უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია

უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია. უკვე მესამე დღეა, მაშველები 50-წლამდე მამაკაცს ეძებენ, რომელიც ზვავმა მოიყოლა და გაუჩინდარდა.
დიტო გოგოლაძის კვალი ოთო-ოშორის გზასთან იკარგება. არსებული ცნობებით, კაცი მეგობრებთან ერთად თოვლმავალით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მთას თოვლის მასა მოწყდა და შიგნით მოიყოლა.
სამძებრო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო, ხოლო მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი