ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ხუან მატა ერთ-ერთი გუნდის თანამფლობელი გახდა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 36 წლის ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატას აშშ-ის ჩემპიონშიპის (რანგით მე-2 ლიგის) ბინადარ “სან დიეგოს” ერთ-ერთი თანამფლობელი გახდა. ის გახდა პირველი აქტიური უცხოელი ფეხბურთელი, რომელიც ამერიკულ კლუბში წილებს ფლობს. ვეტერანი ამჟამად ავსტრალიაში ირჯება და “ვესტერნ სიდნეი უონდერესის” ფორმას ირგებს. მატა გულშემატკივარმა “ვალენსიაში” გაიცნო, რის შემდეგაც “ჩელსიში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “გალათასარაიშიც” […]

ევროკავშირის რომელი ქვეყანა იყენებს ყველაზე ნაკლებად პოლიეთილენის პარკებს?

ბელგიელები ყველაზე ნაკლებად იყენებენ პოლიეთილენის პარკებს ევროკავშირის ქვეყნებში: საშუალოდ, ისინი ახერხებენ წელიწადში მხოლოდ 4 ცალით შეზღუდვას (საუბარია მსუბუქ პარკებზე, რომლებიც იყიდება სუპერმარკეტების სალაროებში). კიდევ ორი ქვეყანა, სადაც პლასტიკური ჩანთები არ არის პოპულარული, არის პოლონეთი (7 ტომარა წელიწადში) და პორტუგალია (13). ამ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო Eurostat ავრცელებს. მასალის თანახმად, ევროკავშირის მცხოვრებლებმა 2022 წელს 4,7 მილიარდით […]

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ტერაქტი იგეგმებოდა

ფლორიდის მკვიდრი ჰარუნ აბდულ-მალიქ იენერი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) აფეთქების მოწყობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ სასამართლო დოკუმენტების გასაიდუმლოების შემდეგ გახდა ცნობილი, წერს The Hill. იენერს ბრალი ედება სახელმწიფოთაშორის ან საერთაშორისო ვაჭრობისთვის გამოყენებული შენობის განადგურების მცდელობაში, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით. გამოძიება თებერვალში დაიწყო, როდესაც FBI-მ მიიღო ინფორმაცია, რომ იენერს ჰქონდა ბომბის დამზადების გეგმა. ჩხრეკის შემდეგ, […]

ბოდბისხევის კოლექტორის მოწესრიგების სამუშაოები, დეკემბრის ბოლოს დასრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ქალაქ წნორის ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან 1000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურებასთან ერთად, […]

შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარტავენ, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს. დანაშაული 7 […]

მარია ზახაროვა – დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს

აშშ – სა და ევროკავშირს სურთ ქაოსი კავკასიაში, სიტუაციის დესტაბილიზაცია, მათ სურთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, მათ სურთ იქ ისეთი ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის სასარგებლოდ იმუშავებს და არა საქართველოსთვის, ან ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოს დასჯით ემუქრება სუვერენული კურსის გამო, იმის გამო, რომ ხალხმა არჩევნებში […]

საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებას ბარსელონაში, გამოფენაზე ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IBTM World 2024 – ზეა წარმოდგენილი. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მონაწილეობს. IBTM World 2024-ზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, IBTM World 2024-ის მონაწილეებს საშუალება […]

სოხუმში კონსტიტუციის შეცვლას ითხოვენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ოპოზიციონერებისა და საზოგადო მოღვაწეებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა საკონსტიტუციო რეფორმის გატარება მოითხოვა. აღნიშნული “რეფორმების მანიფესტი” გამოქვეყნდა ადგილობრივ ტელეგრამ არხებზე. “აფხაზეთის რესპუბლიკის 1994 წლის კონსტიტუცია ქვეყნისთვის რთულ პერიოდში მიიღეს და მან საშუალება მოგვცა, ღირსეულად გაგვევლო ეს პერიოდი. თუმცა, რეალობა შეიცვალა. ჩვენი ძირითადი კანონი აღარ პასუხობს თანამედროვე აფხაზეთის წინაშე არსებულ გამოწვევებს და საჭიროებს სასწრაფო […]

KIABI-მ ელექტრონული კომერციის პლატფორმა აამოქმედა – ფრანგული მოდის ბრენდის შეთავაზება მომხმარებელს

ფრანგული მოდის წამყვანი ბრენდი, KIABI, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2024 წლის აპრილში გამოჩნდა, მომხმარებელს ელექტრონული კომერციის პლატფორმას სთავაზობს, რომელზეც ასობით დასახელების, ქალის, კაცისა და ბავშვის სამოსის შეძენას კიდევ უფრო ამარტივებს. ვებგვერდი Kiabi.ge უკვე მოქმედებს. ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე განთავსებული შეკვეთის მიღება 2-5 სამუშაო დღის ვადაშია შესაძლებელი, 21-დან 28 ნოემბრის ჩათვლით კი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებაც მოქმედებს: ერთი კვირის […]

Georgian Bus: “ვცდილობთ ევროპელი ტურისტის მოზიდვას, IBTM World 2024-ზე ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს”

ბარსელონაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა IBTM World 2024 მიმდინარეობს, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, ასევე, კერძო კომპანიები ესწრებიან, მათ შორისაა Georgian Bus-იც. კომპანიის დირექტორი შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ევროპელი ტურისტების მოზიდვას. მისივე თქმით, მათ ძირითად სამიზნეებს ამჟამად პოლონეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი წარმოადგენენ.