სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „საკვალიფიკაციო ტესტირება ვეტერინარიის მიმართულებით, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირის დიაგნოსტიკა სეროლოგიური და მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდებით ჩატარდა. საერთაშორისო ტესტირება ორგანიზებული იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით. […]
საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ხუთი პირი – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ […]
აი, ფაქტი: ბოლქვაძეების ოჯახური ბიზნესის ისტორია – პოლიტიკა, სარგებელი და პრივილეგიები

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების, აი, ფაქტი ქართული ოცნების დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის ბიზნესისა და პრივილეგიების შესახებ წერს. სტატუსს თანახმად, სახელმწიფო დეპუტატის ოჯახის სამსახურში რამდენჯერმე ჩადგა: · 2011 წლიდან მოყოლებული დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა და გარემოცვამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 5.3 მილიონი ლარი მიიღო. · დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახი სახელმწიფო ქონებას პრივილეგიებით და შეღავათიან ფასად ეუფლება, წლების შემდეგ […]
“ოქროს ბურთის” გამარჯვებულმა როდრიმ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“ოქროს ბურთის” წლევანდელმა გამარჯვებულმა როდრიმ თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და მან ასეთად ლიონელ მესი მიიჩნია. “ყოველგვარი ფიქრისა და ეჭვის შეტანის გარეშე ეს ლიონელ მესია. მათ, ვისაც ლეოსა და კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ უთამაშიათ, განსხვავება იციან”, – აქვეყნებს როდრის სიტყვებს Mundo Deportivo. ინფორმაციისთვის, მესიმ “ოქროს ბურთი” კარიერაში 8-ჯერ მოიგო, რონალდომ კი – 6-ჯერ. საინტერესოა, […]
იტყუებოდნენ თითქოს იტალიურ ბანკში მუშაობდნენ და თანხებს დაეუფლნენ – დაკავებულია 5 ადამიანი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 5 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი […]
საია ითხოვს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალოს პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრება

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საკონსტიტუციო სასამართლოს დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით მიმართა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე “ტვ პირველის” ეთერში განმარტავს, საიას მიზანია, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილს დასწრება აეკრძალოს. ,,დიდი მოლოდინი სასამართლოსი არ გვაქვს, მაგრამ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მინიმუმ იმისთვის, რომ დავის ყველა რესურსი ამოწურული იყო. ჩვენ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ, ახლა […]
დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ მისამართზე დასრულდა. დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-19 კორპუსისა და მეხუთე კვარტლის 23-ე და 24-ე ა და ბ კორპუსების მიმდებარედ მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო ატრაქციონების ადგილზე შეიცვალა დაზიანებული კაუჩუკი, მოეწყო საჩრდილობელი, დაზიანებული საპარკე ინვენტარი ახლით ჩანაცვლდა. აღნიშნული სამუშაოების […]
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „2024 წლის 21 ნოემბრის დილით, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროს სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს. კერძოდ ასტრახანის ოლქიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ტამბოვის ოლქიდან მიგ-31-ის ტიპის გამანადგურებლით „კინჟალი“ და ტუ-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენით შვიდი Х-101-ის ტიპის […]
გია ხუხაშვილი – შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს – სამზარეულოში დარჩენილი პროტესტი ელოდება დასავლეთის პოზიციის ჩამოყალიბებას

შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში. რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როდესაც ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს. სამზარეულოში დარჩენილი პროტესტი ელოდება დასავლეთის პოზიციის ჩამოყალიბებას, რომ გადაწყვიტოს დარჩეს სამზარეულოში, თუ გამოვიდნენ გარეთ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ პროტესტი შედეგიანი იყოს, საჭიროა ძალის ფორმირება. „ძალის დემონსტრირებას სჭირდება გარკვეული სინერგიის შექმნა, პროტესტი […]
გურამ მაჭარაშვილი – რადიკალური ოპოზიცია აქციის ლოკაციაზე და დროზე ვერ თანხმდება, ასეთ ხალხს, არავინ მოუშვებს ხელისუფლებაში – მათი ხასიათია დილით დედა დაიფიცონ, რომ რაღაცას გააკეთებენ და საღამოს თქვან, „ნიჩვრიტი“ მქონდაო

ეს არის რადიკალური ოპოზიციის სახე, რომ ელემენტარულად, აქციის ლოკაციაზე, დროზე და ფორმაზე ვერ თანხმდებიან – შესაბამისად, ასეთ ხალხს, არავინ მოუშვებს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია და მათი ამომრჩევლების რაოდენობა დღითიდღე მცირდება. „ადვილი წარმოსადგენია, რა რთულ სიტუაციაშია ოპოზიცია, როდესაც მთელი მედიასაშუალებები ჩვენ გვეკითხებიან, რა გეგმა […]