The Associated Press – ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სუნიტურ და შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სუნიტურ და შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის კურამის რაიონში მოხდა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ბაგანსა და ბაჩა კოტში მაღაზიებს, სახლებსა და სამთავრობო შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. […]

მაკგრეგორი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს

ირლანდიელმა UFC-ის მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ნიკიტა ჰენდის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით, სასამართლომ მაკგრეგორი 2018 წელს დუბლინის სასტუმროში ჰენდის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და მას დაზარალებულისთვის თითქმის 250,000 ევროს გადახდა დააკისრა. ნიკიტა ჰენდი ირლანდიელი სპორტსმენი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა – იგი ამბობდა, რომ მაკგრეგორმა ის 2018 წელს, შობის ღამეს გააუპატიურა. ჰენდმა მის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში […]

“2003 წლის 23 ნოემბერს, მოვიდა შუქი და აღარ ჩაქრა… გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს”- ნანუკა ჟორჟოლიანი

2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციიდან გასულ 21 წელს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, ეხმაურება და საზოგადოებას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს: “2003 წლის 23 ნოემბერს, მოვიდა შუქი და აღარ ჩაქრა” (Repost) გაუმარჯოს ყველა ადამიანს, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა იმ დღეებში და განსაკუთრებით გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს. წმინდა გიორგის ძალა ფარავდეს საქართველოს და თავისუფლების ყველა მცდელობას“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. […]

ლოცვა, რომელიც დღეს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

ქრისტიანული სამყარო 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს. დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. საკვირველმოქმედი და ძლევამოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. გთავაზობთ ლოცვებს რომელიც გიორგობა დღეს უნდა წაიკითხოთ: ჰოი, ყოვლადნეტარო, წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, მიითუალე საგალობელი ესე ქებისა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელობითა შენითა გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა, რაჲთა შენ თანა ვღაღადებდეთ: […]

გიორგი ვაშაძე: გთხოვთ, ორშაბათს გაეთავისუფლოთ სამსახურიდან და ჩვენს სამშობლოს ერთი დღე დავუთმოთ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს ერთდღიანი შვებულება აიღონ და სამშობლოს ერთი დღე დაუთმონ. როგორც გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლების ოპონენტები გეგმავენ, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია, თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც გამართონ. „მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ორშაბათს გაეთავისუფლეთ […]

ასლან ბჟანია – აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ

აფხაზეთში არ ვიმყოფები, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიას განუცხადა. „ახლა აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ. შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა […]

კანდელაკის თქმით, საქართველოს დელეგაციამ კანადის ვიზები ვერ მიიღო, წილოსანი ამას სიცრუეს უწოდებს

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” პროექტების მენეჯერის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ კანადის ვიზა ვერ მიიღო. ამის შესახებ იგი ფეისბუკზე ავრცელებს ინფორმაციას. “ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას კანადამ (სადაც ახლა იმართება ასამბლეის სესია) ვიზებზე უარი უთხრა”, – დაწერა გიორგი კანდელაკმა. მას მალევე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა. მისი კომენტარი ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა, სადაც ნათქვამია, […]

საგამოძიებო დეპარტამენტის ბაზაზე სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი იქმნება

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიების ეფექტურობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის და უწყების ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო. რეორგანიზაციის ფარგლებში, საგამოძიებო დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდება სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის და ძალადობრივ დანაშაულებს, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას უზრუნველყოფს. […]

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი გოგონას მშობლები გახდნენ – რა დაარქვა წყვილმა ახალშობილს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა. „მივესალმოთ ენი მამარდაშვილის მშობლებს… გიორგისა და ელენესთვის ახალი ცხოვრება დაიწყო“, – წერს Geo Team სოციალურ ქსელში.

პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება – გაფრთხილება მძღოლებს

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ამასთან, შსს-ს განმარტებით, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ, შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. „ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი […]