ფრანგმა ფერმერებმა პარიზის მახლობლად საპროტესტო აქცია გამართეს და გზების გადაკეტვა სცადეს

ფრანგმა ფერმერებმა პარიზის მახლობლად საპროტესტო აქცია გამართეს და გზების გადაკეტვა სცადეს. პროტესტის მიზეზი ევროპასა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესაძლო შედეგებია. ფერმერები აცხადებენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესს დააზარალებს. ფერმერების პროტესტის საპასუხოდ, პარიზისა და ვალ-დე-მარნის პოლიციის პრეფექტურებმა გარკვეული პერიოდით აკრძალეს პარიზის ცენტრში ყველა შეკრება, რომელიც წინასწარ არ არის დაანონსებული. ფრანგული ტელეარხის ცნობით, 13 იანვარს სასოფლო-სამეურნეო […]
კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრუდომ, შესაძლოა, გადადგომის შესახებ განაცხადოს – მასმედია

შესაძლოა თანამდებობა დატოვოს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, რომელიც ლიბერალური პარტიის შიგნით მზარდ წინააღმდეგობას წააწყდა. ამის შესახებ კანადური მედია The Globe, Mail-ი და The Toronto Star-ი, და ასევე ამერიკული სააგენტო Reuters-ი, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებიან. პარტიაში მოელიან, რომ კანადელ ლიბერალთა ლიდერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას, ეროვნული კონგრესის წინაშე, ოთხშაბათს გააკეთებს. წყაროების ვარაუდით შესაბამის განცხადება უახლოეს 24 საათში […]
ეს უდროო ვიზიტი არ შეუწყობს ხელს კრიზისის მოგვარებას – ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზე

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში აღაშფოთებს ქუჩებში მდგარ ხალხს, რომლებიც უკვე 40 ღამეა, აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და რუსეთისკენ შებრუნებას. ასეთი უდროო ვიზიტი არ დაეხმარება კრიზისის მოგვარებას. ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე. 5 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის […]
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა

“დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში”, – წერს ის. Following discussions and after close consideration, I’ve decided to postpone visiting Georgia until a time that the @OSCEPA’s […]
ბრიტანეთის ელჩი: განსაკუთრებით ვწუხვარ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რაიონში მოხდა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ხანძრის შედეგად დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. ელჩის ქართულ ენაზე ვიდეო-მიმართავს Facebook-ზე დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს. “შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, […]
თბილისში რუსული „სიროვარნიას“ პირველი რესტორანი იხსნება

თბილისში რუსული „სიროვარნიას“ პირველი რესტორანი იხსნება, ინგლისური სახელწოდებით CHEESEFARM. Cheesefarm Tbilisi-ის გვერდი უკვე შექმნილია Facebook-ზე, ასევე, საქართველოში „სიროვარნიას“ ფილიალის გახსნის შესახებ ინფორმაცია იძებნება ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. CHEESEFARM-ის მისამართია თავისუფლების მოედანი 7. Smart Press-ის ინფორმაციით, ის სასტუმრო „პარაგრაფის“ პირველ სართულზე განთავსდება. „სიროვარნია“ რუსული რესტორნების ჰოლდინგის „ნოვიკოვის ჯგუფის“ პროექტია. რუსეთის გარდა, „სიროვარნიას“ ქსელის რესტორნები წარმოდგენილია ყაზახეთში, არაბთა […]
რუსული Novikov Group-ი „თბილისი პარაგრაფში“ რესტორნის გახსნას ნოემბერში გეგმავს

თბილისში, რუსული Novikov Group-ი რესტორნების ქსელის „სიროვარნაიას“ ფილიალის გახსნას გეგმავს. რესტორანი თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიხსნება. კომპანიამ ვაკანსიები უკვე გამოაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „თბილისში რესტორნის გახსნა მიმდინარე წლის ნოემბერში არის დაგეგმილი, რომლის სახელწოდებაც „Cheese Farm“ იქნება.” Novikov Group-ის ცნობით, ქსელი 1991 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს მასშტაბით 265 რესტორანს, მათ შორის, ლონდონში, ლოს-ანჯელესში, მაიამიში, დუბაიში, […]
შეუფერებელ დროს ვიზიტი ვერ დაეხმარება კრიზისის განმუხტვას – ზურაბიშვილი კაუმას

სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტის დროს შეუფერებლად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ განმუხტავს. პირიქით, აღშფოთებას გამოიწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც უწყვეტი აქციებით აპროტესტებენ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას და ქვეყნის რუსეთისკენ სვლას. “ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში იწვევს იმ ადამიანების აღშფოთებას, რომლებიც 40 დღეა თბილისის […]
რუსეთი ირწმუნება, რომ სრული კონტროლი დაამყარა უკრაინის ქალაქ კურახოვოზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 6 იანვარს განაცხადა, რომ სამხრეთის ჯარების ქვედანაყოფებმა „სრულად გაათავისუფლეს“ დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო(უკრაინულად კურახოვე). სხვა წყაროებით, მათ შორის უკრაინის გენშტაბის მიერ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში კურახოვეს მიმართულებით 27 შეტევა მოიგერიეს. კურახოვე მდებარეობს უკრაინის დონეცკის ოლქის დასავლეთში და […]
ივანე ჩხაიძე ჩინეთში მეტაპნევმოვირუსის გავრცელების ზრდაზე – მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება – შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს ის გადატანილი აქვს

მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება – შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს მეტაპნევმოვირუსი გადატანილი აქვს – არანაირი საფუძველი, რომ ეს ვირუსი განვიხილოთ როგორც მორიგი პანდემიური ვირუსი, არ არის, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყოველკვირეულად ითვლიან მეტაპნევმოვირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, რომლის თანახმად წინა კვირას ამ […]