ჩეხეთის ელჩი: თბილისში დააზიანეს ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა

საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატის თანახმად, თბილისში, ვაკის რაიონში, ჩეხეთის საელჩოს მოწყობილი გამოფენა, რომელიც 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციას ეძღვნებოდა, დააზიანეს. ელჩმა კუბერნატმა 23 ნოემბერს პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც დაზიანებული საგამოფენო ბანერები ჩანს. „სამწუხაროდ, ასე დასრულდა 1989 წლის ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ“, – წერს ელჩი. გამოფენა ვაკეში, თამარაშვილის […]

“ზოგიერთ ადამიანს დაავიწყდა, რაც მან “ნაპოლისთვის” გააკეთა” – “პარტენოპეის” ყოფილი ფორვარდი ალექს მერეტზე

“ნაპოლის” ყოფილმა ფორვარდმა რობერტო სოსამ, Tele A-სთან ინტერვიუში “პარტენოპეის” კარის დარაჯის, ალექს მერეტის შესახებ ისაუბრა. სოსას თქმით, ზოგიერთი ჟურნალისტი იტალიელ მეკარეს უსამართლოდ აკრიტიკებს. “მაშინ, როდესაც “ნაპოლის” სპალეტი წვრთნიდა, გუნდის ვარჯიშს დავესწარი და უნდა ვაღიარო, რომ მერეტი შესანიშნავი ბიჭია. ძალიან თავაზიანი, ზრდილობიანი ადამიანია. ჩემი აზრით, ის შესანიშნავი მეკარეა. რა თქმა უნდა, როდესაც შეცდომას უშვებს, ვაკრიტიკებ ხოლმე. […]

ბეირუთში, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა – Reuters

ბეირუთში, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელმა ბეირუთში, ბასტას რაიონში მდებარე რვა სართულიან შენობას დაარტყა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიშის დროს, სულ მცირე, 4 ბომბი ჩამოაგდეს.

ეკონომიკური ზრდა ამ წელს 8.5%-ს მიაღწევს – ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო CEEI-ის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელზეც ევროპული ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრესი და გამოწვევები მიმოიხილეს. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური სერვისების ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის დაჩქარება პრიორიტეტია. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ასევე ევროპის ცენტრალურ ბანკთან ორმხრივ ურთიერთობებსა და […]

იაპონიაში 250 მილიარდი დოლარის ეკონომიკური პაკეტი დაამტკიცეს – რა იგეგმება

იაპონიის მთავრობამ, ინფლაციის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად, 39 ტრილიონი იენის, დაახლოებით 250 მილიარდ დოლარის, ღირებულების ეკონომიკური პაკეტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი ორიენტირებულია იმ ინიციატივებზე, რომლებიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს ინდივიდუალური შემოსავლების გაზრდას. “ბლუმბერგის” ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იშიბა შიგერუს, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებული ეკონომიკური პაკეტი მოიცავს სუბსიდიებს და ფულად დახმარებას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, მზარდი ენერგო ხარჯების “დასაჭერად”. პაკეტი […]

რუსეთში “უცხოეთის აგენტებს”, შესაძლოა, ჰონორარის მიღება შეეზღუდოთ

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ე.წ. უცხოეთის აგენტებს ჰონორარის მიღების შესაძლებლობას უზღუდავს. ამ სტატუსის მქონე პირებს მოეთხოვებათ რუბლის სპეციალური ანგარიშის გახსნა, სადაც შემოქმედებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება. გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს „სასამართლოს გადაწყვეტილებით“ ანგარიშიდან თანხის ამოღებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. წელსვე რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს და კომპანიებს უკრძალავს ე.წ. უცხოეთის აგენტების […]

რუსეთი უკრაინის სამ ნაწილად გაყოფას გეგმავს – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, გაეცნენ რუსეთში შექმნილ დოკუმენტს, რომელშიც 2045 წლამდე მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის განვითარების შესახებ პროგნოზებია გაკეთებული. ГУР-ის უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ, უკრაინულ გამოცემა Interfax-Ukraine-სთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ასევე უკრაინის ტერიტორიის სამ ნაწილად გაყოფის გეგმას შეიცავს. “პირველ რიგში, დაზვერვის მთავარი სამმართველოსთვის ცნობილია ეს დოკუმენტი. უფრო მეტი რომ ვთქვა, […]

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის რამდენიმე პროექტია დარეგისტრირებული

ევროპარლამენტი საქართველოზე რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს. ამ დროისთვის ევროპის საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის რამდენიმე პროექტია დარეგისტრირებული. მათ შორის ივანიშვილისა და ოცნების სხვა ლიდერების კახი კალაძისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირების მოთხოვნით. ასევე ერთ-ერთ პროექტში ნათქვამია, რომ ვერ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, თუკი ადეკვატური გამოძიება არ ჩატარდება. ამ ეტაპზე რეგისტრირებულია პოლიტიკური ჯგუფის “განაახლე ევროპას” – Renew-სა , მწვანეების და […]