ისრაელი აშშ-ს სთავაზობს, ღაზაში არაბული ქვეყნების სამხედროები განთავსდნენ – მედია

გამოცემა Axios-ი თავის წყაროებზე – ისრაელის ორ მაღალი თანამდებობის პირზე – დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ახალი ინიციატივა წამოაყენა. ინიციატივა, გამოცემის წყაროების ცნობითვე, გულისხმობს ღაზის სექტორში მრავალეროვანი სამხედრო ძალის განთავსებას – ძალისა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ისრაელისადმი კეთილად განწყობილი არაბული ქვეყნების მიერ. „ასეთი ნაბიჯი ანკლავში შექმნის სახელისუფლებო უწყებას, რომელიც არ იქნება […]

თურქეთის საგარეო სავაჭრო დეფიციტი იანვარ-თებერვალში განახევრებულია

თურქეთის საგარეო სავაჭრო უფსკრული იანვარ-თებერვალში განახევრებულია – ამის შესახებ ინფორმაციას anadolu ajancy ავრცელებს, მედიის ცნობით თურქეთის საგარეო სავაჭრო დეფიციტი იანვარ-თებერვალში 51%-ით შემცირდა და 12,95 მილიარდ დოლარს მიაღწია. TurkStat- ის ცნობით ქვეყნის ექსპორტმა 41 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8,5%-ით მეტია, ხოლო იმპორტი იმავე პერიოდში 16%-ით შემცირდა და 54 მილიარდი დოლარი შეადგინა. მხოლოდ თებერვალში საგარეო სავაჭრო […]

პერუს პოლიციამ პრეზიდენტის სახლში ძვირადღირებული საათების ამოღების მიზნით ჩხრეკა ჩაატარა

პერუს პოლიციამ პერუს პრეზიდენტის, დინა ბილუარტეს სახლში რეიდი ჩაატარა, სადაც ძვირადღირებული, Rolex-ის ბრენდის საათების პოვნა და ამოღება სურდათ. პერუში კორუფციის საქმეების გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დინა ბილუარტეს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაიწყო. სასამართლო ცდილობს გაარკვიოს, თუ რა ქონებას და რა ტიპის ძვირადღირებულ აქსესუარებს ფლობს პერუს პრეზიდენტი და რა გზით შეიძინა მან ისინი. პრეზიდენტ ბილუარტეს სახლში 29 მარტის […]

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ რამდენიმე NGO-ს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა

მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. „ვეტინგის“ საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. პარლამენტის თავმჯდომარე პატივისცემა გამოხატავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო ქადაგიძის და ქართველ მოსამართლეების მიმართ და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, […]

სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტის არსებობის მანძილზე პირველად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის და აკადემიკოს დავით გურგენიძის თავმჯდომარეობით, უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩია, რომლებიც საქმიანობას საზოგადოებრივ საწყისებზე განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულმა აკადემიური საბჭოს სხდომამ, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ წრეებთან ერთად, საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი ქართველი, ევროპელი, აზიელი და ამერიკელი […]

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მერიის თანამშრომლებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული ზაზა სირბილაძის ოჯახს მიუსამძიმრეს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მერიის თანამშრომლებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული ზაზა სირბილაძის ოჯახს სოფელ თორტიზაში მიუსამძიმრეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. „ზაზა სირბილაძე აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მისი ნეშტის გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი […]

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც Café Petticoat-ში მძევლები ჰყავდა აყვანილი

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ედეს ერთ-ერთ ღამის კლუბში მძევლები აიყვანა. დაკავებამდე მან ოთხი მძევალი გაათავისუფლა. მძევლები Café Petticoat-ის თანამშრომლები იყვნენ. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი პოლიციის თქმით, ამ ეტაპზე არაფერი მიანიშნებს ტერორისტულ მოტივზე. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ მამაკაცს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციამ მიმდებარე ქუჩები გადაკეტა […]

ნინო წილოსანი – მიხეილ სააკაშვილის და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი კამპანია, თითქოს ემიგრანტებს არ ეძლევათ არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა, არის ფაქსი და არ ემსახურება კონკრეტულ შედეგს

მიხეილ სააკაშვილის და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი კამპანია, თითქოს ემიგრანტებს არ ეძლევათ არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა, არის ფარსი და არ ემსახურება კონკრეტულ შედეგს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 2024 წლისთვის დიასპორას არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. წილოსანის თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა საზოგადოებას კარგად დაანახა, რომ პრეზიდენტის მოწოდებები […]

ფოთის მერი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყების თარიღს ეხმაურება

ფოთის მერი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყების თარიღს ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ზუსტად 34 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. გახსნით მატჩში ერთმანეთს თბილისის იბერიას სახელით მოასპარეზე დინამო თბილისი და ფოთის კოლხეთი-1913 დაუპირისპირდნენ. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ისტორიულ თარიღს ფოთის მერი ბექა […]

ლიბანში გაეროს სამხედრო მეთვალყურეები დაშავდნენ მათ გვერდზე ჭურვის აფეთქების შედეგად

გაერო იტყობინება, რომ მისი ოთხი სამხედრო მეთვალყურე დაიჭრა 30 მარტს, მათ გვერდზე ჭურვის აფეთქების შედეგად. შემთხვევა მოხდა ლიბანის სამხრეთში, სადაც ისრაელი და ჰეზბოლა ერთმანეთს რეგულარულად უშენენ ცეცხლს. გაეროს შერიგების პირობების შესრულების ზედამხედველობის ორგანიზაციამ (UNTSO) არ დაასახელა სროლის წყარო, მაგრამ ლიბანის ახალი ამბების ოფიციალური სახელმწიფო სააგენტო მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს. 30 მარტის დილით UNTSO-ის ოთხი სამხედრო მეთვალყურე, […]