,,ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება” – სფფ

ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. „უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი […]
“მაშინ სად იყო “სანიმუშო ლიდერი”, როცა ბრაზილიელმა პოლიციელებმა არგენტინელები სასიკვდილოდ გაიმეტეს?”- ჩილავერტმა ვინისიუსი გააკრიტიკა

ვეტერანმა პარაგვაელმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა 2023 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა, როდესაც ბრაზილია-არგენტინის დაპირისპირებამდე სამართალდამცავები “ალბისელესტეს” ქომაგებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. “როდესაც ბრაზილიელი პოლიციელები არგენტინელებს სასიკვდილოდ სცემდნენ, სად იყო “სანიმუშო ლიდერი” ვინისიუსი? ისინი ურტყამდნენ ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს. როგორც კი ბრაზილიელების მიმართ უპატივცემულობას იჩენ, ისინი ყვირილს იწყებენ, თუ პრობლემები სხვებს ექმნებათ, ეს ნორმალურია”, – განაცხადა […]
ევრო 2024-ზე ბილეთები უეფას პორტალით გაიყიდება – ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. „ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში. „ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე […]
სპორტს, გარდა იმისა, რომ სიხარულის მოტანა შეუძლია, აქვს რესურსი იყოს მომგებიანი სფერო სახელმწიფოსთვის
სპორტს, გარდა იმისა, რომ სიხარულის მოტანა შეუძლია, აქვს რესურსი იყოს მომგებიანი სფერო სახელმწიფოსთვის სპორტის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, სპორტის დაფინანსება კი არა, სპორტს შეუძლია ფინანსების მოტანა და აქვს რესურსი, იყოს არა მხოლოდ მიმღები ინვესტიციების, არამედ ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას. ყაველაშვილმა ისაუბრა ასევე, ახალ სახელმწიფო […]
უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია

უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია. უკვე მესამე დღეა, მაშველები 50-წლამდე მამაკაცს ეძებენ, რომელიც ზვავმა მოიყოლა და გაუჩინდარდა. დიტო გოგოლაძის კვალი ოთო-ოშორის გზასთან იკარგება. არსებული ცნობებით, კაცი მეგობრებთან ერთად თოვლმავალით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მთას თოვლის მასა მოწყდა და შიგნით მოიყოლა. სამძებრო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო, ხოლო მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებიან.
,,კახეთი გადაიქცა შაბათ-კვირის მხარედ” – კახეთის სტუმარმასპინძლობის სექტორის გამოწვევები

,,კახეთი გადაიქცა შაბათ-კვირის მხარედ” – კახეთის სტუმარმასპინძლობის სექტორის გამოწვევები ,,კახეთი გადაიქცა შაბათ-კვირის მხარედ”, – ამის შესახებ რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელმა, გიორგი ალადაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა. მეურნეობის მმართველი იმ პრობლემებზე და ბალანსის არარსებობაზე საუბრობს, რაც ბიზნესს მომსახურების გაძვირებისკენ უბიძგებს, ხოლო ტურისტს სურვილი აღარ უჩნდება ქვეყანაში შემოვიდეს. „ასეთი სურათია, უბრალოდ გადავიქეცით შაბათ-კვირის მხარედ, სადაც შაბათ-კვირას […]
წერეთლის გამზირზე, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ მოძრაობის სქემა შეიცვალა

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, აკაკი წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდებარედ მოძრაობის სქემა შეიცვალა. “შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან გადაადგილება შესაძლებელი იყო წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქსნის ქუჩის მიმართულებით. რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევა აიკრძალა და მოძრაობა დასაშვებია ტრანსპორტის ქუჩისკენ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრა კი ნებადართულია შალიკაშვილის სახელობის […]
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი – ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად საკმარისი თანხა არ არის

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად საკმარისი თანხა არ არის, – ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა. „თუ მილიონ ჭურვზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს დაახლოებით, სამი მილიარდი ევროა. არის სხვადასხვა კალიბრები, პატარები ცოტათი უფრო იაფია. შესანიშნავი იქნება, თუ ყველაფერი გაკეთდება. ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ საკმარისი თანხა არ არის“, – განაცხადა ჰანო პევკურმა. […]
თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-დან დაბრუნებულ სამხედროებს წარმატება მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში გამართულ „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრში“ ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შეჯიბრებიდან დაბრუნებულ სამხედროებს, უმცროს სერჟანტ პაატა საბიაშვილსა და კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი ნოზაძეს წარმატება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა. „ქართველი და ამერიკელი სამხედროები სროლებში, სრული აღჭურვილობით მარშ-ნახტომში, ფიზიკური ნორმატივის ჩაბარებაში, სამხედრო ტოპოგრაფიაში, საცეცხლე და სამედიცინო […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, ბიულეტენები პრეზიდენტისა და დიასპორის შეხვედრაზე დასმული კითხვების საპასუხოდ მომზადდა. უფრო კონკრეტულად, საუბარია საფეხურებზე, რომელიც საჭიროა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისთვის გაიარონ. პირველი ეტაპი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას გულისხმობს, რის […]