საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. “ამ განსაკუთრებით ტრაგიკულ და მტკივნეულ წუთებში, საფრანგეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში, სოფელ საბერიოში ტრაგიკული ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს”, – წერია განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო […]

ზურაბ ჯაფარიძე – პია კაუმა კარგად ჩაუღრმავდა საქმის არსს და მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა ვიზიტი, გაიაზრა, რომ პროპაგანდის ინსტრუმენტი იქნებოდა

თუნდაც უბრალოდ ხელის ჩამორთმევა „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლისთვის გამოყენებული იქნებოდა „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის მიერ საკუთარი პროპაგანდისთვის, რათა დახატონ სიტუაცია, თითქოს არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია , – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, კაუმამ გაიაზრა, რომ ის პროპაგანდის ინსტრუმენტი იქნებოდა და […]

შსს – პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტზე ორი პირი დააკავა – ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა, ცხედარი კი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი – 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების […]

ბელგია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალა

ბელგიის მთავრობამ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალა. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. „ელექტრონული სიგარეტი ხშირად შეიცავს ნიკოტინს. ნიკოტინი იწვევს ნიკოტინზე დამოკიდებულებას. ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რაც ფაქტია. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა ევროპაში, ვინც ამას აკეთებს“, – დასძინა მინისტრმა. ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სურს ევროკავშირში თამბაქოს მოხმარების მიმართ მკაცრი ზომების დაწესება. „მოვუწოდებთ ევროკომისიას […]

2025 წელს, რომელიმე სავაჭრო ცენტრში სტენდის განთავსებას ვგეგმავთ – „ფხოველი“

2025 წელს, გვსურს, რომ რომელიმე სავაჭრო ცენტრში, თბილისში, სტენდი განვათავსოთ, რაც ჩვენი მომხმარებლების რაოდენობას მკვეთრად გაზრდის, – ამის შესახებ შარფების მწარმოებელი კომპანია „ფხოველის“ დამფუძნებელმა ნინო სხირტლაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია მოლოდინის რეჟიმშია, რადგან სავაჭრო ცენტრებში ამ ეტაპზე ადგილი არ არის. “მთელი 2023 წელი ვცდილობდი სტენდის გახსნას, რადგან ეს ჯაჭვურად ჩვენი მომხმარებლების ზრდას გამოიწვევს, თუმც […]

ჰამილტონი: სამხედრო პარტნიორობა არ უნდა გაგრძელდეს, როცა სხვა თანამშრომლობა გაყინულია

“ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მისასალმებელია, თუმცა ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო – ფიქრობს ბობ ჰამილტონი, ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკი მას მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ ვაშინგტონში ბოლო დროს უფრო მეტად ხედავენ, როგორც ჩინეთისა და ირანისადმი მეგობრულად განწყობილ მთავრობას.

ნიკა მელია – ფორმირდება დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოება და სახელმწიფო – ეს პროტესტი პროტესტზე მეტია

პროტესტში ყველამ ნახა თავისი თავი და მნიშვნელობა და ცდილობენ, რომ საქართველოს უკეთეს მომავალში თავისი წვლილი ჩადონ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოება ყველა მიმართულებით ფორმირდება და პროცესი პროტესტზე მეტია. „უწყვეტმა აქციებმა ბევრი რამ მოიტანა, სიახლე ყველა მიმართულებით და, ძირითადად, ფორმირდება დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოება […]

ადვოკატის თქმით, პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის და სხვების საქმის გადადებას ითხოვს

პროკურატურა ითხოვს, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 16 იანვარსაა ჩანიშნული, 12 მარტისთვის გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს იმ იურისტთა ჯგუფის სახელით, რომელიც დაკავებულ მომიტინგეებს იცავს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი არის, რომ უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა. […]

“ოსვენციმის კომიტეტი” შეშფოთებულია ავსტრიაში ულტრამემარჯვენეთა ძალაუფლების ზრდით

“ოსვენციმის საერთაშორისო კომიტეტი” შეშფოთებით გამოეხმაურა მანდატს, რომელიც მიიღო ავსტრიის ულტრამემარჯვენე პარტია “თავისუფლებამ”, ვენაში მთავრობის ფორმირების მიზნით. ეს მანდატი მიეცა პარტიას, რომელიც “უფრო მეტადაა ჩართული მემარჯვენე ექსტრემიზმში და ნეო-ნაცისტურ აზროვნებაში და ქმედებებში, ვიდრე თითქმის სხვა ყველაფერში” – თქვა ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტოფ ჰიუბნერმა 6 იანვარს, მის სიტყვებს ავრცელებს გერმანიის სააგენტო dpa. ამის გაძლება “განსაკუთრებით რთულია ჰოლოკოსტს […]

დიდთოვლობის გამო რამდენიმე შტატში საგანგებო ვითარება გამოცხადდა

6 იანვარს, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის შუა ნაწილში და ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დიდი თოვლი მოვიდა. ეს წელს ზამთრის პირველი შტორმია, რომლის გამოც ვაშინგტონში ფედერალური სამსახურები და საჯარო სკოლები დაიხურა. დილის 8 საათისთვის შეერთებული შტატების დედაქალაქში თოვლის სიმაღლე 12.7 სანტიმეტრს აღწევდა. მიმდებარე მერილენდისა და ვირჯინიის შტატებში კი ზოგან 20 სანტიმეტრსაც აჭარბებდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ […]