„გირჩმა“ პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივა წარადგინა

პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ მიერ პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. „გირჩის“ მიერ “საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკვე რეგისტრირებულია და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. „გირჩის“ პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს. როგორც ინიციატორები […]
ბრიუსელი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჰაბი ხდება

ბრიუსელის აეროპორტი გახდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვანძი აშშ-სა და აფრიკას შორის მარშრუტებისთვის. ამ გეგმების განხორციელება Lufthansa Group-მა Star Alliance-ში საკუთარ პარტნიორთან, ამერიკულ ავიაკომპანია United-თან ერთად გადაწყვიტა. ბრიუსელიდან აშშ-ს ქალაქებში ფრენებს შეასრულებს United-ი, ხოლო აფრიკაში Brussels Airlines-ი, რომელიც Lufthansa Group-ის ნაწილია. ის უკვე იკავებს საჰაერო ტრანსპორტის ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს ევროპასა და აფრიკას შორის, ახორციელებს ფრენებს ბრიუსელიდან 18 […]
29 მარტს საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება

29 მარტს საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 25 წელზე მეტია, ამ დღის დაარსებით, ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო აქტიური მუშაობა მავნე გავლენების შესამცირებლად. „მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წელი სრულდება თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედებიდან და თამბაქოს კონტროლის რეფორმების მხრივ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, თამბაქოს ახალი პროდუქტების, […]
მოსკოვში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავეს

მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის საქმეზე ტაჯიკეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა ცხრა ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილი არიან თავდამსხმელებთან და “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების, “ხორასანთან” კავშირში. სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა 22 მარტის ტერაქტზე, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ცნობით, ყველა ეჭვმიტანილი ორშაბათს, 25 მარტს დააკავეს. თუმცა, კონკრეტულად რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ თავდამსხმელებთან, […]
ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია ისევ შეჩერდა – დეტალები

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია დროებით შეწყდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ზვავში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე გააგრძელებენ. ადგილზე იმყოფება შსს-ს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც, რომელმაც სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დიტო გოგოლაძეს ეძებენ. შეგახსენებთ, დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილ კაცს მეორე დღეა ეძებენ.
ხანძრისას დაშავდა ერთი ადამიანი – თბილისი

თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი პირი, მას დამწვრობა აქვს მიღებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

გამოძალვისთვის გასამართლებულმა, ზაქარია (შაქრო) კალაშოვმა კოლონია დატოვა და თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად Telegram-ის არხმა, Shot-მა გაავრცელა. ცნობები რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმაც დაადასტურეს. Shot-ის თანახმად, ე.წ. კანონიერი ქურდი ИК-2 კოლონიიდან კრასნოდარში წაიყვანეს, სადაც ის დვუბრაცკის დასახლებაში იმყოფება. მანამდე, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ ზაქარია (შაქრო) კალაშოვის საპატიმროდან ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. “სასამართლომ დააკმაყოფილა კალაშოვის მოთხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების […]
87 წლის ასაკში ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ლუის გოსეტ ჯუნიორი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ლუის გოსეტ ჯუნიორი გარდაიცვალა.მედიის ცნობით გოსეტმა ბოლო დღეები სანტა მონიკის სარეაბილიტაციო ცენტრში გაატარა, სიკვდილის ზუსტი მიზეზი არ სახელდება. მსახიობს 2010 წელს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, 2020 წელს ის კოვიდის გართულებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოსეტ ჯუნიორმა კარიერა 60-იან წლებში დაიწყო. 70-იან წლებში ე.წ. შავი კინოს ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, განსაკუთრებული პოპულარობა სატელევიზიო […]
ეროვნული ლიგა. V ტური. “დილა” – “იბერია 1999” [LIVE]

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში “დილა” “იბერია 1999”-ს მასპინძლობს.
გაეროს სასამართლომ ისრაელს დაავალა, უზრუნველყოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ისრაელს დაავალა, უზრუნველყოს დახმარების შეუფერხებელი შესვლა ღაზაში შიმშილის თავიდან ასაცილებლად. სასამართლომ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო და თქვა, რომ ისრაელმა უნდა ემოქმედა „დაყოვნების გარეშე“, რათა დაუშვას „საჭირო ძირითადი სერვისები და ჰუმანიტარული დახმარება“ ღაზაში. ისრაელმა „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდა ბრალდებებს, რომ ბლოკავს დახმარებას. სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი მუშაობს […]