უკრაინის მთავარსარდლის თქმით, უფრო ნაკლები ჯარისკაცის მობილიზებაა საჭირო, ვიდრე მოელოდნენ

პარასკევს კიევის უმაღლესი რანგის გენერალმა თქვა, რომ რუსეთის ორწლიანი შეჭრის მოსაგერიებლად, უკრაინის სამხედრო უწყებას უფრო ნაკლები ადამიანის მობილიზება დასჭირდება, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობდნენ. დეკემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1000 კილომეტრიან ფრონტზე რუსეთის თავდასხმების გაძლიერების ფონზე, სამხედრო უწყება შეიარაღებულ ძალებში 500,000-ით მეტი უკრაინელის მობილიზაციის წინადადებით გამოვიდა. მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, რომელიც თანამდებობაზე გასულ თვეში დაინიშნა, უკრაინის მედიისთვის […]

უკრაინა მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში $1,5 მილიარდს მიიღებს

მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, უკრაინამ 1,5 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, განაცხადა პარასკევს პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა. დახმარება გამიზნულია ქვეყანს ბიუჯეტის დახმარებასა და სოციალური ხარჯების დაფარვისთვის. უკრაინა დასავლელი პარტნიორების ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. მაგრამ, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, საგარეო დაფინანსება შემცირდა და აშშ-ის დახმარების პაკეტი, თვეების განმავლობაში, კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის თანხმობას ელოდება. მარტში კიევმა, დაახლოებით, 9 მილიარდი […]

სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი თანამშრომლები დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ […]

დმიტრო კულება – რუსეთის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის აღდგენა – თუ უკრაინაში არ დამარცხდებიან, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და ნატო-ს ქვეყნებში გაემართება

რუსეთის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის აღდგენა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ინდურ გამოცემა The Times of India-სთან ინტერვიუში განაცხადა. „არ ვიცი როდის, მაგრამ რუსეთი ნამდვილად შეიძლება თავს დაესხას ნატო-ს ერთი პირობით. თუ დასკვნამდე მივა, რომ ნატო-ს პასუხი ადეკვატური არ იქნება. რუსეთი ალიანსის შიგნით უთანხმოებების გამოყენებას შეძლებს, რათა ნატო-ს მხრიდან […]

რომან გოცირიძე – ივანიშვილს საქართველო, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს აყვანილი – მას მიაჩნია, რომ ევროპაზე თავდასხმის მეთოდმა გაჭრა, სანქციები არ დაუწესეს და კანდიდატის სტატუსი ამიტომ მივიღეთ

ივანიშვილს საქართველო, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს აყვანილი – მას მიაჩნია, რომ ევროპაზე თავდასხმის მეთოდმა გაჭრა, მას სანქციები არ დაუწესეს და კანდიდატის სტატუსი ამიტომ მივიღეთ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, ის, რომ „ქართული ოცნება“ ახლა არა მხოლოდ ევროპას, ამერიკასაც „უტევს“, ეს ბიძინა ივანიშვილს სანქციებთან აახლოებს. მისივე თქმით, თუ […]

სერგო ჩიხლაძე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი თანამშრომლების დაკავებაზე – რამის გადაფარვას ხომ არ ფიქრობთ ამ დაკავებებით?

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი თანამშრომლების დაკავების საკითხს “სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე ეხმიანება. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ჩიხლაძე ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებს კითხვებით მიმართავს. „კითხვა #1: აღნიშნულ პერიოდში (2020 წლის იანვრიდან 2023 წლის ზაფხულამდე) 2 წელზე მეტი ემთხვევა კოვიდის პერიოდს. კოვიდის პერიოდში კლინიკებს არანაირი […]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის ინფრასტრუქტურისა გაუმჯობესებასა და მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს დამატებით 4 ადგილიანი 36 ერთეული სავარძელი და რიგის კონტროლის 300 ერთეული ტენსაბარიერი დაემატა. ჩეხური წარმოების თანამედროვე ტიპის, […]

ქართული საფეხბურთო სიმღერების ისტორია – “ოქროს ბიჭებიდან” “გაიღიმემდე”

2024 წლის 26 მარტს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მთელი თამაშის განმავლობაში გულშემატკივრები მერაბ სეფაშვილის ჰიტს, გაიღიმეს მღეროდნენ. სიმღერას თავისთავად ფეხბურთთან კავშირი არ აქვს, თუმცა წინასწარმეტყველური ტექსტიდან (“შენთვის, შენთვის ვმღერი, ზღაპრის ბოლო კეთილია”) გამომდინარე, ნაკრების ოფიციალურმა ქომაგებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გია მაჭარაშვილის კომპოზიცია (ტექსტის ავტორი – ირმა სოხაძე) საფეხბურთო ჰიმნად […]

Croco Airways-ი ქალაქებში, სადაც საქართველო EURO-2024-ზე ითამაშებს, ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

Croco Airways-ი სამივე ქალაქის მიმართულებით, სადაც საქართველო EURO-2024-ზე ითამაშებს პირდაპირ რეისებს შეასრულებს. კომპანიაში BM.GE-სთან განაცხადეს, რომ ტურის სრული ღირებულება 4000-დან 5000 ლარამდე იქნება. “საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულმა გამარჯვებამ მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა. შესაბამისად, ქართველი ქომაგების ყურადღებაც ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული. იმისთვის, რომ ჩვენი გულშემატკივრები კიდევ უფრო გავახაროთ და ევრო 2024-ზე დასასწრები პროცესებიც გავუმარტივოთ, Croco Airways-ი ივნისში საქართველოს […]

შალვა ოგბაიძე – თუ საავტობუსო ზოლში ტაქსით მოძრაობის მიზნობრიობა არ დადგინდა, სატრანსპორტო საშუალება „A“ კატეგორიის ნებართვიდან ერთი წლის ვადით იხსნება

თუ საავტობუსო ზოლში ტაქსით მოძრაობის მიზნობრიობა არ დადგინდა, სატრანსპორტო საშუალება „A“ კატეგორიის ნებართვიდან ერთი წლის ვადით იხსნება, – ამის შესახებ სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დადგინდება, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ზოლში მოძრაობის მიზნობრიობა არ შეესაბამება ტაქსით მგზავრთა გადაყვანას. „დღეს, საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილია დადგენილების პროექტი, რომელიც მსგავსი ფაქტების […]