გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათი ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. დოკუმენტი მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და მათთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების ჩატარებას […]
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 4400-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 4400-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. მათი თქმით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ 23 ნოემბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 18:00 სთ-მდე. „კრწანისის რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს 22 ნოემბრის 22:30სთ-დან, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა ქვემო ფონიჭალა – რუსთავის გზატკეცილი 3, 8, 10, 12ვგ, 12ა, 14, 15, 16აბ, 28, […]
რელიგიის სააგენტო მართლმადიდებლებს გიორგობას ულოცავს

დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას – წმინდანის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, ხალხურ მეტყველებაში კი შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვა – წმინდანის სახელზე აშენებული ტაძრებისა და სამლოცველოების აღსანიშნავად. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელ […]
დონალდ ტრამპმა აშშ-ის ხაზინის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი წარადგინა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ხაზინის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „სკოტს დიდ პატივს სცემენ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ინვესტორს, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგს“, – წერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ში. 62 წლის მილიარდერი სკოტ ბესენტი ჰეჯ-ფონდის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელია და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს ეკონომიკურ საკითხებში […]
“გიდებს და ტუროპერატორებს ახალი მარშრუტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“- ბერეკაშვილი სექტორის გამოწვევებზე

“გიდებს და ტუროპერატორებს ახალი მარშრუტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“, – ამის შესახებ BM.GE-სთან Travel To Georgia-ს დირექტორმა, ლაშა ბერეკაშვილმა შიდა ტურიზმის გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა.
2030 წლისთვის საქართველოს ენერგეტიკის დადგმული სიმძლავრის გაორმაგება იგეგმება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სტამბოლის ენერგეტიკული ფორუმის მინისტერიალის პანელურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, გლობალურ ენერგეტიკულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის პროცესში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ენერგეტიკული მდგრადობის უზრუნველყოფისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისთვის. მან აქცენტი გააკეთა ტრანსსასაზღვრო გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ქვეყნებს შორის ენერგოვაჭრობის ხელშეწყობაზე. „ჩვენ უკვე […]
Reuters – ბეირუთში, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა

ბეირუთში, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელმა ბეირუთში, ბასტას რაიონში მდებარე რვა სართულიან შენობას დაარტყა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიშის დროს, სულ მცირე, 4 ბომბი ჩამოაგდეს.
„ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ყველა ფორმატში უარი უნდა ვთქვათ“ – NGO-ების ერთობლივი განცხადება

20 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ მიმართვას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა და ცესკოს გამოცხადებული შედეგი არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში განმარტავენ, რომ საჭიროა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ყველა ფორმატში. მათ მიერ ხელმწორერილ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „უნდა მოხდეს საერთაშორისო იზოლაცია იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც ხელისუფლება კრიმინალის გზით […]
მმართველი პარტია პრეზიდენტობის კანდიდატზე მსჯელობს

22 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. მოგვიანებით, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან მმართველი პარტიის მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ პარტია შეეცდება ისეთი კანდიდატის დასახელებას, რომელიც მათი გუნდის იმედებს გაამართლებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიაში ამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება და საზოგადოებას პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობას მალე გაუზიარებენ. „ქართული ოცნების“ […]
კონგრესმენი უილსონი: “მეგობარი აქტის” დადებითად გადასაწყვეტად ვმუშაობთ

იმედგაცრუება და რუსული გავლენა – ესაა ის ორი რამ, რაზეც ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას ამბობენ. რესპუბლიკელი კანონმდებელი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი გვეუბნება, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ “მეგობარი აქტი” საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს. სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლები კი ხაზს უსვამენ იმას, რომ სამართლიანი არჩევნების თემა არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის, […]