსები ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე და ახალ სასწავლო წელს თსუ-ს 200-მდე ასისტენტი ეყოლება. „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად, ასისტენტი სასწავლო პროცესის ფარგლებში განახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით. […]