“ძალიან მაგარია” – სოზარ სუბარი

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ხალხის ძალის ერთ–ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ეხმაურება და ამბობს: “სამართლიანი გადაწყვეტილებაა და ვულოცავ მთელ საქართველოს, სამართლიანი იქნებოდა, რა თქმა უნდა, როცა ერთი წლის წინ უნდა მიგვეღო, მაგრამ დღესაც ძალიან მაგარია და ძალიან მალე გაიხსნება უკვე გაწევრიანების მოლაპარაკებების კარი, ამაშიც დარწმუნებული ვარ. კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დღეს მიიღო ევროკავშირმა და ხვალ ჩვენც მოგვიწევს […]
მე აქ უნდა ვიყო – პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე მივიდა

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საერთოდ არ უფიქრია უნდა მისულიყო თუ არა თავისუფლების მოედანზე, რადგან მისი თქმით, მისი ადგილი სწორედ იქ არის, სადაც მისი ხალხი და ქვეყანა ზეიმობს. ბევრი კი არა საერთოდ არ მიფიქრია აქ მოსვლაზე, რადგან მე აქ უნდა ვიყო” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
“ოცნება იძულებული გახდა ეზეიმა დღეს”- ანა ნაცვლიშვილი

თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიებაზე მისულმა “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა: “ქართველი ხალხი ზეიმობს დღეს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს აქვთ სიხარულის განცდა და იმედის იმპულსი, ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება. ვულოცავ საქართველოს და ვულოცავ ევროპას. გუშინდელი გადაწყვეტილება, მიუხედავად წინააღმდეგობისა, იყო დიპლომატიის და პოლიტიკის მასტერკლასი, რომ ვერ დაიბლოკა გადაწყვეტილება. ახლა რაც არის მთავარი, […]
პარლამენტმა ნარმანია სემეკის წევრად მეორე ვადით აირჩია

სემეკის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა, დავით ნარმანია მარეგულირებელი კომისიის წევრად მეორე ვადით, ხმათა უმრავლესობით აირჩია. სწორედ კომისიის წევრებიდან ირჩევა სემეკის თავმჯდომარე. ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] წევრად პირველი ვადით 2017 წელს აირჩიეს, 2019 წლიდან დღემდე კი კომისიას ხელმძღვანელობს. კომისიის ცნობით, “სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის […]
იმიტომ, რომ მიხარია – პრეზიდენტი “სახალხო ზეიმზე” მივიდა

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე “სახალხო ზეიმზე” პრეზიდენტი მივიდა. TV პირველის კითხვაზე, რა არის მისი გზავნილი, რატომ მივიდა, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს – “იმიტომ, რომ მიხარია, ისე როგორც ყველა ქართველს უხარია, რომ ერთი დიდი ნაბიჯით ახლოს ვართ ევროპასთან”. კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შეკრებილებისთვის მიმართვის საშუალება ექნება, პრეზიდენტი პასუხობს – “რავიცი, საზოგადოება აგერ არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია”. […]
ზარქუა: ჭიჭე, ხაბე, სალომე არ დაგავიწყდეთ, ვიზეიმოთ, ლუზერებისთვისაც მოვიპოვეთ გამარჯვება

· 69 · · “ჭიჭე”, მოდი, ცალკე ნუ აღნიშნავ, მოდი, მიგიღებთ, ქართველი ხალხი მიგიღებთ. აღნიშნე რუსთაველზე, გამოდი, ეს ზეიმი შენთვისაც არის და შენი შვილებისთვისაც მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. ჩვენ არ ვყოფთ არავის. ყველასთვის არის. ჩემი ხაბე სად არის? გადამალეს. მოდი, ბიჭო, გამოდი. ჩემი სალომე არ უნდა დაგავიწყდეთ. ყველა მოდით, ერთად ვიზეიმოთ, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არის […]
ალექსეი ნავალნი სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გადაჰყავთ. მასთან კავშირი არ არის

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გადაჰყავთ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ეს გამომდინარეობს ვლადიმირში მდებარე სასამართლოს შეტყობინებიდან. სასამართლოზე მოსამართლემ წაიკითხა ფედერალური პენიტენციური სამსახურის რეგიონული ფილიალიდან 12 დეკემბერს მიღებული ცნობა, რომლის თანახმად, ნავალნიმ დატოვა მე-6 კოლონია, სადაც ბოლო დრომდე იმყოფებოდა და გადაჰყავთ ვლადიმირის რეგიონის ფარგლებს გარეთ მდებარე გამოსასწორებელ კოლონიაში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც […]
თავისუფლების მოედანზე, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. მოედანზე შეკრებილია მოსახლეობის ნაწილი, ნაწილი კი თანდათან უერთდება ღონისძიებას. პარალელურად, მიმდინარეობს კონცერტი, სპეციალურად მოწყობილია სცენა. მოქალაქეები სახალხო ზეიმზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მიდიან. გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან “ქართული ოცნების” წევრები, ასევე, როგორც ცნობილია აქციაზე მისვლას აპირებს ოპოზიციის ზოგიერთი წევრი, ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა […]
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რუსთავში ქუჩები სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით მოირთო

ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რუსთავში ცენტრალური გამზირები და ქუჩები სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით საზეიმოდ მოირთო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. რუსთავის მერიის ცნობით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ საერთო სახალხო შეკრებას, მოსახლეობა რუსთავიდანაც შეუერთდა. ,,რუსთავი უერთდება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და იმ სიხარულს, რომელიც დღეს თითოეულ ქართველს გვაქვს. სწორედ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნიდან […]
ბელგიის პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერები ისრაელს სთხოვენ, ღაზაში „მაქსიმალური თავშეკავება“ გამოიჩინოს

ევროკავშირის ლიდერები ისრაელს სთხოვენ, ღაზაში “მაქსიმალური თავშეკავება” გამოიჩინოს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებულ შეხვედრამდე განაცხადა. დე კროოს თქმით, იმისდა გათვალისწინებით, რომ ისრაელს “უფლება აქვს ღაზადან მომდინარე ტერორისტული საფრთხე აღმოფხვრას”, მან ეს უნდა გააკეთოს “თავშეკავებით და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისადმი პატივისცემით”. ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ოქტომბერში გამართული ევროპული საბჭოს […]