ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთის ახალი შეტევა გაზაფხულის ბოლოს დაიწყება

უკრაინა უახლოეს თვეებში უნდა მოემზადოს რუსეთის არმიის ახალი შეტევითი მოქმედებებისთვის, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 მარტს ამერიკულ არხ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. “რუსეთი ამზადებს კონტრშეტევებს, ეს შეიძლება იყოს მაისის ბოლოს ან ივნისში. ამისთვის არა მხოლოდ უნდა მოვემზადოთ, არა მხოლოდ სტაბილიზაცია მოვახდინოთ, რადგან ზოგჯერ პარტნიორები ძალიან ბედნიერები არიან, რომ სტაბილიზაცია (ფრონტზე სიტუაციის.- რედ.) მოვახდინეთ. […]
ოზურგეთის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ოზურგეთის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოზურგეთის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ,,25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გურიაში 3 გამარჯვებული გამოვლინდა. მონაწილეებს გამარჯვება გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან დარსალიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ […]
ლაზარე გრიგორიადისის დედა – ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრ ხალხს, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა

ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრ ხალხს. როდესაც თავისი აზრის დაფიქსირება უნდა, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა,- ასე განმარტა მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ ის მიზეზი, რის გამოც მისი ბრალდებული შვილი დღეს პროცესზე ვერ გამოცხადდა, რის გამოც პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. […]
ზელენსკი: რუსეთი მაისში ან ივნისში შეტევისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი CBS News-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთისაგან მორიგ შეტევას მაისში ან ივლისში მოელის. “ჩვენ ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს და ვამბობთ, რომ რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას. ეს შეიძლება იყოს მაისის ბოლოს ან ივნისში…ჩვენ გვჭირდება დახმარება იმ ბრიგადების მოსამზადებლად, რომლებსაც მოუწევთ ბრძოლა ჩვენი მიწისთვის, განსაკუთრებით იმ შეტევის დროს, რომელსაც რუსეთი დაიწყებს”. – ამბობს ზელენსკი. […]
კაცებო, თქვენთვის სჯობს “ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით და სილაღეს და თავისუფლებას ისწავლით – ბაბუცა პატარაია

კაცებო, თქვენთვის სჯობს “ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით და სილაღეს და თავისუფლებას ისწავლით – ბაბუცა პატარაია ბაბუცა პატარაია სოციალურ ქსელში წერს: “მაჩო კაცებმა უკვე დაიწყეს მოთქმა, როგორ შეიძლებოდა “გაიღიმე, პატარა” ემღერათ სტადიონზე “ნაიალაღარი ხარებისთვისო” . მოდი, იცი, რას გეტყვით?! გაეშვით ამ ახალგაზრდა, ლაღ, მხიარულად მოცეკვავე ვარსკვლავბიჭუნებს. ახალი თაობის კაცები უფრო ლაღები, თავისუფლები, უკომპლექსოები და ბედნიერები […]
„რამდენიმე თვეში გარკვეული პროდუქცია გაძვირდება“ – გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა სამშენებლო მასალების სექტორზე?

რუსეთ-უკრაინის ომის გამო სატრანსპორტო მარშრუტის ცვლილების გავლენით ლოგისტიკის გაძვირების შემდეგ, სამშენებლო მასალების სექტორისთვის კიდევ ერთ გამოწვევად წითელი ზღვის კრიზისი იქცა. სავაჭრო გემებზე, ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ, სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი კი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას აძვირებს. სამშენებლო მასალების კლასტერის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიებს უწევთ მეტი […]
რუსი აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, იგორ მიგლანი. ამის შესახებ წერს ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი, ეგორ კუროპტევი და მიმართავს ხელისუფლებას – კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მიგლანის ქვეყანაში შეშვების თხოვნით. “ამ დროისთვის, 15 საათზე მეტია, აქტივისტი იგორ მიგლანი თბილისის საერთაშორის აეროპორტშია. იგორი, ისევე, როგორც სხვა ბევრი რუსი […]
ინჟინრებმა AI-სთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპიუტერული ჩიპი შექმნეს

Cerebras-ის ინჟინრებმა მსოფლიოში უდიდესი კომპიუტერული ჩიპი შექმნეს, რომელიც 4 ტრილიონ ტრანზისტორს მოიცავს. ჩიპი – Wafer Scale Engine 3 (WSE-3) Cerebras სუპერ-კომპიუტერული პლატფორმის მესამე თაობაა. ის სპეციალურად შექმნილია ხელოვნური ინტელექტის სისტემებში მუშაობისთვის. ჩიპის ზომებია 8,5 x 8,5 ინჩი. ის მოიცავს 900 000 ხელოვნური ინტელექტის ბირთვს. დეველოპერების თქმით, ჩიპი გამოყენებული იქნება წარმოუდგენლად ძლიერი, AI-ს მქონე, სუპერკომპიუტერის გასაშვებად. […]
“კროკუსში” მომხდარი ტერაქტის საქმეზე რუსეთში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის მახლობლად, „კროკუსის სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განაცხადა. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლების დაფინანსების სქემაში მონაწილეობდა. ეჭვმიტანილის ვინაობისა და მისის სავარაუდო დანაშაულის სხვა დეტალების შესახებ საგამოძიებო უწყება დუმს. მაგრამ აპირებს სასამართლოს ახალი ეჭვმიტანილის დაკავების შუამდგომლობით მიმართოს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ მოიპოვა […]
სევასტოპოლთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა [ვიდეო]

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლთან რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს. ინფორმაციას რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე ადასტურებს ანექსირებული ქალაქის გუბერნატორიც. მისი თქმით, ხომალდი ნაპირიდან 200 მეტრში ჩამოვარდა და მომხდარის შედეგად ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. მისი განცხადებით, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და „მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“. დამატებითი დეტალები მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის არ ვრცელდება.