სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მოსახლეობას აქვს ამნეზია – არ ანაღვლებს, საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, “სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას აქვს ამნეზია, არ ანაღვლებს, საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ და მთავარია, მისთვის რას იფიქრებენ უცხოეთში.” როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ზურაბიშვილი ქართველი ამომრჩევლების მიმართ ასეთ დამოკიდებულებებს ავლენს. […]
18-ის ნაცვლად 9 – მილეი სამინისტორების რაოდენობას ანახევრებს

არგენტინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობამ ხანგრძლივი კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად პირველი ეკონომიკური ზომები დააანონსა. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრ ლუის კაპუტომ განაცხადა, რომ დოლართან მიმართებაში პესოს ოფიციალური გაცვლითი კურსი, თითქმის, ორჯერ დევალვირდება (გაუფასურდება) და ერთი დოლარი 366-ის ნაცვლად 800 პესომდე ეღირება. ამით ოფიციალური გაცვლითი კურსი ქვეყანაში არსებულ საბაზრო კურსს უფრო […]
„საქართველოს უნიკალური მდებარეობა შუა დერეფანს როგორც რეგიონულ ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბს, მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს“ – ირაკლი ნადარეიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის კვირეული ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ევრაზიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროების გამოწვევებს და მათი გადაჭრის საკითხებს მიეძღვნა. თავის სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს უნიკალური […]
ისრაელის არმიამ, ღაზას საავადმყოფოში ჰამასის 70 ბოევიკი დააკავა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოში ჰამასის 70-ზე მეტი მებრძოლი დააკავეს. როგორც IDF-ის წარმომადგენელმა ავიჩაი ადრაიმ განაცხადა, ბოევიკებმა იარაღი დაყარეს და კამალ ადუანის საავადმყოფოში ისრაელის არმიას ჩაბარდნენ. The IDF reveals footage showing Palestinian gunmen surrendering to IDF troops at the Kamal Adwan Hospital in northern Gaza. It says that in recent days, troops […]
გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წლის ნოემბერში იქნება – ამბობს კალაძე

თბილისის მერის თქმით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მეტროსადგურის მეორე ამოსასვლელის პროექტი მომალი წლის ნომებერში იქნება მზად. “ახმეტელის თეატრის” მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის საჭიროებაზე კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2022 წლის 28 ოქტომბერს ისაუბრა თბილისის მთავრობის სხდომაზე. “იყო დისკომფორტი [ზედა ვესტბულში] შესვლასთან დაკავშირებით, რაც მოხსნილია, დაყენებულია ახალი ტურნიკეტები, უფრო მეტი რაოდენობის. პიკის საათებშიც შესვლა პრობლემას არ წარმოადგენს. გრძელვადიან პროექტთან […]
ჩელენჯ თასი | ხუთი დებიუტანტი და ექვსი ცვლილება სასტარტოში

ხვალ ღამით “შავი ლომი” ჩელენჯ თასზე თავის მეორე შეხვედრას გამართავს და ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირში დებიუტი კიდევ ხუთ ქართველ მოთამაშეს ექნება. არა მხოლოდ ჩელენჯ თასზე, არამედ ზოგადად “შავი ლომის” კვართით თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს კვაჭი გელა მახარაშვილი, რომელიც “სქარლეთსთან” მატჩს მაქრაფიდან იწყებს. მარქაფაშია მესამეხაზელი საბა კურტანიძე, რომელმაც “შავი ლომის” რიგებში ერთხელ, გაზაფხულზე, სამხრეთამერიკული ტურნეს დროს […]
ალტერნატივის გარეშე – შევჩენკო პრეზიდენტი გახდება

უკრაინის ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ, ოფიციალურად წარადგინა თავისი კანდიდატურა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე, – იტყობინება ჟურნალისტი იგორ ბურბასი. შევჩენკოს პრეზიდენტად არჩევა გადაწყვეტილია. ამიტომ, მის გარდა, საკუთარი კანდიდატურა არავინ წამოაყენა. ასოციაციის რიგგარეშე კონგრესი 25 იანვარს ჩატარდება და შევჩენკოს პრეზიდენტად ასარჩევად დელეგატთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
ბოლო სამ თვეში, ყველაზე მეტი მნახველი იმერეთს ჰყავდა – შიდა ტურიზმის სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მე-3 კვარტალში ქვეყნის ფარგლებში, სხვადასხვა მიზნით, თვეში საშუალოდ 1 405 ადამიანი გადაადგილდებოდა. მათ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით 1767 ადგილი მოინახულეს, აქედან, 822 – ტურისტული მიზნით. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო იმერეთის რეგიონია. დაახლოებით იგივე რაოდენობის მნახველი ჰყავს თბილისს. შემდეგ მოდის აჭარა და კახეთი. საქსტატი მონაცემების […]
“დასავლეთმა დაშალა ნაცმოძრაობა” – სანდრო ბრეგაძე

“დასავლეთმა დაშალა ნაცმოძრაობა” – სანდრო ბრეგაძე — “დასავლეთმა დაშალა ნაცმოძრაობა“ — — დასავლეთი საბოლოოდ მიხვდა, რომ ნაცმოძრაობა მთავარ ოპოზიციურ ძალას არის ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გარანტია — დადასტურებული ფაქტია – 1000 არჩევნები რომ ჩაატარო – 1000 ჯერ მოუგებს არჩევნებს ოცნება ნაცმოძრაობას — ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა , რომ სწორედ დასავლეთის უდიდესი ძალისხმევით დაიშალა ნაცმოძრაობა , […]
“გადავრჩი” კოჭის ბზარით – გაუფრთხილდით თავებს” – რა მოხდა წერეთლის გამზირზე? – წერილი სოციალური ქსელიდან

“გადავრჩი” კოჭის ბზარით – გაუფრთხილდით თავებს” – რა მოხდა წერეთლის გამზირზე? – წერილი სოციალური ქსელიდან წერეთლის ამბებზედ: ოქტომბრის ამბავია და დიდხანს ვიფიქრე გამესაჯაროებინა თუ არა, მაგრამ ჩათვალეთ ეს პოსტი გაფრთხილებად რადგან არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვისაც ასეთი ამბავი გადახდა. ავტობუსები ვარდება თხრილში და მე რაღა გავხდი… არც ჩემი ვინაობაა მნიშვნელოვანი. 13 თუ 14 […]