ზივზივაძის ტრანსფერში „ჰაიდენჰაიმმა“ 1.8 მილიონი ევრო გადაიხადა – Transfermarkt

ცნობილი გახდა თანხა, რომლის საფასურადაც „კარლსრუემ“ ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის „ჰაიდენჰაიმში“ გაუშვა, – ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს. სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 3 იანვარს ბუნდესლიგის კლუბს ქართველი ფეხბურთელი „კარლსრუედან“ 1,8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ქართველი ახალწვეული უკვე ესპანეთის ქალაქ ალგორფაში იმყოფება, სადაც „ჰაიდენჰაიმს“ შეკრებაზე შეუერთდა. ზივზივაძე კიდევ ერთ ახალწვეულთან, მარცხენა მცველ ფრანს კრაციგთან (რომელიც მიუნხენის […]

სალომე ზურაბიშვილი 9 იანვარს „ჰადსონის“ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

ხუთშაბათს, 9 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი „ჰადსონის“ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჰადსონის“ ინსტიტუტი ავრცელებს. „შემოუერთდით „ჰადსონს“ თავისუფლებისთვის მებრძოლისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სპეციალური მიმართვისთვის, რომელსაც კონგრესმენ ჯო უილსონის კომენტარი და ექსპერტთა პანელის დისკუსია მოჰყვება“, – ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ღონისძიება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 […]

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – გრიპის, განსაკუთრებით A H1p წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში ბოლო 4 კვირაა მატულობს, რაც დეკემბრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა

გრიპის, განსაკუთრებით A H1p წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში ბოლო 4 კვირაა მატულობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღინიშნება, რომ დეკემბრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებაში “მეტაპნევმოვირუსთან” დაკავშირებითაც ავრცელებს ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ HMPV-ს პრევენცია ისეთივეა, როგორც სხვა გრიპისმაგვარი ინფექციების და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს. „ქვეყანაში ბოლო […]

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. დღევანდელ აქციას თბილისის სხვადასხვა ტაძრიდან საშობაო მსვლელობის მონაწილეები შემოუერთდებიან, რომლებიც უკვე რუსთაველის გამზირისკენ მოემართებიან. პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან ღამის 12:00 საათზე შობის შეხვედრას ერთად აპირებენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა კი ისევ უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული […]

კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო თანამდებობას ტოვებს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ ტოვებს მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ტრუდო ასევე აპირებს გადადგეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდანაც, როგორც კი მისი პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ტრუდო პოლიტიკაში 2008 წელს მოვიდა, ხოლო კანადის პრემერ-მინისტრი 2015 წლიდან არის. მისი მამა ელიოტ ტრუდო ასევე იყო ამ ქვეყნის პრემიერი და ისიც გადადგა 40 წლის წინ. ‘ეს ქვეყანა იმსახურებს ნამდვილ […]

“ნაპოლის” მცველი შეიძლება ლა ლიგაში დაბრუნდეს

“ნაპოლის” 22 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი რაფა მარინი შეიძლება სამშობლოში დაბრუნდეს, – ამის შესახებ Relevo იტყობინება. რაფამ მარინი ნეაპოლურმა კლუბმა ზაფხულში 12 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და არაა გამორიცხული, გუნდი გამოიცვალოს. მისი სამსახურით “ვილიარეალი” დაინტერესდა და უნდა იჯარით აიყვანოს, ან შეიძინოს კიდეც. transfermarkt-ის მიხედვით რაფა მარინის ფასი 9 მილიონი ევროა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურა ჭიჭინაძის საქმის განხილვის გაჭიანურებას ცდილობს

დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, პროკურატურა 16 იანვრის პროცესის გადადებას 12 მარტისთვის ითხოვს. ადვოკატის თქმით, ამის მიზანია, რომ უკანონოდ დაპატიმრებულების საქმის საჯარო განხილვა დროულად არ დაიწყოს. მიგინეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ჭიჭინაძის დაკავებიდან 1 თვეზე მეტია გასული, საგამოძიებო ორგანო კი ამბობს რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის. “1. პროკურატურა ითხოვს 16 იანვრის […]

კანადის პრემიერი ამბობს, რომ გადადგება, როგორც კი მმართველი პარტია შემცვლელს შეარჩევს

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, ორშაბათს, 6 იანვარს პარტიის ლიდერობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი, მისი პოლიტიკის მიმართ მზარდი უკმაყოფილება და შიდაპარტიული დაპირისპირებაა. გარდა ამისა, თანამდებობიდან ქვეყნის ფინანსთა მინისტრის უეცარი წასვლის შემდეგ, კანადის მთავრობაში მზარდი არეულობა და ტრუდოსადმი უკმაყოფილება არსებობდა. ტრუდომ თქვა, რომ მისთვის ცხადი გახდა, რომ ის […]

იტალიის პრემიერი მელონი მოულოდნელი ვიზიტით ტრამპთან კავშირს აძლიერებს

იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე დონალდ ტრამპს საზოგადოებისთვის მოულოდნელად ფლორიდაში ეწვია. ვიზიტის შემდეგ, კვირას, მელონიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობისთვის მზად არის. მელონი, რომელიც 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ იტალიაში მემარჯვენე კოალიციას უძღვება, ტრამპს მის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შაბათს შეხვდა. ამ ვიზიტის შესახებ წინასწარი განცხადება არ გაკეთებულა. მელონიმ ტრამპთან ერთად […]

მაკრონი: რუსეთის აგრესია ვნახეთ საქართველოში არჩევნების დესტაბილიზაციის გზით

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი გახდა უფრო აგრესიული, ათ შორის მეზობელი ქვეყნების მიმართ. ის ამ კონტექსტში ახსენებს საქართველოს და ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება ვნახეთ საქართველოშიც – საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციის გზით და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. მაკრონმა ამავე კონტექსტში ასევე ისაუბრა სომხეთზე, აზერბაიჯანსა და მოლდოვაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა საქართველოს მსგავსი […]