ბექა ოდიშარია – მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, თუ ასე გააგრძელა მისი პარტიის მენეჯმენტმა, როგორც იქცევა, ზევით-ქვევით ირბინა კარტოფილებით და ბარკლებით, შეიძლება მათაც ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი

მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, რომ თუ ასე გააგრძელა მისი პარტიის მენეჯმენტმა, როგორც იქცევა, არასერიოზულად და ზევით-ქვევით ირბინა კარტოფილებით და ბარკლებით და არ მიხედა რეალურ საქმეს, შეიძლება მათაც ვერ გადალახონ ეს საარჩევნო ბარიერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ […]

მოსამართლე ლევან თევზაძე – არავითარი „ვეტინგი“ სასამართლო სისტემას არ სჭირდება – ამის უკან იფარება ის, რომ წინასწარ არის გაწერილი სასამართლოდან გასაშვებთა სიები, ჩამოსახრჩობთა სიები, დასახვრეტთა სიები და ა.შ.

არავითარი „ვეტინგი“ სასამართლო სისტემას არ სჭირდება – ამის უკან იფარება ის, რომ წინასწარ არის გაწერილი სასამართლოდან გასაშვებთა სიები, ჩამოსახრჩობთა სიები, დასახვრეტთა სიები და ა.შ., – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან თევზაძემ „ვეტინგის“ სისტემაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ სასამართლო სისტემაში საერთაშორისო ექსპერტები ჩართონ. „ჩვენთან არ არსებობს ამის […]

გერმანიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. Associated Press-ის ცნობით, გერმანიის ქალაქ ლაიფციგის მახლობლად ავტობუსი, რომელიც ბერლინიდან შვეიცარიაში მიდიოდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ავტობუსში 53 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 9:45 საათზე მოხდა.

მიხეილ სარჯველაძე ონკოპაციენტების მოთხოვნაზე – ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა

ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ონკოპაციენტები მასთან შეხვედრას ითხოვენ, ამასთან მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას და 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაზრდას მოითხოვენ. როგორც მინისტრმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თავდაპირველად ონკოპაციენტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონკრეტულ […]

მდინარაძე: არანორმალური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, კორუფცია არ არის, ფაქტები გამიგია ჩემი ყურით

პირობითი დათქმაა, უწოდებენ შუა რგოლის კორუფციას რაც ყველა ქვეყანას აქვს და რისი აღმოფხვრაც არის ხოლმე ყველაზე უფრო რთული. კორუფციის რაღაც მსგავსი სახეობა აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის, შეუძლებელია, რომ ჩვენც არ გვქონდეს. საკრებულოს წევრები და მერები და ა.შ. არიან დაკავებული და უკანონოდ კი არ ზიან, სააკაშვილის დრო კი არ არის. ე.ი. იმ ადამიანებმა რაღაც კორუფციული […]

სახდეპი ჰომოფობიურ პროექტზე: შეშფოთებულები ვართ, ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას

ქართული ოცნების ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ტელეკომპანია ფორმულას წერილობით უპასუხა. “შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობის მოსალოდნელ შინაარსთან დაკავშირებით და ჩვენ ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას. ველოდებით კანონპროექტის სრული ტექსტის გამოქვეყნებას და ამის შემდეგ გვექნება მეტი სათქმელი”, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში. 25 მარტს მამუკა მდინარაძემ ოცნების მიერ რამდენიმე კვირის წინ დაანონსებული […]

მთავრობა ₾60 მილიონამდე ბრუნვის კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება – პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ დღეს “კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის” პროგრამა დაამტკიცა, პროგრამის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა “აწარმოე საქართველოში”-ს მხარდაჭერა მიიღონ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების განთავსებისთვის. BMG-ის კითხვაზე პასუხისას ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა 60 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს შეეძლებათ. “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა და დღესაც იცით, რომ კაპიტალის […]

1 ტ კაკაოს ფასმა ისტორიაში პირველად $10 000-ს გადააჭარბა

კაკაოს ფიუჩერსების ფასმა კიდევ ერთხელ მიაღწია ისტორიულ მწვერვალს, მიწოდების დეფიციტის შიშის გამო. კაკაოს მარცვლის მაისის ფიუჩერსები ნიუ-იორკში სამშაბათს ვაჭრობისას 3,9%-ით გაიზარდა და ტონაზე 10 030 აშშ დოლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან კვოტებმა 2,4-ჯერ მოიმატა, ბოლო ხუთი სესიის განმავლობაში კი 20%-ზე მეტით. როგორც ცნობილია, კოტ-დ’ივუარში, მსოფლიოში კაკაოს უმსხვილეს მიმწოდებელ ქვეყანაში, არანორმალურად ცხელი ამინდი დადგა, რაც კაკაოს მარცვლის […]

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა დავამტკიცეთ“ – მთავრობა ₾20 მილიონამდე ბრუნვის კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება

საქართველოს მთავრობამ დღეს „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის“ პროგრამა დაამტკიცა, პროგრამის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერა მიიღონ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების განთავსებისთვის. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ პროგრამაში მონაწილეობა 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს შეეძლებათ. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა და დღესაც იცით, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა დავამტკიცეთ […]

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.