ირაკლი ქარქაშაძე – მეოთხე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან საშუალო ბაზად გადაიქცა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი წლის მანძილზე აორმაგებს ბაზირებული საჰაერო ხომალდების […]
პატარა ლაზარეს, რომელიც პიტბულმა დაკბინა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება- “თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია“

პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში პიტბულმა დაკბინა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება. “მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო, უცნობებო, სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი თანადგომა. წმინდა ბარბარე არ გაგვწირავს მჯერა და მაქ სასწაულის იმედი რო დაგვეხმარებით. ჩვენ პატარა ლაზარეს რომელიც ძაღლმა დაგლიჯა და თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია რო გადარჩეს რისთვისაც ამ ეტაპზე 40 000 ლარია საჭირო. ოჯახს ვჭირდებით ჩვენი […]
ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი | 17-18 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 – 30 მ/წმ-დე. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების […]
თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს: დიდუბის რაიონში – ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზ. N1-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:45-დან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას. საბურთალოს რაიონში – სოფ. დიღომი, ანდრონიკაშვილის ქუჩის N1-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი […]
თოვლის გამო გზებზე შეზღუდვებია

ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული, აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი მან მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ნორა ჯაკოვას სძლია. ტურნირზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ასპარეზობები ორ წონით კატეგორიაში გაიმართა.
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს. „დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე […]
ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo საჰაერო ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის დედაქალაქის მიმართულებით ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით სრულდება. „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დღესთან […]
კერძო კომპანიის მიერ მილის დაზიანების გამო, დიღმის მასივში 12 250 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ავარიის გამო, დიღმის მასივში 12250-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიის გამო შეუწყდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამის მიზეზი კერძო კომპანიის მიერ მილის დაზიანება გახდა. „ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ მიწის გათხრის დროს საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა დიღმის მასივის I კვ-ში მდებარე კორპ. # 1ა, 1ბ, 2ა, 2ბ, 3ა, 3ბ, 6, 7, 8, […]
„ჰამასთან“ ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს. „ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი ჩვენი დაღუპული შვილების სახით ჩვენგან მოითხოვს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელელი სამხედროების მიერ ღაზაში ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია მძევლების დასაბრუნებლად და ომის მოსაგებად.